რა არის სიყვარული?
ყოველი დღე მხოლოდ მაშინ შეიძლება გათენდეს ლამაზად, როდესაც გრძნობ, მკერდში გულის სასიამოვნოდ გაფართხალებას. ჰო და... სიყვარული მოულოდნელად მოვარდნილ ქარიშხალს ჰგავს, ისე თავხედურად შემოიჭრება ჩვენ სამყოფელში, კარზე არც კი აკაკუნებს, არც კი გვეკითხება გავუწევთ თუ არა მასპინძლობას. ასე უბრალოდ მოდის და სახლდება იმდენხანს, რამდენხანსაც მოუნდება. თავს კომფორტულად იგრძნობს? თუ ბიჭი ხარ გააგდე და თუ დისკომფორტს იგრძნობს? თუ მაგარი ხარ დააკავე. ასე მიდი და მოდის თავის ნებაზე. სიყვარული ბრმა რომ არ იყოს, სმენა დაქვეითებული და გულუხვი, არავითარ შემთხვევაში არ მივიდოდა მასთან, ვინც შეურაცხყოფს და უარს ამბობს მასზე. ეს დალოცვილიც, თავს რომ ყველას არ უყადრებდეს, მისგან დაჩაგრული კენტად მყოფი ადამიანიც ხომ არ იარსებებდა. რა დალევს მცირე ადამიანებს, რომელსაც ვერ გაუგიათ რისთვის ცხოვრობენ და ასე ურცხვად ამბობენ უარს ამ გრძნობაზე. რა არის სიყვარული? ვეკითხები ახალგაზრდებს და თითქოს წინასწარ ვგრძნობ პასუხს ამ კითხვაზე. ზოგმა როგორ დაახასიათა და ზოგმა როგორ: -უაზრობაა. -სისულელეა. -ტანჯვაა. -მე რა ვიცი რა არის. ერთმა არც კი მიპასუხა, იმდენად არაფერია მისთვის ეს ყველაფერი. -რა არის სიყვარული? -შეჩვევაა თან, დიდი, ჩემთვის ასეა და... არსებობს ვიცი. მიპასუხა ერთმა. -სიყვარული რა არის? -ყველასათვის არ არის. ზოგი ამას გატაცებად, ზოგიც კი მეცნიერულ ახსნა-განმარტებას მიაწერეს. სინამდვილეში სიყვარული რჩეულთა ხვედრია. ქალ-ვაჟური სიყვარული კი სამოთხეა დედამიწაზე რომელსაც მალე ვერ იპოვი. მითხრა მეორემ. მესამემ შეჩვევააო, მეოთხემ ამაოების სიმსუბუქეაო. მე თვითონ კი ვამბობ, მთელი სამყაროს ბიჭებმა რომ უარყონ ჩემი სიყვარული, მაინც ვერავინ გადამარწმუნებს მის რაობაშიმეთქი და თან მეცინება. სიყვარულს იმდენნაირი ახსნა აქვს, რამდენი ადამიანიც არსებობს სამყაროში. ვიცი არსებობს, მწამს და მიყვარს. ანა რობაქიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.