შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამალობანა


16-07-2017, 01:56
ავტორი L LI
ნანახია 1 591

დამალობანას თამაში მიყვარს, რეალურ ცხოვრებაში. ვიმალები, ჩრდილში ვდგები იმ იმედით, რომ მიპოვიან. მპოვნელი კი არ ჩანს. არ მიკვირს- ყველა იმისკენ მიილტვის, რაც ბრწყინავს... როგორც იქნა ვაცნობიერებ, რომ მე თვითონ ვყოფილვარ ჩემი თავის მტერი. ჩავიკეტე გალიაში, სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე ერთადერთი გასაღები, რომელიც კარს გააღებს, სამუდამოდ გამათავისუფლებს ეჭვებისგან. ვფიქრობ და ვერ ვხვდები რატომ ვიმალები. ალბათ არ მიყვარს ჩემი თავი, იქნებ არც არასდროს მყვარებია... სისულელეა საკუთარ თავს აყენებდე დარტყმებს და კვლავ იმავეს აგრძელებდე. თავშესაფარში შეყუჯული ვწერ ათას შავ ისტორიას. არ მომწონს, მაგრამ მაინც ვწერ, იმის ნაცვლად რომ მეც გავფერადდე. შორიდან ვუმზერ სხვებს და ვხედავ განსხვავებას მათსა და ჩემ შორის. ვხედავ როგორი თავისუფლები არიან ისინი. ამ დროს მინდება მეც გამოვიდე გალიიდან, ვთქვა, რომ მეც შემიძლია ფრენა, თუმცა როგორც ფრთამოტეხილი ჩიტი მაინც ვშინდები. ისევ გალიაში ვბრუნდები...

ცხოვრებაში ყველას სხვადასხვა როლი აქვს. ზოგი მზეა, ზოგი ვარსკვლავი... მე მთვარე ვარ. ქვის ცივი სხეული, რომელიც მხოლოდ სიბნელეში ჩანს. როგორ მინდა ოდესმე გამოანათოს, იქნებ გამოჩნდეს სინათლე, რომელიც გამათბობს და გამანათებს...

კარგად ვიცი, ყველა ადამიანი თავადაა საკუთარი თავის მტერი და თავადაც უნდა ეძიოს ხსნა. ერთადერთი გასაღები სადღაც მოვისროლე, ვერ ვპოულობ. კვლავ ვაგრძელებ დამალობანას თამაშს...



№1  offline მოდერი bla.ell

გამორჩეული ხარ...ძალიან მომწონს შენი "უნებლიე" ჩანახატები...ვჰიჟდები შენს შემოქმედებაზე...❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent