შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გლობალიზაციის ნაცრისფერი გემო


30-05-2017, 12:57
ავტორი ke ke
ნანახია 1 656

როდესაც ქუჩაში გავდივარ და ჩემს გარშემო სიცარიელეს ვგრძნობ, სული მეხუთება... არა სიცხისგან, არამედ "ფერმკრთალი" (სულმკვდარი) ადამიანების ხუთმეტრიანი დისტანციისგან..
იმ დისტანციისგან, რომელსაც ზოგი "ხამი" მისი უხამსი თვალებით წამში აქრობს, ზოგი სამათხოვროდ გამოგდებული ბავშვი განწირული ხმით ნაფლეთებად აქცევს და ზოგი ორმოც წელს გადაცილებული ჭორიკანა საქვეყნოდ გამოგაჭენებით შებღალავს (რათა ის ხუთმეტრიანი დისტანციაც აღარ იყოს შენი).
თუ დააკვირდებით:
მუსიკოსები (განსაკუთრებით რესტორნის) სულ ერთსა და იმავე სიმღერებს მღერიან, ერთსა და იმავე მელოდიაზე და რაც მთავარია გრძნობების გარეშე. ცივი მუსიკა მხოლოდ ნაცრისფერ ხალხს მოწონს (აბა სცადეთ კლასიკას მოუსმინოთ..).
მხატვრობა... დარჩა მხოლოდ შთაგონების რაღაც ნამუსრევი და წვალებისთვის რომ არ ღირს ისეთი ფერების გამა....მხოლოდ ხაზის გასმით ვერ შემოვიფარგლებით - რაღაც ღირებული უნდა შეიქმნას...
ჩვენ ვშრებით შინაგანად.. ღობეზე გადაკიდებული კურდღლის ტყავივიით...
ვიკიდებთ.. არა უკვე გვკიდია მომავალი... ჩვენ ვშრებით... ვნაცრისფერდებით...
როცა ამოწურავ სვლებს ცეკვაში.. ხვდები რომ მორჩა... უსასრულობაში ხომ ვერ დარჩები შენი რამოდენიმე საუკეთესო ილეთის გამო... მათი შემსრულებლები უკვე კედელს ამშვენებს და შენ მხოლოდ მიმბაძველი ხარ... ცხოვრების მიმბაძველი... დამპალი ლეში, რომელიც ჭეშმარიტი ადამიანების ნამუსრევს ერთმანეთზე აწებებს საკუთარი ტყავის გადასარჩენად...
ვიღუპებით.. არა უკვე დავიღუპეთ შემოქმედების გარეშე...
ჩვენ - ვისაც შეგვეძლო მთები გადაგვედგა საკუთრი მუზის მოწოლისგან... მხატვარი.. რომელსაც შეეძლო ფრენა თავისი ფანტაზიებით... პოეტი, რომლის სიტყვასაც ერისთვის ელფერი უნდა შეეცვალა და ხრამისგან ეხსნა... კომპოზიტორი, რომლის მუსიკასაც ადამიანის თვითმკვლელობიდან ხსნაც კი უნდა მოსწყურებოდა... ახლა სადღაც მონაცრისფრო-მოცისფრო კაბინეტში ზის და უსაქმურობისა და ოდესღაც წასული მუზების გამო სიგარეტს აბოლებს (სხვა გასართობი ვერ იშვა და გულს აყოლებს...). ყველაფერი "კიდია" იმიტომ რომ მასში არცერთი ფერი არ შერჩენილა... არც ერთი..
და ბავშვები.. ფუნთშა ხელებით რომ დახუჭობანას თამაშობდნენ... სად არიან ბავშვები... სად არის ბუშტები... სადღაა თეატრი... ნაყინი (ნაყინსაც ნაცრისფერი გემო აქვს.. გლობალიზაციის ნაცრისფერი გემო)...
რასაც ჩაგვირთავენ იმაზე ვიცეკვებთ, რადგან ჩვენი სული დაცარიელდა და ახლა ჩვენ მოსიარულე გვამები ვართ... მათგან ვინც სასაფლაოზე განისვენებს მხოლოდ ერთი რამით განვსხვავდებით: მათ სული მთელი ცხოვრების მანძლზე შეინარჩუნეს..



№1  offline მოდერი bla.ell

Dzalian momewonaheart_eyes bravo ❤❤❤

 


№2  offline წევრი ke ke

bla.ell
Dzalian momewonaheart_eyes bravo ❤❤❤

დიდი მადლობა <3 <3 <3

 


№3  offline წევრი Daniela

რეალობა, რომელსაც ყველა გაურბის შენ საოცრად აღწერე. ყოჩაღ!

 


№4  offline წევრი ke ke

Daniela
რეალობა, რომელსაც ყველა გაურბის შენ საოცრად აღწერე. ყოჩაღ!

ნამდვილად :/ მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent