ამ ცხოვრებაში მე ვარ სულ მარტო,
ამ ცხოვრებაში მე ვარ სულ მარტო, ოღონდ არ მკითხო,ვერ გეტყვი რატომ. ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული, მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული. მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს, რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს. ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება, მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება. უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება, გული კი მარტოდ მარტო დარჩება. მოგონებები თუ გადარჩება, ამ მოგონებას ცრემლი ახლდება. ყველაფერი კი ასე მთავრდება, გული უშენოდ დაიტანჯება. სული ობოლი მარტო დარჩება და ჩემი გრძნობა ასე გაქრება, გაივლის დრომ და დადგება წამი როცა მე უკვე ვიქნები გვამი. მე გამიხსენებ სულ ერთი წამი, შენ გეკუთვნოდა,შენთვის ვარ მკვდარი, შენი ვიყავი და შენი ვრჩები, შენს ტკბილ სიზმრებში მე შენთან ვრჩები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.