შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ნახატი ხარ დახეული!


22-06-2017, 01:15
ავტორი bla.ell
ნანახია 2 267

შენ!
მხოლოდ შენ...
ნახატი ხარ დახეული,
ცრემლები დათხაპნილ
ფერად,აკუარელად ქცეული
მოგდის...ასველებ ფურცლებს...
ვერაფერს ამბობ,შენ ხომ
გრძნობა ხარ...საუბარი არ შეგიძლია...
სურვილი ხარ...დაუოკებელი,
ვერ გამოხატული სურვილი ხარ ნახატად ქცეული,ფურცელზე ან რაიმე მატერიაზე,უბრალოდ ან ბრალიანად მიხატული...ნახატი ხარ რომლისაც მხოლოდ ავტორს ესმის...სხვა მხოლოდ უყურებს და სხვა რამეს ხედავს...შენ სხვა ხარ სხვისთვის ჩემთვის კი ჩემი გრძნობები და ფიქრები ხარ...ვერ გამოხატული ვერ წარმოთქმული...ვერ ახსნილი...ცრემლიანი ნახატი ხარ უსულოდ დანთხეული...არაფერი არ შეგიძლია იმის გარდა რაც მიგახატე...შენ ხარ წარსული,აწმყო და მომავალიც...ფიქრის წამიერი გაელვება ხარ თუ მოგასწარი და მიგახატე...გარყვნილებაც ხარ და უმანკოებაც...სუფთაც ხარ და ბინძურიც...ჩემთვის ყველა ფერი ხარ...სხვისთვის?!არვიცი...შენ ხომ მხოლოდ ჩემი ხარ...არც ისე ლამაზი მაგრამ სულიერებით სავსე გრძნობებით გამოტენილი და ფიქრებით გამოფიტული გამოსხივება უბრალო ტილოზე...ან...ან თუნდაც ერთ უბრალო ფარფატა ფურცელზე...თეთრ "სხეულზე" მიხატულო უცნაურო უსულო არსებავ...ჩემო საარსებო წყაროვ...ვიცი ისევ ვერ გაგიგებენ...ვიცი ვერც მე გამიგებენ...ისევ ცრემლევად დავიღვრები,ისევ გავაშიშვლებ გრძნობებს და ნახატად გაქცევ...ისევ შეგქმნი...მე არ ვარ ავადმყოფი...არც ფსიქოპატი,გიჟი შეშლილი...ავადმყოფური მხოლოდ შენ მჭირხარ გიჟურიც,შეშლილიც და ფსიქოპატურიც...
შენ!
მხოლოდ შენ....



№1  offline წევრი stranger9

საოცრება ხარ შენს ნახატებთან ერთად!

 


№2 სტუმარი A

Saswaulad kargi iyo...yelshi ise momawva burti sadacaa avtirdebiii...

 


მომწონს, ძალიან მომწონს... <3

 


№4 სტუმარი l ,m not sick

გამომრჩენიაა
კიდევ კარგი რომ ვნახეე
,,ვიცი ვერც მე გამიგებენ...ისევ ცრემლევად დავიღვრები,ისევ გავაშიშვლებ გრძნობებს და ნახატად გაქცევ...ისევ შეგქმნი...მე არ ვარ ავადმყოფი...არც ფსიქოპატი,გიჟი შეშლილი...ავადმყოფური მხოლოდ შენ მჭირხარ გიჟურიც,შეშლილიც და ფსიქოპატურიც...
შენ!
მხოლოდ შენ...."
გეფიცებიი
გეფიცები ამაზე ცოტა მაკლდა და ვიტირებდი...
გავგიჟდი
როგორ მომეწონა
როგორი ჩემებური იყო
ელ❤

 


№5  offline მოდერი bla.ell

l ,m not sick
გამომრჩენიაა
კიდევ კარგი რომ ვნახეე
,,ვიცი ვერც მე გამიგებენ...ისევ ცრემლევად დავიღვრები,ისევ გავაშიშვლებ გრძნობებს და ნახატად გაქცევ...ისევ შეგქმნი...მე არ ვარ ავადმყოფი...არც ფსიქოპატი,გიჟი შეშლილი...ავადმყოფური მხოლოდ შენ მჭირხარ გიჟურიც,შეშლილიც და ფსიქოპატურიც...
შენ!
მხოლოდ შენ...."
გეფიცებიი
გეფიცები ამაზე ცოტა მაკლდა და ვიტირებდი...
გავგიჟდი
როგორ მომეწონა
როგორი ჩემებური იყო
ელ❤

მომენატრა ჩემი ნაწერები და მათთან ერთად შენი კომენტარები უცნობო და თითქოს ახლო ადამიანო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent