მე მას „დაცემული ანგელოზი“ ვუწოდე
საით წაგიყვანთ გზა , თუ თვითგადარჩენის ერთადერთი წყარო იქნება წარსული ?! არა , არ გინდათ ცრემლები . ეს ხომ თქვენი არჩევანია . ნუთუ საჭიროაა ამხელა დატვირთვა მიეცეს წარსულს ?! ნუთუ აღარ არსებობს სხვა გზა გადარჩენისა?! . . . უცნაურია არა , ადამიანები რომლებიც შეგვიძლია ერთი შეხედვით შევაფასოთ , ან განსჯის საგნად გავიხადოთ სულაც არ აღმოჩნდნენ ისეთნი , როგორებადაც ჩვენი ზედაპირული წარმოსახვით აღვიქვით . ერთ დღეს გაიღვიძებ და რაღაც ძალით ეს ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანი ხდება, იმდენ კვალს დატოვებს შენში . მოგინდება ბოლომდე ჩაწვდე მის შინაგანს, შეიყვარო მისი ფაქიზი და დამძიმებული სული . თურმე იარების კოლექციას აგროვებს, ეს ბოლოღააო ამბობს … მოშუშების პროცესს თავად იხანგრძლივებს , რატომ ?! ის წარსულით ცხოვრობს . ქუჩებს , სახლებს , კაფეებს ,უამრავ ადგილს დედამიწაზე , ყველაფერში მის წარსულს ხედავს . ყველა ნაბიჯი მისი წარსულის ნავსაყუდელია . არადა რა ლამაზია იცით?! ალვისხესავით გოგონა , ღრმა თბილი თვალებით , ყოველთვის „მხიარული“ ანაბელი . ყველაფერი წლების წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება . დაუსრულებელი რომანი კრი-სთან . თითქოს მრავალჯერ გაწყვეტილი კადრი , მაგრამ კარუსელი კვლავ ტრიალებს. ბიჭი რომელიც საწყის წერთილად გაიხადა, მარადისობაში ჩაიძირა და ღრმად ცურავს მასში. არ აპირებს გამოფხიზლებას , კონტროლს კარგავს . უფრო ღრმად მიცურავს წარსულისკენ . რეალობის აღქმა შეწყვიტა ,მოგონებებით ცხოვრობს . საკმარისი მოგონებები დაიგროვა ოთხ წელიწადში იმისათვის რომ წარსულით იკვებოს . დროც ხომ თავისით გადის , კრისის მოლოდინში . მის დაბრუნებმადე შესაძლოა ეყოს მოგონებები… მისი ცხოვრება ერთერთ ფილმს მაგონებს „candy”-ის . დაახლოებით , ასე შეიძლება აიღწეროს მათი ურთერთობა . ანაბელი მეოცნებე , მზრუნველი , მოსიყვარულე არსება . რომელმაც საკუთარ თავზე მეტად შეიყვარა იგი. ურთიერთობამ ფერი იცვალა , კრისის სამყაროში ჩარჩა მისი არსება , რომელიც წამიერ კაიფში პოულობდა შვებას . იცით? ასეთიც ბედნიერი იყო, მას ხომ თან სდევდა უამრავი მოგონება, მასთან ხომ უამრავი კრისი იყო . ასეთი როგორსაც ყველა იცნობდა და ისეთიც რომელიც მხოლოდ მან იცოდა . არასდროს ლაპარაკობდა , ყოველთვის ნიღაბსამოფარებული დადიოდა . მხოლოდ ერთეულებს ესმოდა მისი დუმილი. ის თვალებით ყვებოდა ამბავს , გვიყვებოდა ძალიან ბევრს . ყოველთვის „მხიარული , უდარდელი“ , იარების კოლექციონერი , დიდხანს რომ იხანგრძლივებდა ჭრილობების მოშუშებას . გოგონა , რომელმაც წარსული ერთადერთ თვითგადარჩენის წყაროდ აქცია . სურათებზე აღბეჭდილი ყოველი კადრი მოგონების, ღრმა ნაირევი ნაკვალევისა , რომელიც მან დაუტოვა . მას მე ყველაფერი მივეცი რაც კი შემეძლო , ყველაზე ძვირფასი საკუთარი თავი მივუძღვენი და მთელი ჩემი დრო მისად ვაქციე. არა ეს მხოლოდ ფილმებში არ ხდება , რეალურად შეიძლება გიყვარდეს ისეთი სიღრმით ,თავის დაღწევა აღარ გინდოდეს . უკვე ერთად თანაცხოვრებას ვგეგმავდით , უცებ ყველაფერი შეიცვალა . არა, არა თქვენ მე ვერ გამიგებთ . ერთეულების ხვედრია და აი ის ერთერთი მათგანი მე ვარ . გიკვირთ არა?! რატომ გადავწყვიტე ამხელა თავდადება. გეტყვით : სიყვარული სივრცითი ფენომენია , ის ქმნის საკუთარ სივრცეს დროში . უამრავ თავგადასავალს გიმზადებს , რომელიც მოგონებებად აღბეჭდილ კადრებს ტოვებს ჩვენში . მითუმეტეს ჩემი მსგავსი , მეოცნებე გოგონებისთვის უფრო სიღრმისეული ახსნები მოეძებნება სიყვარულს . მაგრამ ამაზე ბევრს არ გესაუბრებით . როდესაც გიყვარს , გიყვარს და მორჩა . შეხვედრის დღიდან კი იწყებ მოგონებათა შეგროვებას . ყოველი დღე გჩუქნის ახალს , ამ ყველაფერს კი ერთ სკივრში ინახავ . საბოლოოდ გრჩება ადამიანი , რომელმაც შენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მიისაკუთრა და დრო , რომლის დაბრუნებაც მხოლოდ მოგონებებს შეუძლია. მე ის არ დამიკარგავს, როგორ შეიძლება დაკარგულად ჩავთვალო ადამიანი, რომელმაც ამხელა კვალი დატოვა ჩემში. რომლის ყოველი მიმიკა ისევ სილუეტივით თანმსდევს. გალიაშია მოქცეული ჩემი ცნობიერი, სადაც ერთადერთია იგი ,რომელიც ქაოსურად ტრიალებს გამომწყვდეული. თვითონაც ცდილობს თავის დაღწევას, მაგრამ ამაოდ. მიფრინავს და წამიერად ფრთები ეკვეცება. მისთვისაც მტკივნეულია , გამომწყვდეული გრძნობდეს ყოველი დარტყმის სიმძლავრეს. ზოგჯერ ვეღარ უმკლავდება, სადღაც სიღრმეში მიიმალება და სუნთქვას იწყებს. აი მაშინ , წამლების , ალკოჰოლისა ან უამრავი ბალახეულით გაბრუებლს ტკივილები რომ უყუჩდება. ჰგონია , უფრო მარტივი იქნება ცხოვრება თუ რეალობას გაექცევა, ხოლო გამოფხიზლებისთანავე წარსულში იქექება. საბოლოდ სიცოცხლის ხალისს კარგავს .საკუთარ ილუზიებში იკარგება ,რელობას აღიქვამს მაგრამ უკუაგდებს. სკივრი დიდი ხნის წინ გააღო , ყოველ დღე თითო მოგონებას აღვიძებს , დროს უკან აბრუნებს და მომავლისას წარსულში კარგავს. ყველამ იპოვა თავისი წილი ბედნიერება, ამ პატარა გალაქტიკაში და მას სიყვარული უწოდა . მასაც ხვდა თავისი წილი სიყვარული , მის ბედნიერებას კრისი ერქვა . სტუდენტობის ხანა დაიწყო , ახალი ნაბიჯები უცხო ქალაქში , სხვა გარემოში აღმოჩენილს მხოლოდ ისღა ჰყავდა , რომელიც „ოჯახის“ სურნელით იყო გაჟღენთილი. მასში ხედავდა სახლს , სითბოს , მზრუნველობას რაც ყოველთვის აკლდა ბავშვობაში . მამამ ადრე მიატოვა ოჯახი . პირველი მიტოვებაც აქედან დაიწყო . მანძილმა გაანადგურა ყოველგვარი გრძნობა მამის მიმართ , რწმენა რომ ის კვლავ დაბრუნდებოდა წლებთან ერთად გაქრა . შემორჩა კრისი და სამყარო , რომელშიც ცხოვრობდნენ მხოლოდ ისინი . თანდათან გაქრნენ პატარ პატარა ადამიანები მისი ცხოვრებიდან , მეგობრები . აღარავინ უნდოდა , ვეღარავისთვის პოულობდა დროს . ხშირად მოგზაურობდნენ ქვეყნის სხვადასხვა მხარეს . პატარა ხის მყუდრო სახლებში პოულობდნენ ბედნიერებას . წყდებოდნენ გარე სამყაროს, ქმნიდნენ საკუთარ სამოთხეს დედამიწაზე . პირველი ტკივლიანი ბედნიერებაც მასთან განიცადა . ახლა უფრო ახლობელი გახდა კრისი მისთვის . იგი შეიგრძნობდა საკუთარ სხეულში მის სხეულს და ერთ მთლიანობას ქმნიდნენ . სხეულები ერთმანეთს იზიდავდნენ , ვნება მატულობდა . გულიც უკვე სხვანაირად ცემდა . ყოველი შეხება მსუბუქი ჰარმონიის ნაწილია. დღე , რომელმაც ყველაფერი შეცვალა .( ეს იყო დასასრული , ან ახალი საწყისი ცხოვრებისა ) შემოდგომის ბურუსით მოცული დღე იყო , ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშავდით , დიდი ჟრიამული გავმართეთ. მის მოსვლას არ ველოდი ვიცოდი , რომ მოსვლას ისედაც არ აპირებდა . ჩემდა გასაოცრად მოვიდა , მიმსა გამოჩენამ ამაფორიაქა, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ბიჭებმა მოსაწევი „გაჩითეს“ , გადავწყვიტე რეალობას კვლავ გავქცეოდი . დოზა მეყო კაიფისთვის , მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართა როგორც ველოდი . “პრიხოდი” 2–3 წუთში დაიწყო , ღრმად შემიყვანა წარმოსახვაში , ალბათ ქვეცნობიერში ჩამალული კადრები ამომიტივტივდა . არასდროს მქონია ასეთი შეგრძნებები , კანკალმა ამიტანა . ქუჩებში სიარული მომინდა , არ დავაყოვნე სახლიდან გავედი . ირგვლივ ყველაფერი გამქრალიყო , ვერაფერს ვხედავდი სიცარიელის გარდა „დავიზმენდდი“ . ჰალუცინაციები დამეწყო , ყველაფერი ქრებოდა და ისევ ჩნდებოდა . ვითრგუნებოდი და ყვირილს ვცდილობდი , მაგრამ ტუჩებს ვერ ვამოძრავებდი . მოულოდნელად კრისი გამოჩნდა , წინ გადამეღობა და მელაპარაკებოდა . მიყვებოდა როგორ უჭირდა ჩემ გარეშე . თავის შეცდომას ნანობდა , მეუბნებოდა რომ არასდროს ეყვარებოდა მსგავსად არავინ . უმძიმდა ჩემთვის ეთქვა , რომ სხვაში გამცვალა. ჩრდილი ნელნელა ქრებოდა და სადღაც სიღრმეში იკარგებოდა . ბურუსში გავეხვიე და ყველგან მას ვეძებდი , დავდიოდი და ვეძებდი გაუჩერებლად . კადრები სწრაფად იცვლიდნენ ადგილს . განწირული ყვირილის ხმა ჩამესმოდა , ის მეძახდა მაგრამ არსად ჩანდა. მოულოდნელად ტყეში აღმოვჩნდი , მგლების ყმუილი ექოს გამოსცემდა .ვხედავდი მის სილუეტს მგლის ტანით, დასაგლეჯად მომსდევდა. სიუჟეტი მალევე შეიცვალა , ახლა უამრავ ხალხში ამოვყავი თავი . ყველასთან ვცდილობდი საუბარს მაგრამ პასუხს არავინ მცემდა, ვერავინ მამჩნევდა . მაღალ შენობასთან მივედი , უამრავ ადამიანს მოეყარა თავი . ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ისევ მას ვეძებდი . მისი სილუეტი წინ გადამიდგა ხელი მაგრად ჩამკიდა და ხიდთან მიმიყვანა. ანაბელ ნახე , ვხტები … უცებ გაქრა ყველაფერი , ისევ სიბნელე . შორიდან სინათლე გამოჩნდა , მანქანის ბღუილის ხმა და ჰაერში მისი სილუეტი . სულ სისხლიანი კრისი , ვეღარ მივუსწარი… ნელნელა რეალობას ვუბრუნდებოდი , უკვე დილა იყო . საშინელი ბახუსის შეგრძნება მქონდა . მაღაზიამდე ძლივს მივაღწიე, წვენი ვიყიდე და სახლში დავბრუნდი . თითქმის არაფერი მახსოვდა , ნელნელა ვცდილობდი დაწვრილებით გამეხსენებინა ყველაფერი . მხოლოდ ერთადერთი კადრი ამომიტივტივდა გონებაში , სისხლიანი კრისი . ჩამტოვა იმ წამიერ კაიფში , მჯეროდა რომ იმ ღამეს შეეწირა კრისი კატასტროფას. როდესაც შენი სულის მოკავშირეს კარგავ , გრჩება ერთადერთი გზა არსებობისთვის . რჩები წარსულში და ჭკუიდან იშლები, ან ეძებ ხსნას … მაგრამ მაინც რჩება იმედი , პატარა იმედი იმისა , რომ სადღაც მაინც შეგახვედრებს ბედისწერა ადამიანს რომელიც დედამიწაზე თუ არა სხვა სიცოცხლეში მაინც იქნება შენი სულის გამზიარე და მაინც რჩება პატარა იმედი , რომ კვლავ შეხვდებით მარადისობაში ერთმანეთს. ფრთები შეესხა როგორც მას სურდა და ფრინავდა იქ , ჩვენ საოცნებო „სამოთხეში“ . იმ დღის მერე , მე მას რეალობასთან „დაცემული ანგელოზი“ ვუწოდე . გამოანათებს , ხო ხანდახან ასეც ხდება . ყველა დარდს რომ შეიგროვებს , მერე იცის . გამოანათებს თან ისე ძლიერ , ირგვლივ სამყაროს ფერი ეცვლება. წვიმიან ღამეს , ერთ საბედისწერო დღეს , ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს … |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.