Memories
ერთხელ მამამ რაღაც ძველ ძეგლზე ფოტოს გადაღება მთხოვა, იმდენად უმნიშვნელო რაღაც იყო გამიკვირდა ამის ფოტო რად უნდოდა და ჩემს გაკვირვებას შემდეგნაირად უპასუხა: –"ერთი ორი წელი მოიცადე და ნახავ ეს აქედან გაქრება და თან გაიყოლებს ბავშვობის მოგონებებსო."მართლაც, დღეს რომ გაიაროთ იმ ადგილას ის ძეგლი იქ აღარ დაგხვდებათ. ამით იმის თქმა მინდა რომ უბრალოდ ხშირად ის, რაც ჩვენთვის ძვირფასია მალევე დაიკარგება ხოლმე და იმისათვის რომ ის სამუდამოდ დარჩეს ჩვენს გულებში რამე სამახსოვრო უნდა გავაკეთოთ მიუხედავად იმისა შემდგომში ამის გახსენება იქნება თუ არა ჩვენთვის ისევ ისეთი სასიამოვნო, როგორც ადრე. ადამიანის დაკარგვა ხომ ძალიან მტკივნეული რამ არის თუმცა მასთან ერთად გატარებულ დროს ჰომ ვერავინ და ვერასდროს წაგვართმევს?! შეიძლება ამ მოგონების მიმართ შევიცვალოთ დამოკიდებულება, მაგრამ ის სამუდამოდ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება. შეიძლება გვენატრებოდეს დრო...დრო, რომელიც გავატარეთ მასთან ერთად...გვახსოვდეს ყოველი საათი, წუთი თუ წამი. მისი დანახვისას გვახსენდება მასთან ერთად გატარებული ყველა სასიამოვნო მომენტი და არამარტო სასიამოვნო. ამიტომ ყოველთვის გააკეთეთ ის რაც ბედნიერების მომტანია თქვენთვის... დრო გადის...მოგონებები კი რჩება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.