შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაური არ მინდა რომ ჰქონდეს...


6-06-2017, 00:48
ავტორი bla.ell
ნანახია 1 815

საზღვრებს იქით დაკარგული ცრემლებია...უმოძრაო სხეული...
არეული ფიქრები და ჭრიალა ეტლი...ბავშვური ადამიანობა...
ერთი ცრემლი...ორი...სამი...
რეალური სისუსტე სხეულზე...როცა ვერ გრძნობ ან უბრალოდ გესმის მაგრამ,პასუხს ვერ სცემ ისე რომ გაიგონ...გაიგონ შენი ტკივილი,გრძნობა...როცა არავინ გისმენს და ფურცელსაც ვერ უამბობ შენს ემოციებს რადგან ვერ გრძნობ ხელებს...მხოლოდ სუნთქვას უსმენ...როცა ცრემლების მოწმენდა გინდა,რომლებიც ყელისკენ მიღოღავენ და მკერდისკენ იკვლევენ გზას,მაისურის ნაჭერს რომ აეკრობიან და აშრებიან...მათი მოშორება რომ არ შეგიძლია დროულად...არ შეგიძლია უთხრა "მიყვარხარ" უთხრა ადამიანს და ჩაეხუტო...არ შეგიძლია გაებუტო მერე კი ნეკა თითი გაუწოდო შესარიგებლად...ვერ აკოცებ პირველად...ვერ შეიგრძნობ იმ ცხელ ტალღას რომელიც უნდა შეგეგრძნო წესით...როცა ვერ ხვდები რატომ ინება ღმერთმა შენი გაჩენა...ან საერთოდაც ღმერთის არსებობას ვერ ხვდები...როცა არ შეგიძლია გადაიხადო საბანი სიცხისგან მოსვენება დაკარგულმა...როცა არ შეგიძლია გაექცე ძაღლებს რომლებიც მოგსდევენ...ან საერთოდ გაიქცე...სადმე...შორს სადაც ტკივილები არ იარსებებს...არც ცრემლები...არც ეტლი...ახლაც...ადგომა შეუძლებელია და ისევ ტკივილებს კურნავ...საზგვრები კი შენთვის უცნობია...რადგან შეგრძნებაა არარსებული...რატომ...არ მესმის...
-ანგელოზის გზას ვერ მიმასწავლით?!
-აი იქით ეტლშია...
-უკაცრავად მგონი რაღაც გეშლებათ...ანგელოზი ვიკითზე
-არა სწორად გავიგე...ეტლშია...აი იქით...
-გმადლობ...
ჰო...ისინი მიწაზე არიან...და თვალს გვადევნებენ უცოდველი თვალებით...რომლებსაც უნდათ რომ შეიგრძნონ წამი თავისუფლების...შეიგრძნონ წვიმა...კოცნა...გულის პულსის დარღვევა...კანკალი...ადამიანობა...ადამიანობა შეიგრძნონ!შეიგრძნონ კაიფი...აი ისეთი მთელი ცხორება რომ დაავიწყოთ და იცხოვრონ რამდენიმე წუთით ბედნიერად...რამდენიმე წუთი მაინც...აქ სიყვარულია...უკვე აღარაფერს ელი...მოსალოდნელია "მარა"...
მხოლოდ სიკვდილია შენი ოცნება,მჰჰ...ფიქრი თუ არ კმარა...



№1 სტუმარი l,m not sick

,,მხოლოდ სიკვდილია შენი ოცნება"
მომეწონა
და ეს
სულ მემახსოვრობა...

 


№2 სტუმარი Guest bella

Zalian shegrdznebadi iyo. Momewona❤

 


№3  offline წევრი stranger9

ემოცია გოგო ხარ ❤️სასწაული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent