ჩიტები
გაქრა.როდის ამბობენ, გაქრაო? როცა ვეღარ ხედავ? როცა ვეღარ გრძნობ? როცა ვეღარ გესმის მისი ხმა? ალბათ, ესეც გაქრობაა, მაგრამ ჩემთვის მაშინ ქრება, იკარგება, უჩინარდება ადამიანი, როდესაც ივიწყებენ. დავიწყება. მეც მივიწყებდნენ. ნელ-ნელა, დღითი დღე ვუფერულდებოდი, ვეხვეოდი სამყაროს ბურუსში. გაუსაძლისია, ყვიროდე და არავის ესმოდეს, შველას ითხოვდე და არავინ გშველოდეს. იძირებოდე იქ, სადაც ყველა თავისუფლად სუნთქავს. თავისუფლება. გაფრენა მინდოდა. ცხოვრების ჯაჭვის გაწყვეტა და გაფრენა მსურდა. თავისუფლება. მაგრამ რასაც გავურბოდი სწორედ მას მივეჩვიე, მივეჯაჭვე, მასზე დამოკიდებული გავხდი. ამ სამყაროს მონა გავხდი და ამ მონობაში საკუთარი თავიც დავკარგე. ადამიანები. ჟანგბადივით გვჭირდებიან, მაგრამ ამასთანავე გვწამლავენ. მე დავიკარგე, დავივიწყე ჩემი თავი და მივეცი მათ ჩემი განადგურების უფლება. ჩემი ოცნებებიც დავივიწყე, ბავშვური სურვილები - გაფრენის, თავისუფებისა - თავიდან მიუწვდომელნი გახდნენ, შემდეგ - არარსებულნი. ალბათ, ასეთად დავრჩებოდი და ასეთს მიმაბარებდნენ ცივ მიწას, რომ არა შენ. შენ. ანათებდი, სიცოცხლეს სძენდი ყველასა და ყველაფერს. აფერადებდი ნაცრისფერ სამყაროს, მოწყენილობას მხიარულებას ანიჭებდი. სიბნელეში არსაიდან აკიაფებული სინათლე იყავი. იყავი ის, ვინც დაფრინავდა, თავისუფლად სუნთქავდა და არაფერზე, არავისზე იყო დამოკიდებული, მიჯაჭვული. მე. ყოველდღე ვგრძობდი, რომ ვძლიერდებოდი, ვსუნთქავდი, წელში ვსწორდებოდი და.. საკუთარ თავს ვიბრუნებდი, ვიხსენებდი. ნელ-ნელა ვწყვეტდი, ვასუსტებდი და ვამარცხებდი ჯაჭვს, რომელსაც ერთდროს მუდმივ თანამგზავრად მივიჩნევდი. შენ აღმოჩნდი ის, ვინც ჩემი ყვირილი გაიგო, ვინც ჩემი შველა შეძლო და ვინც შემიყვარა. შემიყვარე უსიცოცხლო, უფერული, გაფანტული, განწირული. შემიყვარე და მეც მასწავლე სიყვარული, მასწავლე ცხოვრება, ფრენა, თავისუფლება.. შემიყვარდი. ამ არაამქვეყნიური გრძნობის გამო ღირდა ყველაფრის გამოვლა. შენი გაცნობა, შეყვარება, შეხება, ჩახუტება, კოცნა ამად ღირდა. ზოგჯერ ვერ გეხები, იმის შიშით, არ გაქრე, ქვიშასავით არ გამეფანტო ხელიდან, ისევ მარტო, საკუთარი თავის მიერ დავიწყებული არ დავრჩე და იმ ბნელ, ჭაობივით შემბოჭველ გარემოს არ დავუბრუნდე. მაგრამ შენ აქ ხარ, ჩემს გვერდით, მეფერები, მეხუტები და ხელს არ მიშვებ, ძლიერად მიჭერ. გენდობი. არასდროს მაძლევ საბაბს, მეშინოდეს და მეც გენდობი, მჯერა, რომ არ წახვალ, არ გაუჩინარდები. მჯერა, რომ მუდამ, სიკვილამდე და მის შემდეგაც ასე ძლიერად ჩამკიდებ ხელს. ჩიტები. რეინკარნაციის ყოველთვის გჯეროდა და ცდილობდი, ჩემთვისაც დაგეჯერებინა. დღემდე არ ვიცი, შეძელი ამაშიც დაგერწმუნებინე თუ, უბრალოდ, მსურს მჯეროდეს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი. რეინკარნაციის შემთხვევაში ჩიტებად მოვევლინებით ქვეყანას, ერთად, განუყრელად. ხელახლა შეგვიყვარდება ერთმანეთი და რეალურად შევძლებთ გაფრენას. *** პირველი ჩანახატი. ნახევარ საათში დაწერილი, „ფურცელზე“ გადატანილი აზრები. ვიმედოვნებ, მოგეწონებათ, არ მოეწონებათ.. მოკლედ, რამეს გაგრძნობინებთ და გთხოვთ, რომ ეგ გრძნობა გამიზიაროთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.