სიყვარულის ცრემლები
რა არის ცრემლი?მეცნიერების მტკიცებით,ის უბრალო ‘მარილიანი სითხეა’.მაგრამ არის რომ ის უბრალო? ცრემლი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არასდროს ვეთანხმებოდი აზრს,რომ ადამიანი, რომელიც ტირის, სუსტია. პირიქით,ისაა ძლიერი ,რადგან ამდენი ხანი უთმინა ამ უსამართლო ცხოვრებას და საბოლოოდ ყველაფერმა ერთად იჩინა თავი,ხოლო თუნდაც ადამიანმა, ვეღარ შეძლო თავის შეკავება და კავშირი შექმნა პატარა წვეთსა და მსოფლიოს შორის. სულ რაღაც რამოდენიმე დღეა საკუთარ თვალებში ცრემლი არ დამინახავს.რატომ? მეც არ ვიცი. მართალია, ადრე ვერავის ვეუბნებოდი, რომ ლამის ყოველ ღამე ვტიროდი და ვიცლებოდი იმ ემოციებისგან, რომლებიც ამდენ ხანს ჩემში ბუდობდა, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს მხოლოდ თქვენ გიმხელთ. ერთფეროვნებას იმდენად მიჩვეული ვიყავი, რომ ხანდახან უმიზეზოდაც არღვევდნენ ცრემლები ბარიერს და ესალმებოდნენ ახალ ცხოვრებას.ალბათ გებადებათ კითხვა,თუ რატომ გიამბობთ ამ ყველაფერს თქვენ. ალბათ რამით დაიმსახურეთ ეს ყველაფერი. ხოლო ახლა დროა,თქვენც დაფიქრდეთ ცხოვრებაზე და იმაზე,არიან თუ არა თქვენი უსუსური ცრემლები ახალი ცხოვრების ღირსნი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.