შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერასდროს გაიგებ როგორ მიყვარხარ (ნ.ც.)


20-06-2016, 21:14
ავტორი lado2002
ნანახია 2 395

ვერასდროს გაიგებ როგორ მიყვარხარ!
არასდროს გეტყვი რა მოხდა იმ დღეს!
ახლა შენ ჩემსგან ძალიან შორს ხარ!
მაგრამ მაინც ვგრძნობ შენს სუნთქვას თითებს...
მახსოვს ის წამი ჩვენ ორნი ერთად!
მარტის ცა ცრემლებს აფრქვევდა ლექსად,
შენ შემომხედე და ელდა მეცა,
შენი თვალები მოჰგავდა ზეცას!
შენი ღიმილი და გულის ფეთქვა,
როგორ მინდოდა მიყვარხარ მეთქვა,
შენ დამასწარი და ხელი ჩამკიდე,
გულში ჩამიკარი სული გამითბე!
ჩურჩულით ნათქვამი შენი სიტყვები,
ჩემს გულში მარტის ქარივით ქროდა,
მითხარი:შენ სულ ჩემი იქნები
სხვისკენ გახედვას აზრი არ ქონდა.
"ჩემთვის შენახარ ცხოვრების აზრი
ჩემი გოგო ხარ! ცრემლი და სუნთქვა
ვიცი შენც ასე ძლიერ გიყვარვარ
როც დამიმალო უარიც რომ თქვა!
ჩემი სიტყვები ბაგეებს მოწყდა
მინდოდა მეთქვა ჩემი ფიქრები
მაგრამ სიტყვები როგორც რითმები
მარტის ქარბუქში დაინთქა მოკვდა!
შენზე ოცნებას ვერც დღეს ველევი
და მთვარეს ვატან მე შენთან ლოცვას
თვალცრემლიანი თავს ვერ ვერევი
შენთვის ვიცოცხლებ, გიგზავნი კოცნას!
მე სულ თან დამზდევს შენი სურნელი,
ყურთან სულ მესმის მე შენი სუნთქვა,
შენი თვალების გრძნობის მორევში,
შენს გულისცემას მოვყავარ ჩუმად.



№1 სტუმარი …………

lamazia *•*

 


№2 სტუმარი ana

Dzaan magariaaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent