მოგონებები
ყველა ადამიანი თან დაატარებს უხილავ კალამს, რათა თავისი კვალი დატოვოს სხვის გონებაში. ავსებს ცარიელ ფურცლებს, მოგონებების უწყვეტ ჯაჭვს წერს. ამ კალმის დამსახურებაა, ჩვენგან წასული ადამიანები აბსტრაქტულად მაინც რომ რჩებიან. როგორც არ უნდა მოინდომონ, მაინც ვერ გააღწევენ ქვეცნობიერის კედლებიდან. ადამიანები მიდიან, მაგრამ ჩნდება მოგონებების ათასობით დასტა, ტვინის ნაოჭებში სამუდამოდ ჩაბეჭდილი. თან რა უცნაურია, ყველას განსხვავებული ხელწერა რომ აქვს. ზოგიერთი ჯღაბნის, მაგრამ ეს ნაჯღაბნიც ზოგჯერ ძვირფასი ხდება. ხანდახან, მარტოობის სიცარიელე ხელს რომ ჩამკიდებს, ჩემი თავიც ცარიელი მგონია. ამ დროს უბრალოდ ვზივარ და მოგონებების ჯაჭვს ვეჭიდები, თითქოს ხავსია და მისგან შველას ველი. მერე ვხვდები რომ აზრი არ აქვს და მინდება ყველაფერი გავანადგურო, რაც უხილავ კალამს დაუტოვებია. ნაკუწებად ვაქციო და ნაგვის ურნაში გადავაგდო თითოეული სიტყვა. ყველას აქვს ისეთი ფილმი, რომელიც მილიონჯერ მაინც უნახავს. მეც ბევრჯერ ვახვევ კადრებს, მივდივარ თვეებით, კვირებით უკან. ვუყურებ უკვე გახუნებულ მოგონებებს და მეცინება. ისე, როგორც შეიძლება გაიცინოს იმედგაცრუებულმა ადამიანმა. უცნაურია არა? მიდიან და მაინც რჩებიან, აბსტრაქტულად. ეს ყველაფერი ხანმოკლე სიზმარს ჰგავს. ცოტა ხანი ვმოგზაურობთ ირეალურ სამყაროში. მერე ყველაფერი იცვლება, ვიღვიძებთ და ვუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას. დღეები უფერული ხდება. ქვეცნობიერი მზის გულზე დაგდებულ ყუთს ემსგავსება, რომელიც სავსეა ხარახურით, უსარგებლო ნივთებით. მეც უდაბნოს ვემსგავსები, ვცარიელდები... -------- ეძღვნებათ "მეგობრებს". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.