შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის მეორედი


1-07-2017, 10:35
ნანახია 1 419

-ნიკა, რას იზამდი იმ საზღვრის იქით რომ აღმოჩნდე უცებ?
-რას და... ფეხშიშველი ვიცეკვებდი იმ მინდორზე, დაუღალავად ვირბენდი, იქამდე სანამ ძალა გამოცლილი არ დავვარდებოდი მიწაზე. კიდევ იცი რა? დიდ ხმაზე ვიყვირებდი სიხარულისგან.
-ხო, ხო მეც ეგრე მოვიქცეოდი დაეთანხმა მეგობარს. ეჰ, ამდენ ოცნებას ჯობია ბურთი მოვიტანო და ვითამაშოთ.
-ბურთი?! საიდან ბურთი?
-მამამ მომიტანა, იმდენიხანია ვაბარებ ძლივს მეღირსა.
როგორც იქნა ბურთი მოიტანეს და თამაში დაიწყეს.
-ბაჩო, ბაჩო მოდი ჩამაწოდე, ფეხს დავრკავ და აი ცამდე ავაგდებ მიყურე...
ბიჭმა მთელი ძალით დაკრა ფეხი ბურთს, იფრინა ჰაერში, იფრინა და... მავთულხლართების საზღვარს გადასცდა.
-ვაიმე! ვაიმე! ახლა რაღავქნა ბაჩო, ახლა რაღავქნა.
-მოიცა ნუ ტირი აქვე ახლოს გდია, ავიღებთ ნიკა ავიღებთ.
ბევრი ეწვალნენ ბიჭები, ხელები დაიკაწრეს, მერე ფეხებით შეეცადნენ თუმცა შარვლის დახევის მეტი ვერაფერი გააკეთეს.
-ამ ბურთის გამო იმდენი ვიტირე, იმდენი ვეხვეწე, იმდენი ვეხვეწე მამიკოს, ძლივს მომიტანა, მე კი რა გავაკეთე. ახლა რა გვეშველება როგორ ვითამაშებთ? ამოილუღლუღა ტირილით.
-ნიკა, არ გინდა ახლა კეთილი ძია მოვიდეს, გადმოგვაწოდოს ბურთი და თბილად გაგვიღიმოს? ისე კი არა, რომ ყვირილი დაგვიწყოს.
-ეჰ, როგორ არ მინდა... მინდა, მეგობარო.
ცრემლიანი, ხელებ დასიხლიანებული ბიჭები ერთმანეთში საუბრობდნე და გასცქეროდნენ იმ საზღვრის იქით მდებარე მდელოს, საიდანაც ელოდნენ კეთილი კაცის გამოჩენას, იმ კაცის გამოჩენას რომელიც არსაიდან ჩანდა.

არასდროს მყვარებია ერთი ნახვით, თუმცა მიყვარს უნახავად. რა საოცარია არა? როგორ შეიძლება უნახავად შეყვარება, როდესაც ერთი ნახვით არავინ მყვარებია. უნახავად მხოლოდ მაშინ გიყვარს როდესაც რაღაც ძალა გაგრძნობინებს, რომ ის შენშია. როდის მოვასწრებდი იმ თვალწარმტაცი აფხაზეთის ნახვას რომელსაც ასე ლამაზად მიხატავენ? ვიცი, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე მაგრამ არ შემიძლია მისი ნახვა. ეს იგივეა ჩვენს საკუთარ სახლში ერთი ოთახი ვიღაც უცხომ ჩაგვიკეტოს და აგვიკრძალოს მასში შესვლა, მითუმეტეს რომ მაინდამაინც იმ ოთახთან გვაკავშირებს ტკბილი მოგონებები. სასაცილოა მსგავსი სიტუაცია რომ მართლა მოხდეს ჩვენს სახლში? ეჰ, სასაცილო კი არა სატირალია, სატირალი, რადგან ჩვენ უძლურნს , არ შეგწევს ძალა მის დასაცავად და დასახსნელად. ჩემი აფხაზეთიც ასეთი აკრძალულია თავისი ქვეყნი მოქალაქეებისთვის. რა საოცარია გიწოდებ ჩემსას, თუმცა მიკრძალავენ იყო ჩემი. ამ უსამართლობის მომსწრეს, დიდი პროტესტის გრძნობა მიჩნდება, თუმცა როდესაც ეს გრძნობა ერთიანად ამოხეთქვას ხოლმე ყელში, მალევე მიწევს გადაყლაპვა რადგან სხვა არაფერის გაკეთება შემიძლია. საშინელი გრძნობაა კაცისთვის ჰქონდეს ორი ფეხი, ორი ხელი, თვალები, გონება და მაინც ვერაფერის გაკეთება შეეძლოს, ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა როდესაც არ ჭრის შენი ფიზიკური სრულყოფილება საქმის მოსაგვარებელია.
იმ ბედნიერი ხალხისგან ვისაც აფხაზეთი უნახავს გამიგია, იქ ცა სხვანაირია, ზღვაც უფრო სხვანაირად ღელავს და ჰაერიც განსაკუთრებულად სუფთაა. მერე მივდივარ სახლში და ყველა მონასმენ იმფორმაციას კომპიუტერში ვამოწმებ, ვრთავ ზღვის ხმას, ვუსმენ აფხაზურ სიმღერებს და მგონია რომ ეს ხმები იქ სტუმრობის შემდეგ გამომყვა.
როდესაც საქართველოს რუკას ვუყურებ, ტანში ჟრუანტელი მივლის იმის გაფიქრებაზეც, რომ ერთ დროს დავინახავ იმ ,,გრძელი თავის“ გარეშე რომელიც აფხაზეთი სახით არის წარმოდგენული მასზე. დადგება კი ასეთი საშინელი დღე? ღმერთმა ნუ მოგვასწროს ქართველ ხალხს ამის დანახვა. ფორმალურად, ოღონდ ფორმალურად მაინც ნუ წაგვიშლიან თვალიდან იმას, რასაც საუკუნეებია ვუყურებთ.
ეს ქვეყანაც ისეთივე ნახევარია უაფხაზეთოდ, როგორც ის გული რომელმაც ეს დაწერაა. არასდროს მყვარებია ერთი ნახვით, მაგრამ მიყვარს უნახავად. ჩემი გულის ½ აფხაზეთი.

ანა რობაქიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent