მრცხვენია...
მრცხვენია ყველა იმ სიტყვის, რომელიც ერთი სულიერი არაფრისმქნელი ნაძირლის მყრალი პირიდან ამოდის, პლანისა და თამბაქოს მომწამვლელი აირის თანხლებით.. მრცხვენია ყველა იმ ბგერის, ამ სახლიდან, რომ უსწრაფესი სიჩქარით აღწევს გარეთ და უცოდვილ ბუნებას მყრალი ზედაპირით ფარავს.. მრცხვენია იმ სახლის, იატაკზე ჯერაც, რომ ისმის პატარა ბავშვის ფეხის ბაკუნი და ჭრიალით აღწევს ოთახში სადაც ჯერ კიდევ დგას მძაფრი სუნი, გაურკვევლობისა და მერე, ცოტაც... სიკვდილის. მრცხვენია იმის, რომ გამოუსწორებელი შეცდომის ნაყოფი ვარ, რომელიც დაღს უსვამს ჩემს ყოფას. მრცხვენია იმისა, რომ უსულოდ დავაბოტებ გაცრეცილ იატაკზე და უმისამართოდ ნასროლ სიტყვებს გადაღეღილ კალთაში ვკონავ. მრცხვენია იმ ხელების უმისამართოდ რომ დააცოცებს სხეულზე. მე იმ არარაობის მრცხვენია, თვალებში რომ ვუყურებ და სისხლი მიდუღს, რომ არაფერი შემიძლია გავაკეთო... რომ, მე არაფერი შემიძლია შევცვალო... და ისევ, მინა ჩამსხვრეულ, პატარა ფანჯარაში აღწევს მზის სხივები და ახალი დღის დასაწყის მაუწყებს... თითქოს ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებდე, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ილუზიაა რომელიც დღის ბოლოს დამტოვებს, მერე კი ნელ-ნელა შემომეპარება, სიკვდილის თბილ ფერებთან ერთად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.