შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხილ-ბოსტნის მაღაზია


12-07-2017, 01:08
ავტორი ennenn
ნანახია 1 383

-მოვალ მალე,-თვალარიდებულმა ვუთხარი და კიბეები სწრაფად ჩავირბინე.მის ფანტაზიაში ალბათ სხვადასხვა პოზაში ავისახე ხილ-ბოსტნის მაღაზიაში:კარტოფილით სავსე პარკით ხელში,ან როგორ ვარჩევ მწიფე ვაშლებს და მერე როგორ გადავრბივარ გზის იქით წვენის საყიდლად.ზის მშვიდად სკამმის საზურგეს მიყრდნობილი და მელოდება როდის დავასხამ ზეთს ტაფაზე და როდის შემოვუსხდებით სუფრას სხვადასხვა მხრიან.ზის და ოდნავ შემოსული სიო ჩალისფერი თმის ბოლოებს რიტმულად უწეწავს,კანი ეხორკლება და კოჭებთან ჩავარდნილ პლედს ფეხებზე იფარებს.ზის და წყალს ყლუპავს,რომელიც წასვლამდე მივუტანე.გთხოვ,წყალი მომიტანე,პირი გამიშრაო,მთხოვა და სახეში შემომცინა.თვალები განსაკუთრებით უბრწყინავს დღესთქო გავიფიქრე და მიზეზების ძებნა არც კი დამიწყია.
ჩვენ ხომ ახლა,ამდენი წლის შემდეგ,საკუთარ ბინაში ვსხედვართ,მაცივარში გუშინდელი ღამის ხიზილალა და შეუჭმელი კარაქიანი პურები გვიდევს,თაროები ჯერ არ გვაქვს შევსებული,მაგრამ ზუტად ვიცით,რომ ლამაზ დეკორატიულ ლავანდიებს დავდებთ.არც საძინებელი მოგვიწყვია,მაგრამ უკვე ვთქვით,რომ მთელ იატაკს დიდი ფუმფულა თეთრი ხალიჩა დაიკავებს.შენ დივანზე წვები,თავს მუხლებზე მადებ და გატრუნული მელოდები თავზე როდის მომეფერები.ხმას არ იღებ,ამ დროს ლპარაკი არასდროს იცი და ასე ვვარდებით ტრანსში,ეს კი ყველაზე ტკბილია,რაც კი ოდესმე განგვიცდია.
ყოველ მოძრაობაში:ფეხის გადადებაში,ხელის აწევაში,უბრალო შემოხედვაში,პულტის აღებაშიც კი,გეტყობა როგორი ბედნიერი ხარ მთელი არსებით.მე კი გიყურებ და ვტკბები.მიყვარს შენს ხორბლისფერ სახეზე დიდი ღიმილების დანახვა და როცა ვიცი,რომ წლების ნატვრა აგისრულდა.
_
გუშინ ღამე ეს ბინა მოხუცი ქალისგან რომ საბოლოოდ ვიქირავეთ,ფული რომ ხელებში ჩაუკუჭე და გასაღები აკანკალებულმა გამოართვი,კარის შეღების თანავე შეგატყვე,რომ მთელი ორგანიზმი გიცახცახებდა.შუქიც
ძლივს აანთე და დიდი თვალებით მიმოიხედე.რა მაგარია,არაო,მმითხარი ბავშვივით აცქმუტუნებულმა და ხელი მაგრად ჩამჭიდე.
იმ წუთებში რასაც ვგრძნობდით,მხოლოდ ჩვენ და ამ სახლის კედლებმა იციან.თითოეული შეგრშნება,რომელიც კისერში კოცნას,ტრუსის ჩაწევას და დროგამოშვებით ვნებიან კვნესას მოიცავდა,ამ შპალერის ბოჭკოებში სამუდამოდ დაილექა.იცი,ადამიანები არასდროს ლაპრაკობენ ბევრს,როცა ბედნიერები არიან,მე კი გამუდმებით გეტიკტიკებოდი.ბავშვობიდან ასე ვარ.როცა ვინმე გამაბრაზდება და ამას ვერ ვიმჩნევდი,ვცდილობდი ბევრი მმელაპარაკა და თავი დამეღცია აბეზარი ფიქრებისთვის,მოგვიანებით კი,როცა გავიზარდე,ვბანაობდი ყველაფრის დასავიწყებლად.მაგარია არა,ბავშვობის ხერხების მიმართვა ცრამეტი წლის ასაკში,როცა უკვე გვერდზე შენი კაცი გიდგას და შენც მყარად კიდებ ხელს.
__
გუშინ რომ ჩაგეძინა,მე დიდხანს არ მომეკარა მოსვენება.ვიწექი თვალდახუჭული და ხან თავვს გადებდი მკერდზე,ხან ცრემლებს ვიწმენდდი გადასაფარებლით.თითქოს გავვორდი,მერე გავსამდი და გავოთხდი.თავი დამიმძიმდა ათასი ფიქრით,მოგონებით,ფერით,ემოციით.ვიწექი და მახსენდებოდა როგორ მაჩუქა მამამ დიდი თაფლისფერი ველოსიპედი,წითელი ბანტით და როგორ მჩუქნიდა თოვლის ბაბუ ერთი კვირა საჩუქრებს.მახსენდებოდა მწვანე ნოხი,რომელიც ჩემი სახლის წინ ეგო და დედას ტუჩსაცხის სუნი.იცი,რამდენი რამე ამომიტიტივდა?და მეც ვტიროდი შეუჩერებლივ.თითქოს გავთერთმეტდი,გავთორმეტდი,გავცამდეტდი..

_
დღეს რა ლამაზი ცა იყო,შეამჩნიე?შენი არ ვიცი და სანამ გაგეღვიძებოდა,დიდხანს ვიჯექი საწოლის კიდეზე,ფანჯრის რაფას დაყრდნობილი.ბავშვებს ვუყურებდი,სკოლისკენ მიდიოდნენ ხალისით.ზოგს დედა მოყვებოდა,ზოგს ბებია.ამ სანახაობის დროს ხანდახან შენც ამოისუნთქავდი,თითქოს წინასწარ გტკენდა მუცელს ის,რაც საღამოს მოხდებოდა.
დღეს ყველაზე გემრიელი ჩაი დავლიეთ დალეულთა შორის.აჯობა ბაღის,დედას და ბებიას მოდუღებულსაც კი.
მოგწონსთქო გკითხე და ისეთი თვალებით ამომხედე და გამიღიმე,რომ მზად იყავი ჩემი ჭიქიდანაც მოგესვა,კი არ მოგესვ,სულ მოგეპარა ჩემი ჩაი.
_
ხუთი წლის წინ ყოველ დილით რვა საათზე ვდგებოდი და სკოლისკენ ქუჩებს ვტკეპნიდი.ჯერ კიდევ ისეთი ტუჩები მქონდა,რომელსაც მარტო მაშინ იკვნეტდა პატრონი,როცა ფილმში კოცნის სცენას ნახავდა და თვითონაც უნდოდა ეს ეგრძნო.ჯერ კიდევ ისეთი სხეულით,რომელმაც არ იცოდა რას ნიშნავდა გკოცნიდნენ კისრიდან ფეხამდე,გიხურდეს სხეული ნდომით,რომ მთელი არსება სხვას მიანდო..
ხომ გახსოვს არა,როგორი ვიყავი.ლავიწამდე თმა და წვრილი ფეხები.შენ კი ისევ ხორბლისფერი კანი და ცისფერი თვალები გამშვენებდა,როგორც ახლა.თითქოს არ შეცვლილხარ,უბრალოდ წვერი გაგეზარდა და შემმიძლია კაცი დაგიძახო.მე თოთხმეტის,შენ ოცის,ერთმანეთის პარარელურ ქუჩებზე მცხოვრებნი.ჯერ არც ერტად გვეჭამა ნაყინი და არც ერთად გაგვებოლებინა ბინძურ პარკში.
დრო არ არსებობსო ამბობენ..ხოდა ნუღა ითვლი,ნუღა უყურებ საათს როდის ამოვალ და მოვიტან ბევრ ბოსტნეულს.

_
დედაჩემს არ მოსწონხართქო,აღელვებულმა მოგახალე და შენც გაკვირვებულმა შემომხედე.პატარა პრობლემა კი დიდი აისბერგი აღმოჩნდა და ფესვები ორივეს ღრმად შემოგვხვია.მე ქართველი,შენ არა.მე პატარა,შენ არა.მე სხვა ოჯახის ტრადიციების,შენ არა.მე ბევრი სხვა რამ და შენ არა.
სულ მეუბნებოდი ჩემს ოთახში რომ ხარ ყველაზე ბედნიერი ვარო.და დღეს ჩვენს კედლებში გავიღვიძეთ.ვუუყურებდი დილით ფანჯრის რაფას და მინდოდა იქ იმ წამსვე ბევრი ლავანდიები დაგვედო ყავისფერი ქოთნებით.
....
გავთხუთმეტდი,გავთექვსმეტდი.თავი მტკივა.
გიყურებ და ისეთი მშვიდდი ხარ.მეც ვტიკტიკებ და ვცდილობ არ განახხო ის ზღვა,რაც ჩემშია.არადა,უუბრალოდ მინდა დივანზე დაჯდე,მე თავი დაგადო და გითხრა,როგორ მტკივა ის,რასაც ეხლა ვგრძნობ.რომ მგონი ამ ღამეს ათჯერ მოვკვდი და ათჯერვე შენმა სუნთქვამ გამაცოცხლა,მაგრამ,რომ ამ ბავშვობის ნაგლეჯებს,დედაჩემის ხმას და მამაჩემის ცრემლიან თვალებს ამ კედლების სითბო არ ტოვებს,რომ მეშინია,მათ დიდი დაღი დავუსვი ამ გაქცევი და რომ რაღაც მონაკვეთის სამუდამოდ დასრულდა.
და ისიც,რომ ამ კარს იქით ვიმალებით და მე,როგორც ბავშვს,როგორც ქალს და როგორც შენს ცოლს,გული ისე მიცემს,მეშინია მთელი ორგანიზმით არ ამიყოლოს იმ რიტმს.
მე კი უბრალოდ ვზივარ,ლუდს ვსვამთ და ბევრს გელპარაკები,ვიცინით და შენც,უფრო თავდაჯერებული,ხმამაღლა იწყებ თავგადასავლების მოყოლას.

_
იცი,გიყურებ ხორბლისფერ სახეზე და დედა მახსენდება.დაბადების დღის წინა დღეს ბაღში გამიშვა,მერე გულმა არ მოუთმინა,მომაკითხა და სათამაშოების მაღაზიაში წამიყვანა.მინდა იცოდე,რა ბედნიერი ვიყავი მაშინ.შენც ასეთი მამა იქნები,მე ხომ ვიცი.ვიცი,რომ შენც იცი.

__
ამოვალ მალეთქო გითხარი და ჯიბეში ორმოცდათლარიანი ჩავიდე,მეტი არაფერი.ხილბოსტნის მაღაზიას გავცდები და იქით წავალ,სადაც მანქანები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.
თითქოს შუშის ჭიქა ვიყავი,რომელმაც სიცხეს ვერ გაუძლო და გასკდა.ვერ ავიტანე შენი ბედნიერება,ჭკუიდან შემშალა შენი ცისფერი თვალების გამოხედვამ და იმ კარაქიანი პურებისა და ჩაის გემომ.გავოცდი,გავოცდაერთი.ერთი ნაწილი ბავშვობამ წაიღო,მეორე შენ.მე კი დანით შუაზე ჩავჭერი.არც შენთან მოვედი და არც მწვანე ნოხიან სახლში.
შენი ჩალისფერი თმა ყველაზე ლამაზია.
მე კი ყველაზე მეტად მინდა შენი ხორბლისფერი კისრის გემო სულ გამყვეს.

_
ადამიანები ადამიანებს პატიობენ.და მეც მაპატიე,რომ მოგპარე წლები და პატარა კალმით ჩვენი ისტორია დავასრულე.ქაოსია,ვერაფერს ვხედავ და ბოდიში,რომ ამის მერე,ჩვენი სახლის კედლები ვეღარ მნახავენ და ვეღარც შენს ცისფერ თვალებში დავილანდები.

თუ რაფაზე არაფერს დადგამ,ლავანდიები მაინც მოიტანე რა..

_
ალბათ, მე ისევ დავლაგდები,და როგორც უკანასკნელი ნაბიჭ###რი,ისე დაგიბრუნდები,როგორც შენი ცოლი და მერე ისევ გამიკეთე ომლეტი,დამისხი რძე,მაკოცე თავზე და მითხარი,როგორი ამინდი იქნება საღამოს.
...


-



თითქოს სულს შეეხეო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent