შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (14)


1-12-2016, 21:03
ავტორი სატი
ნანახია 2 245

-მე კიდე დებილი ვიყავი მეგონა გამიგებდი ყველაფერს-ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან ნინას.
ამ დროს ელენე მოვიდა.
-ნიკა, ეხლა არც ამის ადგილი და დრო არ არის. წავიდეთ სასტუმროში და იქ ვილაპარაკოთ.
ნიკა, ელენე, ერეკლე, რატი და ნინა სასტუმროში წავიდნენ. ნინამ დაჩის მიწერა რომ მადლობელი იყო აეროპორტში რომ მიიყვანა. როგორც კი მივიდნენ ნინა რატის ნომერში შევიდა.ნინა საწოლზე იჯდა და რატის კოცნიდა.
-ნინ, რაზე იჩხუბეთ შენ და ნიკამ?-ჰკითხხა რატიმ.
-ისეთ არაფერზე, უბრალოდ სამ დღეში საქართველოში მაბრუნებს.
-და არ გიხარია?
-რატი სერიოზულად მეუბნები ეხლა მაგას? ძლივს გავიცანი ჯორჯი და შენ გგონია 1კვირა მეყო ამისთვის? არა, მე მეტი დრო მინდა და ჩვენ შევთანხმდით რომ დეკემბერშიც აქ ვიქნებოდი.
-ნინა, გაუგე მათაც ენატრები.
-ვენატრები ერთია, არ უნდა დაემალათ ჩემთვის რომ ნაშვილები ვარ ეხლა უკვე გვიანია. მე მეთითონ გადავწყვიტავ რა როგორ და საერთოდ არც ჩემი ბიოლოგიური მშობლები ფიქრობენ ჩემზე და არც ესენი. საერთოდ ვინმე ფიქრობს? მემგონი არავინ.
-ნინა მე რატო მეჩხუბები? მე გეუბნები რომ მათ ენატრები, ჯორჯი და ანა ცოტახანია გაიცანი და როგორ შეიძლება ამჯობინო ელენეს და ნიკას.
-მე ეგ არ მიგულისხმია.
-მოდი გავიქცეთ, დაგეხმარები დაბადების დღის აღნიშვნაში.
-რატი... ეგ არ არის ჩემი დაბადების დღე, ეგ ის დღეა როდესაც მიშვილეს.
-მაშინ უბრალოდ წავიდეთ.
-კარგი.
რატი და ნინა წამოდგნენ და გარეთ გავიდნენ. უკვე გვიანი იყო და ქუჩებში განათებები აენთოთ. გარეთ თოვდა და ამავდროლად საშინლად ციოდა. რატის ხელი ჰქონდა გადახვეული ნინასთვის და ისე მიყავდა.
-არც ისე პატარა ქალაქია და საერთოდ ლამაზიცაა.
-ხო, მე მომწონს.
-ნინ, ის ტიპი დაჩი? ნახე იმის მერე რაც ჩახვედი?
-ერთ სკოლაში ვართ.
-მოიცა სკოლაში აქ დაიწყე სწავლა?
-ხო, იდეაში ზამთარიც აქ უნდა გამეტარებინა.
ნინამ და რატიმ ისე ჩაუარეს დაჩის სახლს რომ ვერც გააცნობიერეს, იქ კი ფართი იყო. ჩადმა ნინას რომ მოკრა თვალი რატისთან ერთად გაუკვირდა და ეზოდან გავიდა. მათთან მივიდა და წინ დაუდგა.
-ნინ, არ შემოხვალ ფართიზე? თუ იმის მერე რაც დარჩი მაშინ აღარ გინდა?-გაეცინა ჩადს.
-ნინა ვინაა ეს ტიპი?-რატის სახე შეეცვალა. როცა საქმე გარჩევებს ეხებოდა არც რატი აკლებდა ხოლმე, მასაც კარგად შეეძლო ჩხუბი. ნინას სულ ეშინოდა რატის გაბრაზების და ყოველთვის ცდილობდა არ გამოეყვანა იგი წყობიდან.
-მე ნინას მეგობარი ვარ და შენ?
-ნინას შეყვარებული. რას გულისხმობს ეს ტიპი ნინა?
-ღამე ცოტა არ იყოს... გამოფიტული ვიყავი, დაღლილი, განერვიულებული და ნაწყენი...მაგიტო დავრჩი ღამით მეგობართან.
-რომელ მეგობართან?
-რა მნიშვნელობა აქვს.
-მე ალბათ ხელი შეგიშალეთ მერე გნახავ ნინა-ჩადმა ნინას გადაკოცნა სცადა მაგრამ რატის სახე რომ დაინახა სახლში მიბრუნდა.
-ნინა, აი ეხლა კი სერიოზულად ვბრაზდები-ხელი გაუშვა რატიმ ნინას და წინ აღუდგა.
-რაზე ბრაზდები დედაჩემის დაქალის სახლში დავრჩი.
-აბა მეგობართანო?
-ხო, მაგ ქალის შვილია ეგ მეგობარი.
-და რა ქვია სახელი არ შეილება?
-რატო ჩაიციკლე ვერ გავიგე?-ყველანაირად ცდილობდა აერიდებინა თავი პასუხისთვის.
-ნინა! დროზე! დროზე სანამ ბოლომდე გამოვედი წყობიდან.
-დაჩი.
-ესე იგი დაჩი? ერთადაც ხომ არ გეძინათ? როდის მოხდა ეგ?!
-2-3დღის უკან როდესაც... რა მნიშვნელობა აქვს, არაფერი ეგეთი არ მომხდარა რატი უბრალოდ მასთან სახლში დავრჩი, ახლო მეგობრები ვართ. გიორგისთან რამდენჯერ დავრჩენილვარ. რატი რატომ მიბრაზდები სულ არაფრის გამო?
-არაფრის გამო? დაჩი და გიორგი ერთი დაიგივეა? ამ ტიპს სულ რაღაც 2კვირაა თუ 3 რაც იცნობ და უკვე მასთან რჩები ღამე? გიორგის 7წელია იცნობ!! და ის შენი მეგობარია!!! ცხოვრებაში ერთხელაც არ დარჩენილხარ ჩემთან და ამ ს****? ნინა, მე რომ არასდროს არ ამიწევია შენთან მიმართებაში ტონი იმას არ ნიშნავს რომ ვაფშე ყველაფერი რასაც აკეთებ! არაფერი არ შემშლია ამ წლების განმალობაში და ბრმაც არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ყველაფერს ვხედავდი და პროსტა თვალს ვხუჭავდი და აი ეხლა ნაღდად ამომასხა გესმის? ამომასხა ნინა! ამ ტიპთან მეორეჯერ არ დაგინახო.
ნინას თვალები აუცრემლიანდა.
-რა გავაკეთე ისეთი რომ შენი ამაზე თვალი დასახუჭი გაგიხდა? ვინმეზე ოდესმე გაეჭვიანე?
-ნინა, მე ჩემი ვთქვი. დაიმახსოვრე დამთავრდა შენი გულიავი(ლ ჩაარტყა როდესაც სიტყვა წარმოთქვა) ეხლა რასაც და როგორც ვიტყვი ყველაფერი ისე იქნება-რატიმ ხელი გადახვია ნინას და ისე გააგრძელა გზა ვითომც არაფერიო. ერთადერთი პლიუსი რატის კიდე რაც ქონდა ის იყო რომ მალე გადასდიოდა ბრაზი, მაგრამ აი გაბრაზება კი საშინელი იცოდი, ჩხუბობდა და ლეწავდა ყველაფერს, მაგრამ მალევე ავიწყდებოდა. აი დაჩიზე კი ამას ვერავინ იტყოდა. დაჩისაც ცუდი გაბრაზება ჰქონდა და დიდიხანი ვერაფერს ვერ ივიწყებდა. ნინას რატის ესეთი ხასიათი ზედმეტად აღიზიანებდა რადგან მერე თავს გრძნობდა დამნაშავედ.
-რატი, არ შემილია ესე.
-როგორ?
-აი ესე, ბრაზდები მერე უცებ გადაგივლის და მე უნდა ვიარო დაგრუზულმა.
-ესეც ჩემი ბრალია გამოდის.
-არა ჩემი ხო? მესმის არ უნდა დავრჩენილიყავი მაგრამ ამხელა ამბის ატეხვაც არ ღირდა. რატი ყოველ ჯერზე რამდენჯერაც გაგიჟდები და გაბრაზდები მე არ უნდა ვნადგურდებოდე ამის გამო.
-ნინ, თითქმის თორმეტია, საჩუქარი მინდა გაჩუქო.
-რატი ეხლა...
-მოიცადე. ნინ, ვიცი 2წელია ერთად ვართ, ვიცი სკოლა არ გაქვს დამთავრებული, ადრეა და ასე შემდეგ... მოკლედ ნინ, თუ არ ვცდით არაფერი გამოვა, მინდა რომ... ცოლად გამომყვე-რატი ნინას წინ ჩაიმუხლა და ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან.



№1 სტუმარი Guest nawka

Ert rchevas mogcem. Ufro metad chauwvrilmandi detalebs da epizodebs. Imito ro aseti shegrdzneba maq titqos garbixar. Ravi me ase vfiqrob. Sxva mxriv saintereso istoriaaa magram tu ise izav ro moswrafebulis shesaxedaoba ar qondess dzaan magari iqnebaa

 


№2  offline მოდერი სატი

Guest nawka
Ert rchevas mogcem. Ufro metad chauwvrilmandi detalebs da epizodebs. Imito ro aseti shegrdzneba maq titqos garbixar. Ravi me ase vfiqrob. Sxva mxriv saintereso istoriaaa magram tu ise izav ro moswrafebulis shesaxedaoba ar qondess dzaan magari iqnebaa

კარგი, მადლობა რჩევისთვის. heart_eyes heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№3 სტუმარი ნინი ბილისეიშვილი

გაგრძელებაიქნება?

 


№4  offline მოდერი სატი

ნინი ბილისეიშვილი
გაგრძელებაიქნება?

კი heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№5 სტუმარი mariami

ძაან მაგარი ხარ გააგრძელე ასე ოგონდ ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე და ამ ისტორიაას რომ დაასრულებ აუცილებლად სხვა გააგრძელე მაგარი ხარ ძაან heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent