შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაიმასკო-R-ოვულაცია, ანუ დიდი აფეთქება


25-05-2017, 19:44
ავტორი NiniG-1
ნანახია 2 941

შენ ჩაისახე მაშინ, როცა ჩემმა ფოლეკულმა 22 მილიმეტრს მიაღწია და გასკდა, შენ ჩაისახე დიდი აფეთქების შედეგად, დიდი ხნის მერე მე ისევ წერა გადავწყვიტე და ისევ დავხუჭე თვალები, ასე გაცილებით ადვილია ჩავძვრე საკუთარ თავში და ვხვდები, ცხოვრებაში რისი შეგრძნებაც არასდროს მინდოდა იმის დავიწყებას ვცდილობ, დახუჭული თვალებით გაცილებით მეტის დანახვა შეიძლება. მინდა იცოდე, რომ ეს სამყარო ილუზიაა, მე და შენ, ამ ილუზიის ნაწილი და ღმერთი დიდი ილუზიონისტი. თუმცა ღმერთზე ყველაზე ნაკლებად გესაუბრები ახლა და ზოგადად არ მიყვარს პოლიტიკაზე და რელიგიაზე საუბარი. ერთიც და მეორეც, ჩემი აზრით, უბედური ადამიანების მოგონილი სასაუბრო თემაა, ღმერთზე ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი უღმერთოები საუბრობენ, პოლიტიკაზე - ცხოვრებაში მე დაკარგული ჯოგი, სექსზე - ვეტრეანი ანანისტები, საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს მისტირიან გულზე მჯიღისცემით ომსგაქცეული ყველაზე დიდი ლაჩრები. აქ არიან ყველაზე მორალურად იმპოტენტი მაჩოები და მექსიკურ სერიალში ინტიმური სცენის ყურებისას ორგაზმს მიღწეული მათი დიასახლისი ცოლები. რეალურად არ არსებობს არაფერი ნამდვილი, ყველაზე ნამდვილი, ის სამყაროა რასაც შენ გამოიგონებ. ჩემზე მშობიარობის დროს, დედაჩემს არასწორი ქირურგიული ჩარევის შედეგად მილები დაეკეტა, გავჩნდი მე და მოკვდა ოცნება მეორე შვილზე.მერე ყველაფერი ფრაგმენტულად მახსოვს: მახსოვს მოსკოვის პროექტის ბინა, ჩაი, კარაქიანი პური, ბაღში წვნიანის დიდი დანომრილი ქვაბი, მახსოვს ჩემი პირველი ჩინური კაბა და გერმანული თოჯინა, მახსოვს ჩემი პირველი ძაღლი და ისიც გერმანული „გრაფი“, მახსოვს ბორჯომის პარკი და ფიჭვის საღეჭი რეზინი, ერთადერთი გემო, რაც დამამახსოვრდა ბავშვობიდან, მახსოვს ჩემს ეზოში პროექტორით გაშვებული მულტფილმი და ხო, კიდევ ის მახსოვს, რაც ყველაზე მეტად მიხაროდა - ხალიჩების რეცხვის სეზონი ეზოში, საერთო სახალხო დღესასწაული. 90_იან წლებში გაზრდილი თაობის ყველაზე დიდი და სულის შემძვრელი ატრაქციონი, მახსოვს მეგობარი, ვისთანაც ყოველ ღამე, დილამდე ვსაუბრობდი, ოღონდ არ მახსოვს რაზე. და იყო რაღაცეები რისი დავიწყებაც მინდა, დრო ერთადერთი რამ არის, რასაც არასდროს დავაბრუნებდი. დავაბრუნებდი მხოლოდ ორს : მეგობარს და ცემს გერმანულ ნაგაზს.სიცოცხლე მაშინ შევიგრძენი, როცა აღმოვაჩინე, რომ მე სხვა საუკუნეში გარდაცვლილი ადამიანის რეინკარნაციის ნაყოფი ვარ, სიკვდილის პირველად მაშინ შემეშინდა, როცა პირველი მესტრუაცია მომივიდა და სამამულო ომში, ფრონტის წინა ხაზზე დაჭრილი უსახელო ჯარისკაცივით სისხლისგან ვიცლებოდი. მერე უკვე წლებთან ერთად აღმოვაჩინე, რომ არსებობს სიკვდილის ბევრი გზა, ისეთი, როცა არ დგება სიკვდილი, როგორც შედეგი.მერე მე ვიზრდებოდი და პატარავდებოდნენ საგნები და ადამიანები. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ჰაერი და სივრცე არ მყოფნის, ჩემი ცოტა უცნაური ხასიათის გამო, ხალხს გიჟი რომ არ ვგონებოდი, წერა დავიწყე. ხელი არა, მაგრამ სული შევაწმინდე ლიტერატურას. მერე ჭიშკართან ატუზული ძაღლივით ველოდებოდი შთაგონებას, მერე ლოდინში ვკარგავდი დღეებს, თვეებს, წლებს, მინდოდა რამე ღირებული მეთქვა და აღმოვაჩინე, რომ არაფერი მქონდა სათქმელი. მამაჩემი მეუბნებოდა: „რომ წერო, უნდა გტკიოდესო“ და მე, ახალი ჭრილობების მოლოდინში ვიდექი ერთგული ძაღლივით და ველოდებოდი სხვა სოფელში, დიდი ხევის გადაღმა გასულ, ერთადერთ პატრონს. და ახლა, როცა 30_ს მივაღწიე, ვხვდები, რომ ჩემგან, არასდროს გამოვიდოდა დიდი მწერალი. ამ ასაკში უფრო ამ ასაკში უფრო ობიექტური ხარ საკუთარი შესაძლებლობების შეფასების დროს. ხვდები, რომ ამისთვის, არც ტვინი გყოფნის და არც შთაგონება, ხვდები, რომ შენ ვერასდროს იტყვი ისეთ რამეს, რაც სუნტქვას შეუკრავს, მოკლავს, ან ცხოვრებისკენ მოაბრუნებს სხვა ადამიანს.ერთადერთი, რისი შექმნაც სენ შეგიძლია, შენი მორიგი, ნაგავი ავტოპორტრეტია, ყოველგვარი ლიტერატულური ღირებულების გარეშე. ფეკალური მასა, ბევრ ფეკალურ მასას შორის. ვწერდი ავტოპორტრეტებს, ყოველი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ და ეს უფრო დეპრესიული ფსიხოპატის ყვირილს ჰგავდა, ვიდრე წერას.მტოვებდნენ და ვტოვებდი, მანადგურებდნენ და ვანადგურებდი, იდეალური სიყვარულის მოლოდინში. ხო, მე ერთგული ძაღლივით ველოდებოდი ერთადერთ პატრონს.იყვნენ გამოსირებულები და უფრო, იყვნენ თავზეხელაღებული ქუჩის ბიჭებიც და დედიკოს ბიჭებიც, იყვნენ გამოუსწორებელი რომანტიკოსებიც და დიადი ანანისტებიც. იყვნენ! იყვნენ და...
მერე გავიცანი მამაშენი. მამაშენი, რომელსაც ჩემი უფრო მეტად სჯეროდა ვიდრე მე, საკუთარი თავის და მე ის, ამის გამო შევიყვარე. ჩვენ ვცხოვრობდით ხალხისგან შორს და ხალხის დასანახად. ვაფრიალებდით გრძნობას საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოფენილი საცვალივით. სანამ ერთ დღესაც არ აღმოვაჩინეთ, რომ...მერე მომბეზრდა ყველა მცდელობა თავი ბედნიერად მეგრძნო. მერე ვცხოვრობდით დიდხანს და უბედურად.მერე უფრო ხშირად ვუნდოდი, ვიდრე ვუყვარდი. შენ დიდი სურვილის ნაყოფი ხარ, შენ ჩაისახე მაშინ, როცა ჩემმა ფოლეკულმა 22 მილიმეტრს მიაღწია და ბუხ! გასკდა. შენ ჩაისახე დიდი აფეთქების შედეგად.
-გამარჯობა, მე ტალუ ვარ, დედაშენი, უკანასკნელი მონოგამი, არშემდგარი მწერალი და შენი შემოქმედი. ხო, ყველაზე ნამდვილი სამყარო ისაა, რასაც შენ გამოიგონებ და დახუჭული თვალებით, გაცილებით მეტის დანახვა შეიძლება.

https://www.youtube.com/watch?v=qRiwYEfwqok




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent