შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი ღმერთს


4-06-2017, 01:30
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 541

ბევრჯერ მიფიქრია, რა ფერისაა ჩემი სული?... ან როგორია? შემიძლია მას შევეხო? ვიგრძნო? ნუთუ სულიც ტვინის ერთ-ერთმა ნეირონმა გამოიგონა? იქნებ, მე მხოლოდ ხილული ვარ და უხილავად არ ვარსებობ? რამდენი ფეთქვა ვარ დარჩენილი? ან მერამდენედ ფეთქავს ჩემი გული მას შემდეგ, რაც პირველად ჩართო წამზომი?! რა იდულია ჩემი სხეული, რამდენ საიდუმლოს იტევს ეს მოლეკულა, რომელიც სრულიად შეუმჩნეველია ამ გალაქტიკაში?! და თუ ეს მოლეკულა ამდენად ამოუცნობია, განა შემიძლია სულის უკვდავებაში ეჭვი შევიტანო? მე ვიცი რომ არსებობს დიადი, რომელმაც იცის, რატომ?! ის მე შემიგრძნობს, ის არის ჟანგბადი, რომელსაც ვსუნთქავ, ის არის წყალი, რომლითაც წყურვილს ვიკლავ, ის არის მზე, რომელიც მათბობს, ის არის მიწა, რომელიც ჩემს სხეულს შეისისხლხორცებს და ის არის გრძნობა, ყოველგვარი..... გეძებ! მჭირდები! თუმცა გზას ვერ ვაგნებ... ლაბირინთში დავიკარგე, სინათლე დავკარგე, ფერებს ვეღარ ვარჩევ და ამიტომ ბნელი ნათელი მგონია, ნათელი კი ბნელი....

არ ვიცი ეს ყველაფერი ჩემში როდის დაიწყო, როდის დავიწყე ჭკნობა, როდის დაიწყო ჩემმა სულმა ჭაობში ჩაძირვა. მე შენ მჭირდები... მინდა როგორც ლაზარე, გააცოცხლო ჩემში იმედი, რწმენა, მიზეზი სიცოცხლისა და თუ ეს ყველაფერი ჩემში არასდოს ყოფილა, მაშინ გვერდიდან არ მომშორდე! არ დამტოვო ჩემს ფიქრებთან მარტო, არ მისცე ჩემს დემონებს უფლება ჩემს თავში იხეტიალონ. სიმშვიდე და სილაღე მინდა უფალო, შენი არსებობა რომ მაძლევს. მჭირდები, ვგრძნობ ყელში მაქვს გაჩხერილი ის მიზეზი, რისგანაც გათავისუფლება მინდა, ვგრძობ როგორ იზრდება, სასუნთქ მილთანაა მობჯენილი და სუნთქვას მიშლის! ვგრძნობ, როგორ დადის ჩემს სხეულში უშენობა, გაივლის და სხეულს მათლის, მაცლის, ასუსტებს რომ მოერიოს და ჩემი უშენობით დამახინჯებული სული უკუნითში დაკარგოს, სადაც ისეთივე სიბნელეა, როგორიც ჩემი სულია. იქ ვერ შემამჩნევ, რადგან სიბნელეში არ გამოვჩნდები. იქ დავიკარგები...

ვხედავ ჩემს სულს, როცა სარკეში ვიხედები, ჩემს თვალებში ეს ისე ნათლად ჩანს, ზოგჯერ მაშინებს.... სარკიდან გოგონა მიყურებს, დაბნეული და წაშლილი.... დაუმთავრებელი ნახატია, მხოლოდ მონახაზია, რომელიც შენ შექმენი და ამ სამყაროში დასვი, რათა ნახატი დაესრულებინა, მაგრამ ცუდი მხატვარი აღმოჩნდა... სულ დაამახინჯა შენი შედევრი. თუმცა თვალები, ვუყურებ გოგონას სარკდან და ვხედავ-მისი თვალებიდან შენ მიყურებ! უყურებ უძღებ შვილს და ბოლოს თვალთაგან ცრემლად გადმოხვალ.... შენ ხარ ნამდვილი და ერთადერთი, შენ ჩემში ხარ და მე შენ გიპოვი! აღარ მინდა ის, რაც მინდა, მე მინდა ის, რაც მიჭირდება... მოდი ჩემთან, უფალო....



№1 სტუმარი Guest Anano

ყველაზე კარგია <3 ყოჩაღ heart_eyes

 


№2  offline მოდერი bla.ell

ამეტირა...ემოციურია საშინლად...აი ბრავო მართლა ძალიან კარგი იყო...არ ვიცი რა გრძნობით და რა მიმიკებით წერსი ამ შედევრს მაგრამ სულის საზღვრებს ეხებაheart_eyes

 


№3  offline მოდერი MoonDaughter

დიდი მადლობა, ყველას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent