you’re my favorite color.
'მისი ცხოვრება ქარია-რომლის მიმართულებასაც ვერავინ გაიგებს,ჩემს გარდა. ნაზია.-იმის მიუხედავად,რომ ცდილობს დამალოს. ამიტომ ვიცი,რომ არ შეიძლება ვატკინო. მან შეძლო მისდაუნებურად ჩემი ჩამონგრეული სხეული აეწყო. მერე შევიდა დ'დაიწყო ცხოვრება ჩემში. -არაფერია სამუდამო.-მიმეორებს მეგობარი. -ხო,არც ჩვენ.-ვუღიმი. თავი მეგობრის კალთაში მიდევს და გაუჩერებლად ვლაპარაკობ მასზე. თვალებს ვხუჭავ დ'წარმოვიდგენ როგორ დადის ჩემი სხეულის ოთახებში დ'როგორ იღიმის. მეუბნება,რომ ღიმილს მივაჩვიე,მე კი ყოველ წამს შემიძლია შევახსენო როგორ უხდება. გაუჩერებლად შემიძლია ყველაფერზე ვიეჭვიანო,არ ვიცი რამდენად მოსწონს მაგრამ უწევს. მხოლოდ ის შემიძლია ვუთხრა,რომ ცხოვრებამ მოიტანა. ახლა ჩემი დღეები მასთან ერთად გადის დ'ეს არის ყველაზე დიდი სიმშვიდე. არ ვაპირებ გაშვებას. -როცა მისგან წამოხვალ? -ამაზე არ ვილაპარაკოთ,ჯერ. -ყველაფერი შეიძლება მოხდეს. -“მთელი ქვეყანა რომ წყალმა წაიღოს,იხვისთვის რა მნიშვნელობა აქვს?”-ვუღიმი. ყურსასმენს ვიკეთებ დ'ყველაფერი მის გარშემო იწყებს ბრუნვას. არის რაღაცეები რაზეც გინდა,მაგრამ ვერ წერ. i think,that it is our own universe,where my air is your kiss. now,i’m here and you’re my favorite color. you’re my favorite color. you’re my blue.' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.