თურმე სიზმარი არ ყოფილა
,,თურმე სიზმარი არ ყოფილა“ ხო, თურმე სიზმარი არ ყოფილა, განა ჩემი ცხოვრება, როგორ შეიძლება სიზმარი ყოფილიყო? ეს რეალობა იყო: ჩემი შეცდომები, გასაჭირი, ბრჭყვიალა წუთები... კი მაგრამ, როდის იყო ბრჭყვიალა წუთები? მაშინ როდესაც საროსკიპოდან წამოსული მეძავის სხეულს ვხატავდი თუ მაშინ, როდესაც ჟანა გავიცანი? ჩემს სული არ ყოფილა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, არც საფრანგეთი, არც ვენეცია, არც ჩემი სახლი... დიახ, არაფერი ყოფილა აკვარელივით ფერადი... დიახ, მე ამადეო მოდილიანი ვარ... -ჯონ, როგორც ყოველთვის...- და თეთრ უნიფორმაში გამოწყობილმა ბიჭმა, მოწითალო სითხით გამივსო ჭიქა. აი, ესაა ჩემი ცხოვრება... სასმელი ჩემი შინაგანი სამყაროა, გარე სამყარო სადღა დაიკარგა? ამ ჭიქის მეშვეობთ ვიძირები შავ-ბნელ ოკეანეში, საკუთარ მეშიც... მხატვრებო, ხმა მომაწვდინეთ! -პიკასო, როგორ ფიქრობ, ამ სახლის მეპატრონეც გამაგდებს აქედან? -თუ სხვა გზა არ გექნება, ეს არ დაკარგო...-მანიშნა ნახატზე. და დაიკარგა, დაიკარგა ბევრი ქალი, ჟანას ლამაზი ნაკვთები... გალიაში ვარ გამომწყვედიული მიშველეთ... არ მაფასებენ, არა... პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც მუშაობა შემიძლია... ...და შემიძლია ლუქსემბურგის სკვერში უფასო სკამზე დავსხდეთ მე და ჟანა... ჟანა, ჟანა, ჟანა... ,,- რატომ არის რომ შენს პორტრეტზე მხოლოდ ცალი თვალი მაქვს ?-მითხრა სიურვაჟმა. - იმიტომ, რომ შენ ცალი თვალით უყურებ ქვეყანას. მეორე თვალით საკუთარ თავში იხედები.“ გაიგეთ ხალხნო, როცა შევიცნობ სულს, მაშინ დავხატავ თქვენს თვალებს! კალამს ვიღებ ვაგდებ, ქანდაკებას ვუყურებ თვალს ვარიდებ, ფუნჯს ვიღებ და... ფუნს ვიღებ და დრო ჩერდება, ვიკარგები, ვიძირები, დავფრინავ... რა საამო სურნელი აქვს საღებავს... რაღაცის თუ ვიღაცის სურნელს მაგონებს... სიზმარის სურნელს, რომელიც ცხადია, რეალურია... ვდებ ფერებში მოცეკვავე ფუნჯს... სურნელიც, სადღაც ქრება... -მოდისთან - ამ სახელთან არაფერი გაქვს საერთო, შენ ძალიან გიყვარს ადამიანები... -ამას თქვენ წყვეტთ, მოდი დემონს ნიშნავს... -შენ სულაც არ ხარ დემონი! უკან გავბრუნდი, ფუნჯი ავიღე, მოლბერტს შევხედა და... ოცდათხუთმეტი, ოცდათხუთმეტი, ოცდათხუთმეტი... აღარ ვარ ჩემს სახლში, აღარ ვარ ვენეციაში, აღარ ვარ ღამის პარიზში... მე - ამადეო მოდილიანი იმ ქვეყნად ვარ ოცდათხუტმეტი წლისა... თურმე სიზმარი არ ყოფილა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.