შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც უფრო ახლოს ხარ...


30-06-2017, 21:45
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 922

ყველაფერი გაიყინა. შავი ფერი არც მე მტოვებს, არც ჩემს გულს...
თითქოს აღარავინ დარჩა-მეთქი, ვფიქრობ და ეულად აშოტილ ხეებს ვაკვირდები, ცას რომ უხრიან თავს.
დიდი ხანია ჩემს გარშემო არაფერი აღარ იღიმის, არც მე მეღიმება...
დავდივარ ქუჩებში და ვუყურებ ხალხს, ისინიც არ იღიმიან. თუმცა ჩვენს ერთმანეთს ვეუბნებით, რომ კარგად ვართ, მეტიც - ვეუბნებით, რომ ძალიან კარგად ვართ... გვეშინია სულებში ვინმეს შემოშვების..
წლები გადის, მაგრამ ტყუილი არ გვტოვებს..
გვინდა ვიყვიროთ, რომ ძალიან ცუდად ვართ, სული 40 გრადუს სიცხეშიც კი გვეყინება, მაგრამ დუმილს ვამჯობინებთ-ალბათ ასე ბევრად მარტივია...
დროსთან ერთად ჩვენს შორის მანძილი იზრდება...
რაც უფრო ახლოს ხარ, მეჩვენები შორს.. სათქმელი აღარაფერი დამრჩენია, მგონი, არც შენ, ნაძალადევი ღიმილიც აღარ შეგვიძლია, მაშინვე გვეყინება სახეზე..
რამდენი რამის თქმა მინდოდა, ალბათ შენც გინდოდა, მაგრამ რა მოხდა ?
იცი, ახლა ყველაფერი გაუფერულდა ? ყველაფერმა ფასი დაკარგა, უაზროდ მივუყვები ცხოვრების რიტმს და ვერ ვხვდები რისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს ...
კალამმაც დაკარგა ძალა, სიტყვებიც გამიფრინდა...
სუნთქვა მიჭირს, სულიც მელევა...
ნელ-ნელა ძალა მეცლება, მოთმინებით ველოდები მის უკანასკნელ წვეთს, რომ დავისვენო და აღარ ვთქვა, რომ კარგად ვარ...
ძლიერი რომ ვყოფილიყავი ალბათ აქამდე არც მივიყვანდი ყველაფერს, ცხოვრებას მარტივად დავასრულებდი ....
აღარ მომიწევდა ყოველ დღე რაღაც უაზრობებზე ნაძალადევად ფიქრი, წვრილმანის კატასტროფად გარდაქმნა, ცხოვრების თასის ტყუილებით შევსება და კვლავ შენზე ფიქრი...
ისღა დამრჩენია, დროს მივყვე და დაველოდო წერტილს, რომელიც ცაზე მკრთალად გამოჩნდება და მაუწყებს, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ თუ არ გამოჩნდება, არ ვიცი რა მეშველება; შენც ვერ გთხოვ, დააშრე ეს მდორე ნაკადი, ერთ დროს მდინარედ წოდებული-მეთქი..



№1 სტუმარი l,m not sick

რატომ მიყვარს შენი ჩანახატები(?)

 


№3  offline წევრი ნინიკელა

განწყობა.. მეგონა ჩემს სათქმელს ვკითხულობდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent