შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული სიყვარული


20-06-2017, 23:09
ავტორი Unrecognizable
ნანახია 1 990

ისევ ჩეულებრივი დილა გათენდა... ჩვეულებრივი, განსაკუთრებული არაფრით. არც ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ, არც სიბრალულს.
ნაცნობზე ვფიქრობ. ნაცნობზე, რომელიც შორიახლოს ზის და სულაც არ ცდილობს თვალი თვალში გამიყაროს. რა რთულია, როდესაც შენ შენი ფიქრებით გარშემორტყმული მის გარდა ვერავის ამჩნევ. არ გიყურებს... არ აინტერესებ. ან იქნებ აინტერესებ და უბრალოდ თავს გარიდებს. ჩემთვის ამოუცნობია და ეს იდუმალება შიგნიდან მანადგურებს, მღრღნის. ყოველ დღე ერთი და იგივე აზრებით შეპყრობილი, ერთსა და იმავე სიტუაციაში მყოფი გამოსავალს ვერ ვპოულობ. ჩემს თავს არ ვუტყდები, თუმცა ვხვდები, რომ ის ხდება, რაც არ უნდა მომხდრიყო. წლების წინ დაბადებული იმ გრძნობების აღდგენას ვცდილობ, რომელიც წარსულში თავად გავაქრე, გავანადგურე. რა ახლოს ვართ ერთმანეთთან, თუმცა საოცარდ შორს, სხვადასხვა სამყაროში. მას ალბათ ისევ სხვა უყვარს, ვფიქრობ და ამ აზრს თავიდან ვერ ვიგდებ. ვიქნებოდით ერთად, მაგრამ ჩემი ჩახუტების დროს, ჩემი სიახლოვის დროს მისთვის ისევ "სხვა" ვიქნებოდი და არა მე. რა რთულია! რთულია, როდესაც მეგობრობის ხაზი მთლიანად წაშლილია და ფლირტის გარდა სხვა არაფერი არსებობს. არჩევანი ორია: ან ვიქნებით ერთად ცალმხრივი ან ორმხრივი სიყვარულით სავსენი, ან ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს. წარმოვიდგენ, როგორ ამბობს უარს ჩემზე და თვალები ცრემლებით მევსება. ცრემლები ლოყებზე მედინება და უმისამართოდ ქრებიან. ისინი უმისამართოდ მიედინებიან და სადღაც შრებიან. მე მისამართი ვიცი, თუმცა ვერ ვბედავ მისვლას და ყველაფრის თქმას. რამდენი ხანი მომიწევს ამ ყველაფრის დამალვა? ალბათ სამუდამოდ. ალბათ გამყვება ეს გრძნობა მაშინ, როცა ის ჩემგან კილომეტრებით შორს იქნება. რა ახლოს არის ჩემთან, მაგრამ როგორ შორს. ამინდი უცლელია, ჩემი ხასათი ბუნებას დაეტყო და მასთან ერთად ვტირი მეც. ვტირი და ვიცი, რომ ჩემი ტკივილი, რომლის აღიარებაც თვეების განმალობაში არ მინოდა სიყვარული ჰქვია.
ვიცი, რომ ადამიანი, რომელსაც ეს სახელი ვუწოდე არ შემიყვრებს ალბათ არასდროს.
ვიცი, რომ შემიყვარდა ის, ვინც არ უნდა შემყვარებოდა და ვერ ვუმხელ ვერავის.
ეს სიყვარული, კი იმით იქნება საინტერესო, რომ აკრძალულია და ეს სიყვარული ჩემია.



№1  offline წევრი მარიამი )))

არ ვიცი რა გითხრა მეგონა ჩემს თავზე ვკითხუპობდი :-( რა ვქნათ ეს ყოფილა ჩვენი ბედი და მოვუფრთხიპდეთ და ავაყვავოთ ჩვენში ეს გრძნობა მერე რა რო არ ვუყვარვართ სიყვარული რაღაცის მოლოდინი ხო არაა მარტო ამოუცნობია და დავტკბედ ამით იმ ტკივილითაც რომელსაც ის გვაყენებს მივიღოთ სიამოვნება რადგან ცოცხლები ვართ და შეფრძნება შეგვილია :-( მესმის სიტყვა აკრძალული და შეუძლებელი რაცა ასე რო მესმის შენი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent