სამძიმარი
მიცვალებული ერთ დიდ თითქმის ცარიელ ოთხაში ესვენა.ირგვლივ წრედ უამრავი სკამი ელაგა, ჭირისუფლებს თავიანთი ადგილი დაეკავებინათ და შავებში გამოწყობილიყვნენ.სათითაოდ ჩამოუარა ყველას და უთხრა"ვწუხვარ" არ უთქვამს ვიზიარებ ან მე მესმის შენი .როგორც წესი იყო მიცვალებულს სამჯერ შემოუარა,ყვავილები დააწყო და სადღაც ათი წუთი გაჩერდა.გარეთ გამოვიდა და ნაცნობ ადამიანს მოკრა თვალი.გოგონას თვალები ჩაწითლებული ქონდა და საშინლად ჩამქრალი,ეტყობოდა რომ მამის სიკვდილმა სამუდამოდ მოუღო ბოლო.მივიდა და მაგრად ჩაეხუტა. _ვწუხვაარ მარიამ,ყველაფერი დროდადრო დალაგდება,მიეჩვევი ამ ტკივილტან ერთად ცხოვრებას,უბრალოდ უნდა გამაგრდე რა ცხოვრება გააგრძელო,იიფქრო იმაზე რომ მას არ მეწონებოდა ამ მდგომარეობაში რომ დაენახე,ძალები შემოინახე კაგი?ხომ იცი რომ შენებს სჭირდები?ახლა სუსტი კი არ აყველაზე ძლიერი უნდა იყო,იცოდე ყოველთვის შენს გვერდით ვარ და შეგიძლია ნებისმიერ დროს:მომწერო,დამირეკო ან უბრალოდ ჩემთან მოხვიდე.რად დროც არ უნდა იყო. ვწუხვარ მარიამ.რაც გითხარი დაიმახსოვრე კარგად გთხოვ თავს მიხედე. დაემშვიდობა გოგონას და გავიდა.გზად ხალხის მასას შეუერთდა რომლებიც ვითომ მისასამძიმებრლად იყვნენ მისულები. საცოდავიო როგორ დაიღუპაო არა ცუდი კაცი არ იყო მაგრამ ზოგჯერ ურევდა ხოლმეო.მისი გოგო რა დღში იყო უბედურიო. _რა გჭირთ ხალხო? ვეღარ შეიკავა თავი და ლაპარაკი დაიწყო. ესაა თქვენი მწუხარება?ესაა თქვენი ტკივილის გაზიარება?ამისთვის დადიხართ სამძიმებრზე რომ მერე თავი ჭორაობით შეიქციოთ თავი?და მაინც რამდენ ხანს იზიარებთ მათ ტკივილი? სახლში მისვლამდე? იქნებ ვცდეები, ჰო ნამდვილად მიცვალებულის სახლიდან რომ გამოხვალთ მაშინვე ჭორაობას იწყებთ,ზღურბლს გადმოაბიჯებთ და თქვენი გაზიარებული ტკივლი და მწუხარება იქვე რჩება.მიდიხართ ჭირისუფლებთან და ეუბნებით _თქვენი მესმის თქვენს ტკივილს ვიზიარებო.არა! და არა! თქვენ მათ ტკივილს ვერასდროს ვერ გაიზიარებთ, ვერც ისინი გაიზიარებენ თქვენს ტკვილის.იცი რატომ?იმიტომ რომ ყველას ტკივილი სხვადასხვანაირია,სულ სხვადასხვა ნაირი.როგორც თოვლის ყოველი ფიფიქები გავს ერთმანეთს მაგრამ ამავედროს ყველა აფსოლიტურად განსხვავებულია ერთამნეთისგან ზუსტად ასე განსხვდება ეს ტკივილები.რატომ?რატომ ცრუობთ როდესაც ამბობთ რომ მათ ტკივილის იზიარებთ?არ შეიძლება ასე არა ! არ შეგიძლიათ მიხვიდეთ და უთხრათ უბრალოდ ვწუხვარ?ზედმეტი უაზრო სიტყვების და აფერისტული ცრმლების გარეშე? არ შეგიძლიათ სახლამდე მაინც დააჭიროთ მაგ თქვენ გესლიან ენას პირი და არაფერი არ თქვათ მიცვლებულზე? ვიზიარებო ჰო თქვენი გაზიარებული ტკივილი ვიცი მე.წახვალთ ქელეხში და ძალიან კარგად ამოივსებთ მთელი დღის მშიერ მუცლებს,მშიერს იმიტომ რომ არაფერს შეჭამთ სახლში იქ ბევრი ვჭამოო.აი თქვენი გაზიარებული ტკივლით.კაცები? გაილეშებიან და ფეხზე დადგომის თავი აღარავის ექნება,სახლში სულ სიმღერ სიმღერით წავლენ.ვიღას ახსოვს ჭირისუფალი და მიცვალებული.ვიღას ახსოვს გასაზიარებელი ტკივილი? ნუ იცრუებთ,მიდი და უთხარით ვწუხვარ.დააჭირეთ თქვენს ენებს კბილი,ნუთუ ასე ძნელია? არა აი რა ვართ ადამიანები.არ ვფიქრობთ არაფერზე,არც იმაზე რომ ჩვენი სიკვიდლის მერეც ასე მოიქცევა ხალხი როგორც ახლა თქვენ იქცევით. და მაინც რა დაუნდობელი და ცხოველი ხარ ასეთი ადამიანო რა ? !! თქვა ბოლო სიტყვები ყელში მობჯენილი ცრემლები ჯერ თვალებში დაუგუბდა და აუწყლიანდა,შემდეგ სათითაოდ ჩამოუგორდა ღაწვებზე.ხალხის მასას გაეცალა და გზა ნელი ნაბიჯებით გააგრძელა.გულში ერთხელ კიდევ გაიფიქრა გაუძელი მარიამ ვწუხვარ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.