შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვითმფრინავის ბიჭები


11-05-2017, 23:43
ავტორი magdamargia
ნანახია 1 967

აღმოჩნდა, რომ წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით კი იმ შემთხევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით. ჩვენ კი დავშორდით მხოლოდ დროს და არა იმ ქვეყნის ცნობიერებას, რომელსაც ბოროტების იმპერიას უწოდებდნენ, სადაც სიკეთე ისეთი იშვიათობა იყო, რომ კოსმოსის პირველამთვისებელ ზესახელმწიფოში, ჯინსები ვერ შეკერეს...
***
საფლავის მიწაზე თავისუფალი იყავი და საფლავი იყო ერთადერთი ადგილი საბჭოთა საქართველოში სადაც საბჭოთა ხელისუფლება არ ვრცელდებოდა.
***
ზოგჯერ ადამიანების ამოცნობა ისეთივე შეუძლებელია, როგორც სამყაროსი, რომელიც ისეთივე დიდია, როგორც ის ტრიალი მინდორი, სადაც იმ ღამის ერთ–ერთმა მესაფლავემ თხუთმეტი წლის შემდეგ იმ საიდუმლო სამარხს ზუსტად მიაგნო .
***
სიკვდილამდე სიკვდილის დაჯერება მაიც ძნელია და მით უმეტეს, შვილის სიკვდილის, რადგან შვილის სიკვდილი უბრალოდ არ არსებობს და მითმ უმეტეს მაშინ, როცა ამ სიკვდილს გიმალავენ და ოფიციალური პასუხის მიღება კი ისევე გეკრძალება, როგორც ოფიციალური ოცნება.
***
ოფიციალური იმედი არ არსებობს, იმედი ერთია, ის შენია და შეგიძლია ამ იმედით იცოცხლო.
***
–არც კი დავკვირვებივარ თბილისში მზე საიდან ამოდის.
–საერთოდ ცას თუ დაკვირვებიხარ თბილისში?
–ალბათ...
–გახსოვს ბოლოს ცაშ როდის აიხედე?
–არა...
–ქალაქების მთავარი მინუსიც ეგაა, ცა არ ჩანს...

გეგა კობახიძე და დათო მიქაბერიძე
***
–მზის ჩასვლას აქედან უნდა ვუყუროთ?
–მზის ჩასვლა აქედან არ ჩანს
–აბა რა უნდა ვქნათ?
–ზღვაზე უნდა წავიდეთ?
–ახლა ზღვაზე?
–ახლა ყველაზე კარგია ზღვა, შემოდგომის ზღვა...
–არავინ იქნება?
–მხოლოდ მე და შენ და ზღვა, გინდა?|
–მინდა...

თინა ფეტვიაშვილი და გეგა კობახიძე
***
ღმერთმა ყველაფერი მისცა ამ პატარა ქვეყანას, ადამიანებმა კი ამ ქვეყანაში მადლიერების გრძნობა დაკარგეს თვითონ ღმერთიც დაივიწყეს.

მამა თევდორე (თემურ ჩიხლაძე)
***
–მე აქ მირჩევნია ჩემი თავისუფლების ძებნა, ქალაქიდან შრს, სადაც ნაკლები ხმაურია და ბევრი დრო ღმერთზე ფიქრისთვის.

მამა თევდორე
***
კოლექტიური ფიქრი ყოველთვის სიძულვილით მთავრდება და არა სიყვარულით

სოსო წერეთელი.

***
–ჩვენ ზღვაზე ვაპირებთ წასვლას ერთი კვირით – უთხრა გეგამ სოსოს
–ახლა? არ გაიყინოთ – გაუკვირდა სოსოს
–რა გაგვყინავს ერთად –თქვა გეგამ და თინას ხელი მოჰხვია.
–ძალიან ლამაზები ხართ ამ მთავრობისთვის, ფრთხილად იყავით,–თქვა სოსომ
–რა?
–ძალიან ლამაზები ხართ საბჭოთა ხელისუფლებისთვის–გაიმეორა სოსომ

სოსო გეგა და თინა

***
გეგა იწვა ჩუმად და თინა ძალიან ფრთხილად ბავშვივით ეფერებოდა თავზე, სანამ სიჩუმე ისევ გეგამ არ დაარღვია:
–ამიტომაც არ მინდა აქ ცხოვრება
–ჯარი და პოლიცია ყველგან უხეშია და მმოძალადე.
–მაგრამ სიყვარული არსად არ არის აკრძალული
–თავისუფალ ქვეყამნაში ალბათ ასეა.
–ჰოდა მეც თავისუფალ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, შენ არგინდა?
–მე შენთან ერთად მინდა
–თავისუფლება არ გინდა?
–შენთან ერთად ჩემთვის ყველგან თავისუფლებაა...
–რომ წავიდე, წამომყვები
–მე ვერ გადავცურავ ზღვას.
–ვერც მე, ასე კარგად ცურვა არ ვიცი.
–აბა რას აპირებ?
–გადავფრინდები.
–ფრენა უკეთესად იცი?
–შენ რომ ანგელოზი ხარ, მთავარია, შენი ფრთები ორივერ გვეყოს.
–სერიოზულად გეკითხები, რას აპირებ?
–მეც სერიოზულად გეუბნები, რომ ანგელოზი ხარ.
–მართლა გეკითხები.
–მეც მართლა გავფრინდები, ოღონდ შენთან ერთად...
თინა ადგა, ფანჯარა გააღო და ზღვას გახედა. შავი ზღვა მართლა შავი იყო.

თინა და გეგა
***
–მაინც რატომ არ გეშინია არაფრის?
–იმიტომ რომ სიყვარულის არ მეშინია.

გეგა და თინა
***
მოძღვარი ადამიანია, ვინც მეორე ადამიანს ეხმარება ჭეშმარიტების ძიებაში.

მამა თევდორე.

***
–გაფრენა ყოველთვის მინდოდა ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით.
–რომ ვერ გაფრინდეთ?
–მაშნ ზღვას გადავცურავ.
–რას?
–ზღვას.
–როგორ?
–სიმღერით
–ხუმრობთ?
–არ ვხუმრობ
–დაკითხვის ოქმშც ასე შევიტანოთ?
–კი, ბატონო
–მაინც როგორ ჩავწეროთ?
–სიტყვასიტყვით
–მაინც როგორ?
–მე გადავცურავ ზღვას...

ირაკლი ჩარკვიანი
***
ორმო რომელიც ამოთხარა, დიდი არ იყო. იმ ორმოში გადამალული მუსიკაც ჩაეტია და პოეზიაც
***
მათი დახვრეტა ვისაც არავინ მოუკლავს, ისეთივე დანაშაულია როგორიც თვითმფრინავის გატაცება და იქნებ უარესიც...
***
სამი ოქტომბრის შემდეგ რამოდენიმე დღეში სიკვდილმისჯილების ოჯახებს ქვითრები მიუტანეს და ოფიციალურად გადაახდევინეს მათი შვილების მოკვლისთვის დახარჯული ტყვიების საფასური, თითო ტყვიის საფასური სამი მანეთი იყო, მაგრამ გეგას დედას ექვსი მანეთი გადაახდევინეს – იმ პირველი გაჭედილი ტყვიისთვისაც, რომელიც არ გავარდა ან გავარდა მაგრამ ჯალათმა უბრალოდ ააცილა.
***

იქ სადაც ადამიანის სკივდილი თოთხმეტი მანეთი ღირდა ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა.
***

საქართველოში დღემდე უამრავ ადამიანს სწორედ ასე სჯერათ რომ თვითმფრინავის გამტაცებლები ახლაც ცოცხლები არიან და არიან სადღაც შორს, ძალიან შორს ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან, რადგან მათ ძალიან უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ...



№1  offline წევრი NiniG-1

ჯინსების თაობას კითხულობ გსიამოვნებს

'მძევლები' კინო რომელზეც ცრემლებად დავიღვარე მართლა...

ჩანახატი რომელზეც გავგიჟდი ისე მომეწონა...❤❤❤

 


№2  offline წევრი ლილიტიი

"იქ სადაც ადამიანის სკივდილი თოთხმეტი მანეთი ღირდა ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა"
გეგა და დათა
გეგა და თინა
ადამიანები, რომლებიც გვახსოვს
და გვიყვარს!!
კარგი გოგო ხარ ძალიან

 


№3  offline წევრი magdamargia

NiniG-1
ჯინსების თაობას კითხულობ გსიამოვნებს

'მძევლები' კინო რომელზეც ცრემლებად დავიღვარე მართლა...

ჩანახატი რომელზეც გავგიჟდი ისე მომეწონა...❤❤❤

ძალიან დიდიი მადლობა <3 მმიხარია თუ მოგეწონა <3 ერთადერთი წიგნია რომელზეცც ბევრი ვიტირე წიგნია რომელიც ბოლომდე ვიგრძენიი და მეტკინა <3
ლილიტიი
"იქ სადაც ადამიანის სკივდილი თოთხმეტი მანეთი ღირდა ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა"
გეგა და დათა
გეგა და თინა
ადამიანები, რომლებიც გვახსოვს
და გვიყვარს!!
კარგი გოგო ხარ ძალიან

მადლობა რომ წაიკითხე და მოგეწონა <3 ჩემთვის ბევრს ნიშნავსს ეს წიგნი <3 გეგა თინა პაატა სოსო კახა გია დათა და მამა თევდორე <3 ყველაზე მეტად მამა თევდორე მტკივა <3 მტკივა უსაშველოდდ

 


№4  offline წევრი magdamargia

მედი
ჩემთვია ძალიან დიდი ბედნიერებაა,როცა მათზე ვისმენ კარგს♡მათ ჩემთან უამრავი კავშირი ჰქონდათ,თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ერთი წუთით გვიან შექმნილი თაობა ვართ(( ჩვენი ვალია გვტკიოდეს ეს ბიჭები♡ვგრძნობდეთ მათ დაუოკებელ სურვილს თავისუფლებისას♡
P.s. ძალიან მინდა შენი გაცნობა ამ ჩანახატის შემდეგ♡


ძალიან მიხარია თუ მოგეწონა... <3 მეც უზომოდ მტკივა ეს ბიჭები და უზომოდ განვიცდი... ბედნიერი ვიქნები თუ გაგიცნობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent