წერილი პირველ სიყვარულს
გამარჯობა ამმ... ბოდიში, არ ვიცი როგორ მოგმართო. სიყვარულო? არა, არა. ღმერთო, რა საშინლად ბანალურია. მეგობარო? - ეს კიდევ უფრო დიდი სისულელე.იქნებ რომელიმე თბილი სიტყვა მომეფიქრებინა. რას ვბოდავ... ჯანდაბას, მოდი უცნობს დაგიძახებ. მე ხომ ჯერ არ ვიცი, ვინ ხარ. ესეც ასე, ჩემო "უცნობო" ახლა ალბათ ვერც წარმოიდგენ რამდენად წარმოუდგენელი ცნება ხარ წერილის წერის პროცესში ჩემთვის. სხვის ნათქვამზე ალბათ ირონიულად ჩავიცინებდი, მაგრამ ახლა ვზივარ და სრული სერიოზულობით გწერ შენ, არ არსებულ ფიგურას. თუმცა ალბათ ოდესღაც გამოჩნდები და ჩემს ნაჯღაბნსაც წაიკითხავ. არ მგონია გაგაოცოს იმ ფაქტმა, რომ ცხელი ჩაით სავსე 2 ფინჯანი მიდევს მაგიდაზე და აკვიტებული მელოდიის ფონზე ვკრეფ ასოებს ახლადშექმნილ ფაილში. არც ის გაგაკვირვებს, რომ საკუთარ თავზე მეცინება. იმედი მაქვს შენს გაღიმებასაც მოვახერხებ. ეჭვი არ მეპარება, რომ წერილის გამო არ დამცინებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირად იქნებოდი ამ ე.წ წერილის ადრესატი და ვერანაირად გერქმეოდა "პირველი სიყვარული". ეს ესაა შერლოკის ყურება დავასრულე. ვინ იცის უკვე მერამდენედ. ჩემ გაცნობამდე თუ არ გქონდა ნანახი, დარწმუნებული ვარ ჩემთან ერთად ყურებას დაგაძალებდი და ჩემი არა ადეკვატური ფრაზებით ყველაზე დაძაბულ მომენტებშიც კი მოგგვრიდი სახეზე ღიმილს. რამდენი ფილმი განვიხილეთ ერთად? რამდენჯერ დავეთანხმე შენს არჩევანს? პასუხს დაველოდები. ზუსტად ვიცი Coldplay-ის ყველა სიმღერის ტექსტი დაგაზეპირებინე და ჩემი საშინელი ხმით მუსიკალური კი არა, ყველანაირი სმენა გაგინადგურე. ალბათ რამდენჯერ დაგღალე ქუჩაში დაუსრულებელი ბოდიალით. რა ვქნა, მიყვარს სიარული. განსაკუთრებით გაზაფხულის წვიმაში სეირნობა ჩემს ყურსასმენებთან ერთად. მაგრამ ალბათ უკვე შენთან საუბრი მირჩევნია ნებისმიერ მელოდიას. ხატავ? მე რომ ხატვა შემეძლოს, აუცილებლად დაგხატავდი. მაგრამ თხასავით უნიჭო ვარ. გეცოდინება. ლაპარაკით არ მყოფნის თავის მობეზრება და ახლა ასე გაწამებ. დიდ შარში გაყავი თავი, რას იზამ. ვწერ, ვწერ და საბოლოოდ მაინც ვფიქრობ იარსებებ კი ოდესმე? გამოჩნდები "უცნობო"? წარმოდგენა არ მაქვს. არ მეჩქარება. წერილი მოიცდის. მოიცდის შენს გამოჩენამდე და პირობას გაძლევ შემდეგ აუცილებლად გადმოვა შენს მფლობელობაში. დამშვიდობების დროა, თორემ ჩაი გამიცივდა. ხომ იცი, როგორ არ მიყვარს ეს? გემშვიდობები. სიყვარულით... თუ დაგაბნიეთ, გეტყვით, რომ ადრესატი არ არსებბს ამ ეტაპზე და ოდესმე თუ გამოჩნდა, აუცილებლად წაიკითხავს ჩემს ნაჯღაბნს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.