შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარდი..არ დამტოვო (3თავი)


11-05-2017, 23:36
ავტორი გვირილაა
ნანახია 1 563

–მიყვარხარ
–რატი მეც ძალიან მიყვარხარ. შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებდი.
–ვერ გავბედე, რომ მარტო დამეტოვებინე.
–დამპირდი რომ არასდროს მიმატოვებ.
–გპირდები....
პალატაში ნინი და ილო გამოჩდნენ. როგორც ჩანს ჩვენი ყველა კლასელი კარგად იყო მხოლოდ მცირე ნაკაწრები ჰქონდათ.
მეორე დღეს სახლში გამოგვწერეს. სახლში მისულს ძილი მომინდა, მომინდა დიდი ხნით მოვშორებულიყავი ყველაფერს..
თვალები დავხუჭე...
თუმცა სიბნელის ნაცვლას მხოლოდ რატის ვხედავდი...
ის არ იღიმოდა..გაუნძრევლად იდგა...
არ მახსოვს რამდენ ხანს ვიყავი მასზე ფიქრებში..შემდეგ მვდარივით ჩამეძინა..
1 კვირა სახლიდან არ გავსულვარ.. ჯერ კიდევ შოკირებულ მდგომარეობაში ვიყავი.. თუმცა ასე უკვე აღარ შემეძლო, რატის სანახავად წასვლა გადავწყვიტე. მთელი ერთი კვირა არც კი შემხმიანებია, ნაწყენი ვიყავი ამის გამო.. თუმცა, ალბათ ამის მიზეზიც ექნებოდა..
ბევრი არ მიფიქრია წავედი რატისთან... სახლის კარი დედამისმა ლილიმ გამიღო.. სიხარულით შემხვდა, თუმცა ეტყობოდა რომ თვალები ცრემლიანი ჰქონდა.. არაფერი მიკითხავს მისთვის.. რატის ოთახამდე მიმიყვანა.
–ნიტა.. იცოდე რატის ძალიან უყვარხარ–სევდანარევი ღიმილით შემომხედა ლილიმ.

რატის ოთახში შევედი.. ყურსასმენები ეკეთა და ჩემი მოსვლა არც კი უგრძვნია.. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა.. მივედი და გვერდით მოვუჯექი.. თუმცა ის კვლავ გაუნძრევლად იჯდა.. მაკვირვებდა მისი ასეთი საქციელი. ყურსასმენები მოვხსენი და მხოლოდ ამის შემდეგ მომესალმა.
„რატი როგორ ხარ?! იცი როგორ ძლიერ მომენატრე.. ეს ერთი კვირა სულ შენზე ვფიქრობდი.. შენ გარეშე წუთსაც ვერ ვძლებ.. გთხოვ მითხარი რამე....“ სიტყვებს გულში ვამბობდი იმ იმედით, რომ გაიგებდა.. იგრძნობდა... იგრძნობდა თუ როგორ უსაშველოდ მენატრებოდა.

–რატი როგორ ხარ?!
–კარგად ნიტა შენ?
–მე... მე კარგად... როგორ მიდის შენი საქმეები? თავს უკეთ გრძნობ? იცი მე...
–ნიტა შეგიძლია მოგვიანებით მოხვიდე?–ჩემსკენ არც კი შემოუხედავს ისე მელაპარკებოდა.

ძალზედ მეუცხოვა ასეთი რატი.. როგორ შეცვლილა.. გაურკვევლობაში ვიყავი.. რა სჭირდა.. რა დაემართა.. მე ახლა ის ისე მჭირდებოდა როგორც არასდროს..

ხმა არ ამომიღია ისე გავედი მისი ოთახიდან... ქუჩაში გავვარდი.. გული უსაშველოდ მეწვოდა.

წვიმა დაიწყო.... მიყვარს წვიმა, რადგან ამ დროს ვერავინ ვერ ხედავს ჩემს ცრემლებს.
შორს ძალიან შორს გაქცევა მინდოდა...მივრბოდი კიდეც...
თუმცა რაც მეტს გავრბოდი მით უფრო ვუახლოვდებოდი იმას რასაც გავურბოდი..
შემეშინდა...მარტოობის შემეშინდა...
რატომ ხდება ასე...
უსამართლობაა...
სახლში სულ გაწუწული მივედი.... წვიმისგან არაა ..ჩემი ცრემლებისგან...დასაძინებლად წავედი, თუმცა ძილის გარდა ახლა ყველაფერი შემეძლო..
თუნდაც ფიქრი რატიზე...
კვლავ ფიქრი რატიზე...
და კვლავ ფიქრი რატიზე...
ჰო მერე მახსოვს მიმეძინა...

დილით გამიჭირდა ადგომა, მაგრამ იმ იმედით, რომ სკოლაში რატის ვნახავდი მაინც წავედი... კლასში შევედი, რატის გარდა ყველა იქ იყო.. გაღიმებულმა მოვიკითხე კლასელები.. თუმცა ვინ იცის, თუ რა ტანჯვა იმალებოდა ამ ღიმილის მიღმა.
–გამარჯობათ ბავშვებო–რატის ყველას მიესალმა.. მისკენ მივტრიალდი, თუმცა ის ზედაც არ მიყურებდა.. ნეტავ რა ხდებოდა რატის თავს.. ვერ მივხმდარიყავი.

გაკვეთილზე ჩემთვის ჩაფიქრებული ვიჯექი, რატისკენ ვიყურებოდი, რომელიც ჩემგან ზურგით იჯდა, უეცრად შემოტრიალდა და ჩვენი თვალები წამით ერთმანეთს შეხვდნენ.

მან გამიღიმა.. თვალებს არ ვუჯერებდი..
თუმცა მისი თვალები სულ ჩამქრალიყო..
მინდოდა შევხებოდი.. დიდხანს მეყურებინა მისთვის თვალებში..
დროის გაჩერება მომინდა..
თუმცა ამ წამმაც მალე გაირბინა..
მას შემდეგ აღარ შემოუხედავს..

მთელი დღე მის იმ ღიმილზე ვფიქრობდი, რომელიც აღარ ჰგავდა იმ ძველ ღიმილს, მე რომ ასე ძლიერ მიყვარდა. სახლში ფეხით წავედი, იმ იმედით რომ მას სადმე გზად გადავეყრებოდი, თუმცა ბედმა არ გამიღიმა..

საშინელი შავი ღამე იყო.. ძილი მიჭირდა.. რატის გარეშე ცხოვრება კი უფრო მიჭირდა.. იმედს არ ვკარგავდი.. მან ხომ გამიღიმა მაინც..

ისევ ისე არა მაგრამ მაინც ხომ გამიღიმა...მალევე ჩამეძინა..

მეორე დღეს სკოლაში მისულმა დავინახე, ერთად შეკრებილი ბავშვები, ყველა ერთმანეთს უყვიროდა, ეჩხუბებოდა, როგორც ჩანდა კარგი ამბავი ნამდვილად არ იყო. მათი საუბრიდან გავიგე ვიღაც ორ ჩვენ თანაკლასელ ბიჭს, რომ უჩხუბია. ამაზე დიდი ყურადღება არც მიმიქცევია, მსგავსი რამ ხომ ჩვენ სკოლაში ხშირად ხდებოდა. კლასში შევედი და რას წარმოვიდგენდი თუ იქ ტუჩგახეთქილი და თვალებდალურჯებული რატი დამხვდებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძაან მაგარი ისტორიაა...მომწონს შენი წერის სტილი...ძაან გტხოვ განაგრძე ინტერესითვკვდები რა მოხდება..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent