შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რთულია წარსულის კარების მიხურვა


23-03-2016, 16:03
ავტორი Kristy
ნანახია 2 077

რთულია წარსულის კარების მიხურვა,
როცა გული ნიღბავს წამის გამოძახილს
და თუ სასიკვდილო შემოგაწვა ურვა,
უნდა შეუერთო ეს ხმა სულის ძახილს!

სამყაროს ჩუმ ფეთქვას ვიგრძნობთ მე და მიწა,
ვერ ვცვლი უდროობის მტკივნეულ მარწუხებს
და რადგან აღარ წყვეტს ბრუნვას დედამიწა,
მივყვები გრძნობების უმიზნო მარშუტებს!

მესმის გულის ძგერა წუთში როგორ დნება
და კვლავ აკორდებად მექცა დრო და გზნება,
რადგან სიყვარულში ზოგჯერ ასეც ხდება:
გრძნობა იღვიძებს და რიდი სადღაც ქრება!

ცხოვრების ფანდების შეცნობას ვიჩემებ,
ვცდილობ ნაკვალევი არ შემეტყოს წლების
და თუ წამიერად სიყვარულს ვიგემებ,
ვივიწყებ სურვილებს არეული გზების!

გრძნობების კვალდალვალ ხეტიალს უარვყოფ,
რადგან უცნაურად იღიმება წამი
და კვლავ უნებურად გრძნობებს ორ ჯგუფად ვყოფ,
როცა იფანტება ადრეული ნამი!

ისევ იხატება გულში ჰარმონია,
როცა მიამიტად შემოვივლი ქუჩებს,
ამბის ფიასკოა ჩემი იდილია
და ძველი სიტყვები შეაშრა მკაცრ ტუჩებს!

წამი სამრეკლოდან გასცემს საიდუმლოს,
რომ ჩემი გრძნობები შემოვდე თაროზე
და რომ მოჩვენების ვალი გაისტუმროს,
დუმილს ამჯობინებს წამოწყებულ ომზე!

მარქმევ გენილაურს, როცა თავად ხვდები,
ჩემით არ იწყება რითმის აგონია,
გრძნობის წარმოსახვის შეჯიბრს ელოდები
და კვლავ გეფანტება წამის ჰარმონია!

ქალები ქალებზე ბევრ რამეს მივხვდებით,
როცა თქვენ გერევათ, კაცებო, ფერები
და თუ უცნაურად, ფარულად ვიცვლებით,
ვიცით, რომ ნუგეშად გვეზრდება ერები!



№1 სტუმარი Magda

აი, ძაან მაგარია. ყოჩაღ რაა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ოჰო, ძველი დრო გამახსენდა love გენიალურია

 


№3 სტუმარი Gio

ძალიან მაგარი ლექსია, მაგრა მომეწონაგ

 


№4 სტუმარი Nini

დიდებული ლექსია, ერთერთი საუკეთესო

 


№5 სტუმარი Firestorm

ნამდვილად რთულია მაგ კარების დახურვა, მაგრამ თუ დასახურია უნდა დახურო
საუცხოო ლექსია ყველანაირად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent