შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული, რომელიც არ ჰგავს ზღვას


16-05-2017, 00:08
ავტორი Unrecognizable
ნანახია 1 441

უცნობებით გარემოცულ სამყაროში თვალებს აქეთ იქით ვაცეცებ და ვხვდები, რომ მარტო არ ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ მეშინია... დაბრკოლებების არ მეშინია... სიყვარულის არ მეშინია და ვხვდები რომ ბედნიერი ვარ. გამვლელებს შორის ნაცნობ სახეებს ვეძებ, ვერ ვპოულობ, თუმცა გული არ მწყდება... არ მადარდებს, რადგან ყველა იღიმის... გავივლი ქუჩებს... ბევრს ერთად ან ცალ-ცალკე და იმ ადამიანებს ვხედავ, ვისთანაც თავს არა ამქვეყნიურად ვგრძნობ... ბედნიერი ვარ და დღეს ჩემი ბედნიერების მიზეზი ერთი არ არის. და როდესაც სახეზე ღიმილს ვერ ვიშორებ, გაურკვევლობის გრძნობა მიმძაფრდება და უბრალოდ ჩემს თავს ვეკითხები: "ვის ვუღიმი? ვინ არის ჩემი ღიმილის მიზეზი ან რა არის?" და პასუხი არ მაქვს. პასუხი უბრალოდ არ გამაჩნია და გული მყდება, რომ ეს ყველაფერი უსაფუძვლოა. მეგობრებს ვტოვებ და ნაცნობ ქუჩაში უისამართოდ მივრბივარ... მივრბივარ, მაგრამ არ ვიცი სად... მივრბივარ და არ ვიცი რატომ... ემოციებმა ერთიანად იფეთქა და იქვე ცივ ქვაფენილზე დაცემის არ შემეშინდა. სულ არ მტკენია... სულიერად იმდენჯერ გადამიტანია ტკივილი ცრემლები შემაშრა. ძალაგამოცლილი მუხლებზე დავემხე და დახმარებას ვერავის ვთხოვ... ვგრძნობ, რომ ლაპარაკის უნარი წამერთვა და მივხვდი, რომ არ ვარ კარგად. რამდენი ადამიანი გამიშვია ჩემი ცხოვრებიდან, თუმცაღა მათი შეჩერება არ მიცდია. და როდესაც ჩემში ყველა ემოციამ ერთიანად იფეთქა ყველაზე დიდი ტკივილის გამახსენდა და უკან აღარ ვიხედები. მგონია თავს მივატრიალებ და უზარმაზარი ტალღა მშთანთქავს. ჩემს სხეულს წყალს გააყოლებს და უკვე შორს წასული ხმას ვერავის მივაწვდენ... არ დამეხმარება არავინ მე და აღას მექნება გადარჩენის იმედი ალბათ. ვიყვირებ და საკუთარ ხმას უკიდეგანო სივრცეს გავაგონებ, სხვა მაინც ვერავინ გამიგებს. უსასრულო სივრცეში, ყინულივით ცივ წყალში საკუთარ თავს ვერ ვცნობ, მაგრამ უეცრად მოახლოვებული ძალა ვიგრძენი. ძლიერი ბიძგი ვიგრძენი და სუნთქვა შემიძლია... ხარბად დავეწაფე სუფთა ჰაერს, მაგრამ მარტო არ ვარ. დიდხანს ვიფიქრე და როდესაც რეალობას თვალი გავუსწორე დავინახე... აქამდე უცნობ გრძნობას სახელი დავარქვი და უბალოდ ვწუხვარ. ვწუხვარ, რომ ეს მე დამემართა და მოვლენების განვითარებას ხელი ვერ შევშალე. ვწუხვარ, რომ ის დგას ახლა ჩემს უკან და არა სხვა. ვწუხვარ, რომ არ მინდოდა და მაინც მოვიდა. მაგრამ არ ვნანობ, რომ ახლოს მოვუშვი. რატომ? იმიტომ, რომ სადღაც ღრმას ზღვაში გაზაფხულის სურნელი ვიგრძენი. სიყვარული ვიგემე იმ სიღრმეზე, სადაც სიცოცხლე არ არსებობს. უსიცოცხლო და მკვდარ სივრცეში სიყვარული გავაცოცხლეთ... ერთმანეთი მოულოდნელად შევიყვარეთ და ახალი ფურცელის შევსება დავიწყეთ. ფურცლის, სადაც არ ვიქნები სრულიად მარტო ზღვაში, რომელიც მკვდაია და კლავს ყველას. კლავს ყველაზე ძვირფასს, მაგრამ სივრცე, რომელსაც ოკეანე ან თუნდაც ზღვა ჰქვია ვერ მოკლავს ჩვენს სიყვარულს, რადგან მასზე ბევრად სუსტია. ზღვა, რომელიც ადამიანებს ყოველ წამს კლავს ვერ მოგვკლავს ჩვენ, რადგან ქვაფენილზე დაცემულს უკნიდან ნაცნობი ხმა მესმის და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცრემლები ვიღაცისთვის რაღაცად ღირს და ეს ვიღაცა შენ ხარ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent