შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არსებობა


30-06-2017, 21:13
ავტორი L LI
ნანახია 1 432

ხანდახან ეჭვი მეპარება ჩემს არსებობაში. თავს ვაჯერებ, რომ ხანგრძლივი სიზმრის მონაწილე ვარ, დაუსრულებლად დავბორიალებ ვიღაცის წარმოსახვაში. უკვე აღარ ვიცი რა არის რეალური. თუ ეს ყველაფერი სიზმარია, მინდა მალევე გამომაფხიზლონ. დაე ყველაფერს აეხადოს ფარდა...

ბოლო დროს უცნაური ჩვევა ამეკვიატა. თვალს ვახელ და მინდება დანახული გამოსახულება მილიარდ ნაწილაკად დავშალო, მერე ისევ ავკინძო. თითქოს მინდა გავიგო როგორაა აწყობილი არსებობის მექანიზმი. დავითვალო მისი თითოეული წვრილმანი, თუ საჭირო იქნება მოვუშვა ჭანჭიკები და გავფანტო ნაწილაკები, ბაბუაწვერასავით. ასე პატარა ბავშვები იქცევიან ხოლმე. სათამაშოს შლიან, რათა გაიგონ რა დევს მის შიგნით. ხელმოცარულებს ხელში მხოლოდ პლასტმასი ან რკინის უბრალო ნაჭრები რჩებათ ხოლმე.

ალბათ ცხოვრების ბოლომდე ბავშვად დავრჩები. არამგონია ოდესმე შევეშვა უსარგებლო ცნობისმოყვარეობას, რომელიც იმედს გამიცრუებს, ვერასდროს გამცემს კითხვებზე პასუხს. ვივლი იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან ფანჯრიდან გავიხედავ, დავინახავ ხეებს, მთებს, ქუჩაში მორბენალ ბავშვებს, მოსეირნე მოხუცებს, ახალგაზრდებს და არ დავეჭვდები მის არსებობაში. გავიგონებ ჩიტების ჭიკჭიკს, ბავშვების კისკისს და ვიტყვი, რომ უბრალოდ არ დამინახავს ან გამიგონია, ემოციები ტყუილად არ მოდის. რადგან მე მესმის, ვხედავ, ესეიგი შევიცნობ. ესეიგი მე ვარსებობ...



№1  offline მოდერი bla.ell

როგორ ვარ იცი მგონია რო ჩემს სულიერებას ამჟღავმებ ...იმდენად ახლოსაა შენი ყველა ჩანახატი ჩემთააან რომ ხანდახან მგონია რომ ალტერეეგოხარ..უკარგესი ხარ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent