შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუნებაც კი არ არის იდეალური და შენ როგორ ხარ ?


27-06-2017, 14:46
ავტორი Mariam.Kits
ნანახია 1 622

არასდროს გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ არის, რომ როდესაც ტყეში ვსეირნობთ და ვხედავთ ბებერ ხეებს, რომლებსაც ხავსი მოსდებიათ, რომლებსაც ფესვები უკვე მიწიდან ამოსდით, ან რომლის ფოთლებიც უკვე შემოდგომისთვის ემზადებიან და იწყებენ ფოთოლცვენას, არასდროს ვაქცევთ ამას ყურადღებას.რატომ არ ავღვიქვამთ ამას როგორც ნაკლს ? რატომ არ ვუფიქრდებით იმას, რომ ეს ხე შეიძლება ყოფილიყო უფრო მაღალი, ტანადი, მეტი ფოთლით და ყვავილით.. ესეც ხომ ლამაზი იქნებოდა ? მაგრამ ჩვენ ესეთი აზრი არასდროს გვიჩნდება, ჩვენ არასდროს ვუფიქრდებით იმას, რომ ბუნება არარის იდეალური, რადგან ჩვენ მოგვწონს ის ისეთი როგორიც არის.. რა იქნება რომ ესეთი დამოკიდებულება ადამიანებთანაც გვქონდეს ? რატომ არ შეგვიძლია ადამიანის ნაკლი აღვიქვათ როგორც მისი გამორჩეულობა, რადგან ზუსტად ის ნაკლი გამოარჩევს მას სხვისგან და ხდის განსაკუთრებულს, ინდივიდუალურს. იდეალური ადამიანი ვერ მიგიზიდავთ ისე, როგორც ის, რომელსაც რაღაც ნაკლი აქვს. თქვენვე გაიხსენეთ, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანს რომ იდეალურად სიმეტრიული სახე და სხეული ჰქონოდა, იგი უბრალოდ ვერ იარსებებდა.
ალბათ, ყველამ იცის მსახიობი ედრიან ბროუდი.. მას არ აქვს იდეალური გარეგნობა. მას აქვს დიდი ცხვირი, არ აქვს მსხვილი ტუჩები, მის თმებს უკვე ჭაღარაც შემოერია, მაგრამ მე იმდენად მსიამოვნებს მისი ყურება, რომ არც კი ვუფიქრდები იმას, რომ ის არარის იდეალური. მე უბრალოდ ვტკბები მისით ისეთით, როგორიც არის. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ შევადარებთ ადამიანის გარეგნულ ნაკლებს და მის შინაგან "მე"-ს, გარეგნულ ნაკლებს არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნებათ, რადგან ადამიანში ყოველთვის ფასობდა, ფასობს და დაფასდება კიდეც შინაგანი სამყარო. მთავარი ისაა თუ რა მხრით წარმოაჩენ შენს ნაკლს და როგორ დაანახებ მას სხვას. დამიჯერეთ, ვერც ერთი ლამაზმანი ცარიელი თვალებით და გონებით, ვერ შეედრება ჩვეულებრივი გარეგნობის ადამიანს ქარიზმით. სისულელეა გინდოდეს იყო სრულყოფილი ჩაცმულობაში, სახის ნაკვთებსა თუ აღნაგობაში, ხატვაში, ცეკვაში, სიმღერასა და სხვა საქმიანობებსა თუ თვისებებში. იდეალური არავინ იყო, არავინ არის და არავინ იქნება, რადგან ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი ნაკლი, რომელიც (როგორც ვთქვი) გამოარჩევს სხვისგან.
რუსებს გამოთქმა აქვთ ერთი ასეთი “По одежке всречают, по уму провожают“. ქართულად ასე გადმოითარგმნება - ტანსაცმლით ხვდებიან, გონებით კი აცილებენო. რა თქმა უნდა, თუ ადამიანის გარეგნობით არ მოვიხიბლეთ, არც მისი სულიერი ბუნების გაცნობა მოგვინდება. ეგ ბუნებრივია და რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ''მე არასდროს ვაქცევ ადამიანის გარეგნობას ყურადღებას'', მაინც ეგრე იქნება. საკმარისია ჩაიცვათ სუფთა ტანისამოსი, გქონდეთ შეძლებისამებრ მოვლილი ფრჩხილები და დაიცვათ ჰიგიენა, რომ ადამიანს ესიამოვნოს თქვენთან ურთიერთობა... უბრალოდ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გააცნობ და წარმოაჩენ თავს სხვასთან...
ბევრჯერ შემხვედრია ადამიანები, რომლებსაც თითი გაუშვერიათ ჩემს ნაკლზე და ჩემი დამცირების მცდელობაც ჰქონიათ. მე არასდროს მესმოდა ასეთი ხალხის. მე თუ ადამიანში რამე არ მომწონს, 500ჯერ ვიფიქრებ იმაზე თუ როგორ ვუთხრა მას ისე, რომ არ ეწყინოს ან თუ არის საერთოდ ამის თქმა საჭირო და გაჩუმება ხომ არ სჯობს... უბრალოდ ყველასთან ერთი თხოვნა მექნებოდა, იყავით თბილები ერთმანეთის მიმართ, გამოხატეთ ყველა თქვენი გრძნობა და არ შეგეშინდეთ რაღაც დაბრკოლებების, პატივი ეცით ერთმანეთს და ერთმანეთის აზრს და ნუ ცდილობთ დაამციროთ ერთმანეთი უაზრო კომენტარებით, რადგან ყველაზე მეტად სიტყვებს შეუძლიათ ადამიანის გულის ტკენა. ყველას გეცოდინებათ იგავი ''ენით დაკოდილი''. ნუ მისცემთ თავს უფლებას შეასრულოთ "ცოლის" როლი ცხოვრებაში. ეგ ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ.
დიდი სიყვარულით მარიამ'ი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent