მოხუცის თვალების სითბო
საკუთარი სახლისგან შორს ყოფნის უჩვეულოდ ჩვეული სურვილი დამატყდა თავს და როგორც ყოველთვის ამ სურვილისგან მოძალებული ავტობუსის გაჩერებაზე დავდექი. გზაზე წინდა უკან სიარულისგან ფერგაცვეთილი, ოდესღაც ყვითელი ავტობუსი მალევე ჩამოდგა ჩემს წინ. არანაირი სარეკლამო აბრა არ ამშვენებდა, როგორც თბილისის ავტობუსებს. სიცივისგან დაორთქლილ მინას პატარა ბავშვის ნაფათურები ხელები და დახატული გულები მკრთალად ეტყობოდა. ფრთხილად დავდგი ფეხი ატალახებულ საფეხურზე და ავტობუსში ავედი. მოხუცი ხალხი მოთმინებით ელოდა ტრანსპორტის დაძვრას. წინ გავიხედე და მძღოლს შევხედე. დაღლილი სახე ჰქონდა, ალბათ დაღლილიათქო გავიფიქრე, მაგრამ მაინც გულში ჩამრჩა ის ამოღამებული უპეები რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. რომ გითხრათ წინ დავჯექითქო მოგატყუებთ. სულ უკან დავიკავე ადგილი და ყურსასმენებში მუსიკას უფლება მივეცი ბოლომდე დაეხშო ჩემი ყურთასმენა. ტრანსპორტი დაიძრა და შეერია ქუჩის იმ ხმაურს, რომლისგანაც პატარა გაჩერება გამოყოფდა. მინაზე ჩემი არც თუ ისე დიდი თითებით მეც მივაბღაჯნე ყვავილი და შემდეგ ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე. მარჯვნივ მივიხედე და აი ისიც რასაც მთელი დღე ველოდი. მოხუცი კაცი ჩემს გვერდით მშვიდად, რიტმულად სუნთქავდა. ფეხებქვეშ გამჭვირვალე პარკით კარტოფილი ედო. უნებურად გამეღიმა. წარმოვიდგინე სახლში შესულ მოხუცს როგორ ეხვევიან შვილიშვილები და ბაბუის დანახვაზე სიხარულით როგორ ხტიან. მისი ხელები, მუშაობისგან დაღლილი ხელები იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო მოხუცის ხელების მოვლა და კიდევ საშრომად გამზადბა. თეთრი, მოკლედ შეჭრილი თმა ქუდის ქვეშ ჰქონდა დამალული, ჩაცვენილი თვალები და გამოკვეთილი ყვრიმალები კიდევ უფრო გამოკვეთდა მის დროისგან დაღარულ და დანაოჭებულ სახეს, მაგრამ თვალები სულ სხვანაირი სულისკვეთებით უბრწყინავდა. ვუყურებდი და ვხვდებოდი, ახალ გაკეთებული ძველი რუსთავის ქუჩებს, მაინც ძველი თვალით ხედავდა. მისთვის ახალი ამ სამყაროში არაფერი იყო. ეს ყველაფერი მას უკვე დიდი ხნის წინ ენახა და არაფერი აკვირვებდა. ცხოვრებისგან თავისი წილი უკვე მიეღო და მშვიდი ცხოვრების მეტს არაფერს ითხოვდა. მწვანე თვალები, რომელშიც სიმებივით იყო გადაჭიმული მისი ბრწყინვალება კიდევ უფრო მკვეთრად იხატებოდა რადგან, ალბათ სახლში, თბილ ოჯახში მალე შეაბიჯებდა და იმ ბუდეს დაუბრუნდებოდა რომელსაც მთელი ცხოვრება აშენებდა. და ამ თვალებმა მე შემომხედა. შემომხედა და ვიგრძენი ის სითბო რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ ბებიისგან ვგრძნობდი და რომელიც ასე ძალიან მაკლდა. შემომხედა იმ სითბოთი და სიკეთით რომლითაც მხოლოდ მოხუცებს შეუძლიათ ყურება. ისინი გასცემენ სთბოს, რომლის გაცემას სხვას არავის შეუძლია და ამის ფასი სამყაროში არაფერი არ არის. მე იმ მომენტში ვიგრძენი ნაცნობი, მაგრამ უკვე მივიწყებული ბედნიერება. ჩემი გაჩერების მოახლოებასთან ერთად მწუხარება მომეძალა. ჩასვლისას მოხუცს ხელი ხელზე დავადე. მისი ხელის სიმხურვალე მაშინვე მომედო მთელს სხეულზე. მადლობა გადავუხადე გავუღიმე და ჩავედი მიხაროდა რომ ამ სასწაული მოხუცის ცხოვრებაში, სულ ერთი წამით მაინც შევიჭერი. სხვანაირად ვერ ვხვდებოდი რა გამაკეთებინდა მადლიერება როგორ გამომეხატა ჩემს სულში დასადგურებული სიცარიელის შევსებაში რომ დამეხმარა, იმ სითბოთი რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით მომანიჭა. ის იყო სრულიად უცხო ადამიანი ჩემთვის, რომელმაც სიმშვიდე მაპოვნინა საკუთარი თვალების მიღმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.