როცა ადამიანი გენატრება
როცა ადამიანი გენატრება დაახლოებით 3 კვირაა , რაც ის ადამიანი არ მინახავს, რომელზეც ცალმხრივად ვარ შეყვარებული...ცალმხრივად , რადგან არვიცი ის რას გრძნობს , ამ თემაზე მასთან არ მისაუბრია. ჩემი მეგობრები ყოველთვის მეკითხებიან ''რატომ? რატომ არ წუწუნებ რომ გენატრება? დარდს გულში რატომ იკლავ? როგორ ძლებ? როგორ შეგიძლია ასე იცხოვრო? როგორ ირჩენ თავს? '' მე კი ყოველთვის ვპასუხობ ''ფიქრით, ფიქრით იმაზე , რომ ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინაა და ეს მხოლოდ დასაწყისია'' სადაქალოში ფილოსოფოსს მეძახიან მაგრამ , რაც მართალია მართალი. არასდროს ვჩქარობდი მასთან ურთიერთობის ძალიან მალე დაწყებას, არმინდა , რადგან ხშირ შემთხვევაში ასეთი ურთიერთობა ძალიან სწრაფად მთავრდება. მე უბრალოდ წყლის დინებას მივყვები და არმინდა , რომ წყლის სისწრაფეს გავუსწრო. ცხოვრებაში რაღაც მუღამი ხომ უნდა მქონდეს :დ არ მიყვარს წუწუნი იმაზე , რომ მენატრება , არც თქვენ გირჩევთ ამას . ვიცი ზოგჯერ ისე გენატრებათ საყვარელი ადამიანი , რომ თითქოს გრძნობთ ყელში ბურთულა , როგორ გეჩხირებათ და სუნთქვის საშვალებას არ გაძლევთ,სხეული გიხურთ , მისი ნახვა ძლიერ გინდათ 1 წამით მაინც, მხოლოდ ერთი წამით შეგეხედათ მისთვის, მაგრამ წუწუნით ვერაფერს გახდებით , ასე დადგე და იწუწუნო რო ვერ ძლებ, აღარ შეგიძლია, გენატრება, ის იმწამს თქვენს გვერდით არ გაჩნდება და არც სადმე შეგხვდება.. მონატრება ძლიერი რამაა. ადამიანს ყველაზე სუსტ წერტილში ურტყავს , ატირებს , ცრემლებად ღვრის, ხშირად ღამეებს ათევინებს , მაგრამ თუ აქედანვე არ მიეჩვიეთ უმისობას მერე გაგიჭირდებათ...ძალიან გაგიჭირდებათ მისი მიტოვება, დავუშვათ ყოველდღე ხედავ მას , არ გრძნობ უმისობას, არ გენატრება იმიტომ, რომ ზედმეტად ხშირად ნახულობ , მერე რაღაც მოხდა და დაშორება მოგიწიათ , აიი მერე რაღას იზავთ? წარმოიდგინეთ როგორ გაგიჭირდებათ იმ ადამიანის მიტოვება, რომელიც სულ თქვენ გვერდით იყო. ამას ჯობია რამდენიმე დღე ერთმანეთი არ ნახოთ , შემდგომ კი მონატრებულზე ერთმანეთს ძლიერ ჩაეხუტოთ , თვალებში ჩახედოთ და იგრძნოთ ერთმანეთის მონატრება <3 მონატრებულზე ერთმანეთის ნახვა ყველაზე მაგარი რაღაცაა <3 <3 ასე , რომ თუ თქვენი შეყვარებული/ქრაში გენატრებათ ამაზე არ დაიწყოთ წუწუნი , რადგან გახსოვდეთ ''ყველაფერი საუკეთესო , მოულოდნელად ხდება'' <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.