შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ჩუმად...


1-07-2017, 09:08
ავტორი Kublashvili.gvantsa
ნანახია 1 340

მე ვწერ წერილს, რომელსაც შენ არ გაკითხებ...ვაკითხებ ყველას შენს გარდა...
წელს არეული ზაფხულია...ხან უაზროდ წვიმს, ხანაც უაზროდ სიცხეა...თითქოს ამინდი ვერ გაერკვა რა ხდება? რომელ დროშია? რა უნდა?
დღესაც არ იყო დროის შესაფერისი ამინდი...ზაფხულს, რომ შეეფერება არ ყოფილა ისეთი...
დილით საკმაოდ მწველი მზე აცხუნებდა და ვერც წარმოიდგენდი, რომ აგრილდებოდა...შუადღისას უკვე მზე გადავიდა და ადგილი ღრუბლებს დაუთმო, ღრუბელი ალბათ მორცხვობდა და ხან მთელ ცას დაფარავდა და ხან მზე იკავებდა მთელ ცის კაბადონს.
საღამოსკენ სულ დაივიწყა ღრუბელმა მორცხვობა და მთელ ცას გადაწვდა, ესეც არ იკმარა და შავი ღრუბელიც თან მოიყოლა...მზე სულ დაფარეს და სხივებიც აღარ ჩანდნენ...ქარმაც არ დააყოვნა და კიდევაც აგრილდა...ადვილი მისახვედრი იყო, რომ იწვიმებდა...
სახლში ვიჯექი და ახლად დაწყებულ წიგნს ვკითხულობდი, რომელშიც კარგად ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ.
გარედან ხმაური გავიგე, ყურადღება არ მიმიქცევია. ცოტა უფრო ახმაურდნენ და წვიმაც აყვა ხმაურში...დაუშვა, მაგრამ რა დაუშვა...რომელიღაცას ტელეფონმაც დაურეკა და ჩვენ რომ გვიყვარს ზუსტად ის სიმღერა იყო და აჰა რომანტიკა...
წვიმაზე და რომანტიკაზე შენ რომ არ გამახსენდე არ შემიძლია...ჭიშკართან სკამეიკა იდო და ერთიც მანდ მარტო დამჯდარიყო...გავაპარე თვალი და წარმოვიდგინე:
თუ როგორ ვსხედვართ მე და "შენ" იმ სკამეიკაზე. მე ალბათ, როგორც ყოველთვის მოღუშული სახით ვზივარ და ვბუზღუნებ, "შენ" კიდევ კბილებს არმალავ და მე რომ მიყვარს ზუსტად ისე იღიმი.
მე გაუთავებლად ვლაყბობ, "შენ" ჩუმად ზიხარ და მიღიმი. მე ვბუზღუნებ, რომ "შენც" მომიყვე რამე მაგრამ ყურსაც არ ბერტყავ და მეუბნები, რომ ჩემი მოსმენა უკეთესია.
ბოლოს ალბათ მაინც გამაქვს ჩემი და "შენც" იწყებ. მე უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და ვუსმენ იმ ხმას, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. ვიცინი მოურიდებლად და შემდეგ პირზე ხელს ვიფარებ რადგან ძალიან ღმამაღლაც არ მომივიდეს.
გაწვიმს...გვაწვიმს...და ეს მოგვწონს...არა არ მოგვწონს...გვიყვარს!!!
წელს ჩვენი ურთიერთობაც არეულია...ხან ვჩხუბობთ...ვრიგდებით...ან საერთოდ არ გვახსოვს ერთმანეთი და ჯერ ჯერობით ასე გაუთავებლად...დღეს ჩვენთვისაც წვიმიანი დღეა...
მე წარმოვიდგენ დღეებს, სადაც მე და შენ სადღაც შორს ვართ, შორს, სადაც არავინ არ არის ჩვენს გარდა. სადაც ყოველთვის ის ამინდებია ჩვენ რომ გვიყვარს...
იცი როგორ მინდა ახლა აქ იყო? იცი? მე შენს გარდა ვერ მამშვიდებს ვერავინ! ალბათ ხშირად მითქვამს, რომ ყველაზე მეტად შენ შეგიძლია ნერვები მომიშალო და დამაწყნარო...იცი ახლა რა მჭირდება? ჰო, ჰო ზუსტად მიხვდი...იცი როგორ მინდა ახლა უბრალოდ შენთან ერთად ვიყო, მე ბევრი ვილაპარაკო, შენ როგორც ყოველთვის მომისმინო და გამიღიმო...მერე მე ბევრი ვიბუზღუნო და შენც დამელაპარაკო...მე უცებ მოურიდებლად გავიცინო და უცებ პირზე ხელი ავიფარო... შემდეგ დავსველდეთ...უბრალოდ დავსველდეთ...
მე ვწერ წერილს, რომელსაც შენ არ გაკითხებ...ვაკითხებ ყველას შენს გარდა...
მე ჩუმად ოცნების სახლს აგურებს ვმატებ...მე ჩუმად ოცნების სახლს კოშკად ვაქცევ...მე ჩუმად ვიჯდები და შენ დაგელოდები...
მე ჩუმად...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent