შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუბარი EX-თან (რწმენა, დაბრუნდები)


20-05-2017, 02:16
ავტორი fredy
ნანახია 1 528

მე მწამს! მწამს რომ მოვა დრო და დაბრუნდები, ალბათ ყველა კაცს ყავს ქალი რომელიც ტკივა, მის გახსენებაზე სული უფორიაქდება და მიუხედავად იმისა რომ უკვე დაოჯახდა ჩუმად გულის ერთ კუნჭულში არსებობს ერთი რომელზეც ხანდახან ფიქრობს ხოლმე, ეს იმიტომ რომ მივხვდეთ რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ მე არ ვიქნები ყველა კაცის მსგავსად, მე მწამს რომ მოხდება სასწაული და შენ დაბრუნდები, გახსოვს? გაზაფხულის ერთ წვიმიან დღეს სამების საკათედრო ტაძარში შევაბიჯეთ, იქ ჯვრისწერის პროცესი მიმდინარეობდა და მაშინ დაგპირდი რომ ოდესმე ჩვენც ვიდგებოდით საკურთხევლის წინ, მერე ხატის წინაშე დავიფიცე რო არასოდეს მიგატოვებდი, არც მიმიტოვებიხარ, შენ გადაწყვიტე წასვლა, წახვედი მაგრამ დაბრუნდები, დღეს ფეისბუქზე შენი ახალი ფოტო ვნახე შენს „შეყვარებულთან„ ერთად ხარ, მახსოვს როდესაც შენმა დაქალმა ელენემ პირველად როცა მითხრა რომ შეყვარებული გყავდა ამ ყველაფერმა საშინლად იმოქმედა ჩემზე, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, გავიყინე, ერთხანს ხმას ვერ ვიღებდი, მერე გავბრაზდი, გავბრაზდი და ვფიქრობდი როგორ შეძელი სხვასთან წასვლა, როგორ შეგეძლო ჩემი წილი სითბო სხვისთვის გაგენაწილებინა? მაგრამ ახლა აღარ ვბრაზობ იმიტომ რომ შენ დაბრუნდები, ეხლა ჩვენს მუსიკას ვუსმენ bruno mars- when i was your man გახსოვს ? გეუბნებოდი რომ არასდროს ვიტყოდი ამ სიმღერის ტექსტიდან იმ ნაწილს:
Now my baby's dancing
But she's dancing with another man
თუმცა ეხლა ჩემი პატარა ცეკვავს, მაგრამ ცეკვავს სხვასთან, :( მაგრამ არაუშავს გავა დრო და დამიბრუნდები, და ბოლოს მინდა ერთი ჩემთვის საყვარელი ლექსი დაგიტოვო

დილა გათენდა ისე თავხედი,
რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...
მე გაგიხსენებ, გაგიხსენებ ცამდე აშოლტილს,
როს შენი თმების ცივი სუნთქვა წვავდა სხვა ნიავს.
ცრემლს გადაყლაპავ, მორცხვად მეტყვი რომ ქმარს დაშორდი
და მე გეტყვი რომ ცოლი სულ არ მომიყვანია...
გეტყვი რომ შენი მმეგზურობდა ღამე ზმანება
რომ ჩემს - "შენს ტუჩებს" სხვისი გემო არ უგემია...
რომ შევიძულე გაღიმება ლამაზმანების,
რომ ეს ცხოვრება ზღვა არის და ანუ, გემია,
ის სიყვარული, შეწირული სისხლის მოქცევას,
გულის ფსკერამდე ჩაძირული ღუზის მოგლეჯა...
არ დაუჯერო, როცა ცრემლით ნიშანს მოგცემენ!
რადგან თვალებში ეს ცხოვრება უფრო მოკლე ჩანს
ვიდრე საბელი ბიბლიაში დაბმული ვირის,
ვიდრე გზა შენი ღალატიდან - უფლის ჯვარცმამდე...
ქალაქში სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირი
მოგცემდნენ ჩემში სადღაც სამ ვერცხლს, ალბათ არც მაგდენს...
დილა გათენდა ისე თავხედი,
რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...
ჯანდაბას ყველა უშენობით თვალის გახელა...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
წახვედი როგორც საიდუმლოდ ნათქვამი ჭორი
მზე ჰორიზონტთან შეაბნიე თავის პროტოტიპს
და მე დამტოვე ჯვარცმასა და აღდგომას შორის
წიგნში სანიშნედ ჩადებული ძველი ფოტოთი...



№1  offline წევრი marikuna (1)

Ar vici vinaa es gogo mara darqmunebulj var dagibrundeba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent