შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრაგმენტებად..


28-05-2017, 20:53
ავტორი უცნობი13
ნანახია 1 489

მე მარტო დარჩენილი
ჩემს აივნის კარს ვაღებ და
ზღვის ტალღების ხმას ცარიელ ოთახში ვუშვებ შესავსებად..
წვიმის სუნი და ხმაური ტალღებს ერევა.. საოცარ ჰარმონიას ჰქმნის..
თვალებს ვხუჭავ..
ვიკარგები..

წამების შემდეგ კარზე კაკუნი ისმის..
მე როგორც ყოველთვის
მეზარება ფეხზე ადგომა
და სამყაროში დაბრუნება..

კარს იქით მდგომი ხვდება ჩემს უაზრო ხასიათს..
კარს აღებს და ნელი ნაბიჯებით შემოდის ოთახში..

მიახლოვდება..
მე ჯიუტად ვცდილობ თვალები არ გავახილო..
ის ჩემს ლურჯ თმაში თითებს აცურებს..
მძიმედ სუნთქავს..
ვგრძნობ როგორ ინაცვლებს
ლავიწებზე..
წაწერილ ”ნოემბრისეულს”
ხელს უსვამს და
ტუჩის კუთხეს ტეხს გეფიცებით დახუჭული თვალებითაც კი ვგრძნობ მის მანერას..

ის..
გაუჩერებლად აგრძელებს თითების სრიალს..
ვგრძნობ მის ტუჩებს მხარზე..
ნათითურებს მკერდთან..
არ ჩქარობს..
მისი ყოველი მოძრაობა სამყაროდან მთიშავს..
ჩამეღიმა..

ფრთხილია როგორც ყოველთვის..

წვიმის წვეთებს ჩემს სხეულზე ანაწილებს..
სუნთქვას აჩერებს..

ცდილობს ჩემი გვირილების სუნი შეიგრძნოს და თავის სხეულთან შეინარჩუნოს..

დროის შემდეგ ისევ აგრძელებს ფერებას..
ეუფლება მკერდს და შემდეგ ტუჩებთან ბრუნდება..

ოთახის სიჩუმეს საათის წიკწიკი და მისი გახშირებული სუნთქვა არღვევს..

ვგრძნობ როგორ ვერ იკავებს თავს და ტანიდან გრძელ..
ყვავილებიან კაბას მაშორებს..

ისევ ჩერდება წარწერასთან..
ხელს უსვამს წაწერილ თვეს და
ცრემლები დაუკითხავად მოდის მისი თვალებიდან..

ის ტუჩებს მატოვებს ყელზე..
თითები კისერთან გადააქვს..
და მე.. შიშველს..
უარაფროს..
სხეულზე მიკრავს..

ოთახში სიგარეტისა და მისი სუნამოს სუნი მეფობს..

სურვილია გამოვფხიზლდე და მის უძირო თვალებში ჩავიკარგო..

ვერ ვბედავ..

წამები გადის..
ტალღების ხმა წყდება..
უნებურად ვახელ თვალებს
და სიმარტოვეს ვეჩეხები
დაქცეულ ყავასთან ერთად..

აღარ მაქვს ლავიწზე ”ნოემბრისეული”

აღარც მისი ნათითურებია სხეულზე..

გადაჭრილი ვენებიდან მარტოობა გადმოდის სისხლის მსგავსად და ძველ.. გაყვითლებულ ფურცლებს
ტკივილისფრად ღებავს..

ვიკარგები..
წვიმის მსგავსად ვქრები..
მკერდში საოცარ ტკივილს ვგრძნობ..
მისი ირონიული ხარხარი მესმის..
ვცდილობ აივანზე გავიდე..
გადავხტე..
სამყაროს გავეცალო..

ხელებს ისევ ვგრძნობ მხრებზე..
ვიღაც ცდილობს დამიჭიროს..
შემისწავლოს..
ჩემი შავი თვალები დაისაკუთროს..

საიდანღაც მუსიკა ისმის
ტალღების მსგავსად..
კიდევ შორიდან წვიმაც მოჩანს არ მეტირება..

ხელებს ვატარებ მის სახეზე..
მხრებზე..
ლავიწზე..
ვისაკუთრებ..
მისაკუთრებს..
ჩემთან რჩება ფრაგმემტებად..

გაღებული კარიდან კი ცივი სიო შემოდის..

მეღვიძება..
და
ყველაფერი ქრება..

ისევ ვერ ვიტან მარტოობას..

თბილისის ერთ ერთი ქუჩის
მიყრუებული უბნის
უაივნო სახლში
სიყვარული კვდება..



ბარ ბარე



№1  offline მოდერი bla.ell

Bolo sityvebze ratom ar vici magram damajrialaheart_eyes dzalian momewonakissing_heartheart_eyes

 


№2  offline წევრი Daniela

სიტყვები არ მყოფნის!.....
მომაჯადოვა.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent