შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


9-05-2017, 01:04
ავტორი L LI
ნანახია 1 475

გზა ამებნა, დავიკარგე. ჩემს თავში გამომწყვდეული ვეხეთქები, გამეტებით ვურტყამ მუშტებს უხილავ კარს, იქნებ ვინმემ გამიღოს. ბაგეს ძლივს მოსწყდა ბგერა, სიმწრით წარმოთქმული და მასაც ექოსავით მიბრუნებენ კედლები. ხმაურის პასუხად მხოლოდ სიჩუმეს ვიღებ. უხილავი ძალა მიმაქანებს უღრან ტყეში მთელი სიჩქარით. არაფერს ვამბობ. სულ ერთია სად წავალ, სად ვიქნები... ძალიან შორს, წერტილივით მოჩანს ჩემი სხეული, პატარა ოთახში დატოვებული. მხოლოდ ახლა ვამჩნევ, თიხის ჭურჭელს დამსგავსებია. ორი ათეული წელიც არაა რაც არსებობს, მაგრამ თითქოს უკვე დაძველდა. ვითვლი ბზარებს ჩემს სხეულზე. შევიგრძნობ თითოეულ მათგანს და მეც მტკივა. ხმა ამითრთოლდა, სუნთქვა შემეკრა. მგონია ცოტაც და დაიშლება, მინდა მივუსწრო, მაგრამ გზას ვერ ვიკვლევ ცამდე აღმართულ ხეებს შორის. ვყვირი, თითქოს ასე მინდა გავმთელდე, თავიდან ამოივსოს თიხით ჩემი ჭრილობა. ხმაურში დავიკარგე. არ ვჩუმდები, ვერ გავჩუმდები, როდესაც ჩემს თავს ვხედავ ასეთს... მაგრამ დაყრუვდნენ ალბათ კედლები, გარეთ ვერ აღწევს ხმა. ვიშლები, თანდათან ქვიშად ვიქცევი. მე კი შორიდან ვუყურებ. მტკივა ყველა ბზარი, ყველა ტკივილი მტკივა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent