შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფროსო ძმაო!!!!


10-05-2017, 03:46
ავტორი Frigga
ნანახია 1 637

ძმაო, სად ხარ? აქ ხარ? მოხვედი? შენთან საუბარი მინდოდა, მინდოდა მეკითხა რატომ მიმატოვე? რატომ დამტოვე ამ სამყაროში კენტად? რატომ ჰყავთ ისეთებს დიდი ძმა ვისაც საერთოდ არააქვს სურვილი, და მე რატომ არ მყავს? ნუთუ შეგეძლო ისე წასულიყავი რომ ერთხელ მაინც არ ჩამხუტებოდი ატირებულს და არ მოგეწმინდა ცრემლები გაწითლებული ლოყებიდან, არ გეთქვა მარიამ, რა გჭირს ვინ გაწყენინაო, ნუთუ არ შეგეძლო დაბადებიდან ერთი მაგრად ჩაგესუნთქა და დარჩენილიყავი ამ იდიოტურ სამყაროში? ახლა აქ იქნებოდი, მეტყოდი მარიამ, დაიძინე ხვალ სკოლა გაქვს, ხომ იცი დაგაგვიანდებაო.
არ მესმის გოგოების ვინც ამბობს რომ დიდი ძმა არ უნდა მხოლოდ იმიტომ რომ მათ აკონტროლებს, გოგოებს უნდათ თავისუფლები იყვნენ, მე კი მხოლოდ ერთხელ მინდა შენი დანახვა და ჩახუტება, მინდა ვიგრძნო როგორი სუნი გაქვს, როგორი თვალები ან თმები, როგორი ხმა, თბილი ხარ თუ ცივი, არ ვვიცი ახლა სად ხარ, მაგრამ იმედი მაქვს რომ აქ ხარ, ჩემს საწოლზე ჩამომჯდარი რასაც ვწერ იმას თვალს ნელ-ნელა აყოლებ და გინდა ეს ცრემლები მომწმინდო, გინდა მაგრძნობინო რომ მარტო არვარ.
ძმაო, იმაზე არ ფიქრობდი მე როგორ ვიქნებოდი უშენოდ? არასდროს გიფიქრია რომ დამჭირდებოდი? იცი რა გრძნობა მაქვს როცა შენს საფლავზე მოვდივარ? თითქოს არც კი მომკვდარხარ, ისიც კი არ შემიძლია უბრალოდ, როგორც ყველა თინეიჯერი გოგო ეუბნება თავის უფროს ძმას, ისე გითხრა რომ იდიოტი ხარ, და გულში მაინც მთელი არსებით მიყვარდე....
იცი ძმაო, ადამიანების რწმენა დავკარგე, აღარ ვიცი ვის უნდა ვენდო, საით წავიდე, გთხოვ გამოჩნდი და გულში ჩამიკარი, მითხარი რომ ყველაფერი კარგადაა, რომ მუდამ ჩემთან იქნები და არასდროს წახვალ, მითხარი რომ მუდამ ხილული იქნები.
სულ მინდოდა და წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ მიტარებდი ჩანთას სკოლიდან მომავალს და როგორ მეკითხებოდი (( დღეს ვინმემ რამე ხომ არ გითხრა? იმასთან როგორაა საქმე, ზედმეტი ხომ არ მოსდის? ხვალ იმასთან პაემანი მაქ და რა ჩავიცვა?) ძამიკო, შენ ჩემთვის აუხდენელ ოცნებად დარჩები, ჩემს ტკივილად, ჩემს უნუგეშობისაგან დაღლილ სხეულს შენი სურნელი ვერასდროს ანუგეშებს, ვერასდროს მეტყვი გოგო სად გდიხარ ამდენ ხანს ხო იცი რომელი საათია? და ამის თქმისას ვერასდროს აგიჩქარდებოდა გული, ჩემი ცრემლების დანახვაზე ვერასდროს გავარდები გარეთ და ვერასდროს მეკამათები კომპიუტერთან დაჯდომაზე, ვერასდროს მთხოვ რომ დედას არ ვუთხრა შენი მოწევის შესახებ.
წარმოგიდგენია მაინც? რას ვგრძნობ როცა ვხედავ სხვა გოგონებს ძმები როგორ უფრთხილდებიან? წარმოგიდგენია როგორ მინდა ახლა მთელი ძალით გეხუტებოდე და გეუბნებოდე რომ მთელი გუთ მიყყვარხარ? ან კიდევ პირიქით გეუბნებოდე რომ მძულხარ და თავში ბალიშს გირტყავდე?
ახლა ყელში უზარმაზარი ბურთი მაქვს გაჩხერილი და ვერ ვსუნთქავ, მხოლო ის შესმიძლია ამ ნოუთბუქის კლავიატურაზე ვწერო ის რასაც შენ უნდა გეუბნებოდე.
შეიძლება შეგაწუხე კიდეც ამდენი გლოვით და ცრემლებით მაგრამ რა ვქნა? შენც რომ არ გელაპარაკო სული გამძვრება, ძმაო, რომ იცოდე ამ სამყაროში რა ადამიანები ცხოვრობენ ეჰჰჰ, თუმცა როგორ არ იცი?! შენ მუდამ ჩემთან ხარ, გვერდით მიდგახარ და მეხუუტები, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ, შენ რომ ცოცხალი მყავდე არასდროს მიგატოვებდი, მართლა...
როცა შენთან მოვდივარ, უფროსწორად თქვენთან, ვფიქრობ რა უსამართლობაა ეს ცხოვრებბა, შენ თუ წახვედი, ჩემზე პატარა ძმაც რატომ წავიდა? არასდროს მიმატოვო....



№1  offline წევრი Frigga

eremar
nartla idioto shen :(( guli amichuyda:;(((((

blush ხო

 


№2  offline წევრი bethelimit

Vaime erticamit raghac mgoni normalurad vergavige))) ori dzma gkavs gardacvlili? Ufrosi da umcrosi?

 


№3  offline წევრი Frigga

bethelimit
Vaime erticamit raghac mgoni normalurad vergavige))) ori dzma gkavs gardacvlili? Ufrosi da umcrosi?

დიახ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent