შენი თვალები ჩამიძირავენ
იქვე კუთხეში ობლად დატოვებულ სკამზე ვზივარ, ხალხისგან მოშორებით, თუმცაღა მათ ვერც ვამჩნევ. ასობით ადამიანში მკაფიოდ ვარჩევ შენს თვალებს, რომლებიც მაგნიტივით მიზიდავს და ჩაძირვისკენ მიბიძგებს. იცი?! შენი თვალების ენა მესმის, შენს შეხებას ფიქრებში ვგრძნობ და ვცდილობ რეალურ სამყაროში აღვიქვა. იცი?! შენი ფიქრების წასაკითხად ზუსტად ერთი წუთი მჭირდება... შენი მწუხარების გასაზიარებლად რამოდენიმე წამი... შენი სიხარულის ამოსაცნობად კი დრო საერთოდ არ მჭირდება. მაგრამ რას ვბოდავ? შენ ეს ყველაფერი არ გესმის და ალბათ ვერც გაიგებ. ვერ გაიგებ შენ სულ სხვა შემთხვევა ხარ. სასიამოვნო შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, ან იქნებ მწუხარებით აღსავსე. ის, რაც სიმსივნესავით გამანადგურებს და ნელ-ნელა გამასწორებს მიწასთან. ნელა და უმტკივნეულად მიმიყვანს სამარესთან, თუმცა ამ ტკივილს მაინც ვიგრძნობ. იცი?!.. მაგრამ შენ ხომ არ იცი, რომ ჩემთვის უდიდესი ტკივილი ხარ. ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და მკლავს. რომ ვკვდებოდე... რამოდენიმე საათი მქონდეს ერთს ვინატრებდი - შენს მკლავებში გამომცლოდა სული, მაგრამ ამასაც ვერ გაიგებ. ჩემი გრძნობები წრფელია, მაგრამ მიუწვდომელი ხარ შენ. ჩვენს შორის საბედისწერო ნაბიჯები გათვლილია და იმდენად ახლოს ხარ შენ, არ მჭირდება უგზოუკვლოდ სიარული, რადგან ჩემი ოთახის ფანჯრიდან მომღიმარს გხედავ და მხოლოდ ეს მჭირდება. ჩვენი გზები სხვადასხვაა, მაგრამ მაცოცხლებს იმედი იმისა, რომ ოდესღაც ეს გზები შეერთდება და ათასობით ადამიანში ჩემს თვალებს წამებში იპოვი. თვალებს, რომლებიც მაგნიტივით მიგიზიდავენ და ჩაძირვისკენ გიბიძგებენ. აქ დაიბადება სიყვარული, რომელშიც თაფლისფერ თვალებით გამომიტყდები და არ იქნება საჭირო არც ერთი სიტყვა, რომ მე ეს ყველაფერი გავიგო. გაცრეცილ ფერებს უწინდებურად გაალამაზებ და ბუშტებს, რომლებსაც დიდიხანია ხელიდან არ ვუშვებ გაქრობის საშუალებას არ მისცემ. იცი?! მიყვარხარ მე, მაგრამ რას გეუბნები მაინც არ იცი და ვერ გაიგებ, სანამ არ ჩაიხედავ ჩემს თვალებში შენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.