ამბობენ წერა რაღაცის გაბედვას ნიშნავსო...
ამბობენ წერა რაღაცის გაბედვას ნიშნავსო... როცა წერ ამით შენს შინაგან მეს თავისუფლებას ანიჭებო... ხო და მეც ვწეერ... ვცდილობ ტკივილს გასაქანი მივცე და დაუსრულებლად ვწერო შეგრძნებებზე რომელიც სულს მიწამლავს და მახჩობს... მინდა ამით მაინც დავცალო... ამოვიღო სულიდან და გულიდან... მაგრამ აღარაფერი მშველის... უბრალოდ ვწევარ გაშეშებული და ტკივილს ვეღარ ვეწინააღმდეგები... თითოეული უჯრედი მოიცვა იმედგაცრუებამ... მტკივააააა... აუტანლად მტკივა და ვგრძნობ როგორ მინაწევრდება სული... როგორ იხლიჩება ათას ნაწილებად... როგორ იმსხვრევა თითო-თითოდ შემონახული ოცნებები და როგორ მიყოლებს მეც მის ნამსხვრევებში... ძალა კი არ მაქვს მათ თავი დავაღწიო... ვწევარ ოთხად მოკეცილი და ვუსმენ ჩემი სამყაროს განადგურებელ ყვირილს... ვგრძნობ შინაგანად როგორ ვიმსხვრევი... ყვირილი მინდა... მთელი ხმიიით... მთელი შეგრძნებებით... მინდა მოვიკრიბო უკანასკნელი ძალები და უბრალოდ დავიცალო... მანამდე არ გავჩერდე სანამ ხმა არ წამერთმევა და იოგები არ გადამეხლიჩება... მაგრამ ძალა აღარ მაქვს... ისევ არაქათ გამოცლილი ვგდივარ... დამაცარიელეს... გამანადგურეს... საბოლოოდ ჩამკლეს უფალო... ვიცი დრო შეცვლის ყველაფერს... გააყუჩებს... უბრალოდ დროს სჭირდება დრო... მაგრამ ეხლა?! ეხლა ხომ ამის ცოდნა არაფერს ცვლის... ეს არ მიყუჩებს სუუულს... არ მიმსვიდებს მწყობრიდან გამოსულ გულს... დავიღალე... იმდენად დავიღალე რომ სუნთქვაც აღარ შემიძლია... სული მეწვის უფალო... მიშველე თორემ შევიშლები... უკვე ვბოდავ კიდეც... სად ხარ?! გესმის ჩემი?! რატომ ვეღარ გგრძნობ?! წახვედი?! წახვედი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.