წამოდი ჯონათან, უფალთან ავფრინდეთ ...
https://www.youtube.com/watch?v=Rvczp4ejcF8 წამოდი ავფრინდეთ…ვიფრინოთ ზეცამდე, უფლამდე ჩვენ ტანის ფარფატით ავიდეთ. სიყვარულ დაღლილი ღრუბლებზე ჩამოვჯდეთ, ავფრინდეთ ჯონათან… უფალთან ავფრინდეთ… წამოდი ავფრინდეთ, სიყვარულს გასწავლი, რაც დამრჩა დამთბარი ჩემს სულში დაგიკრეფ. ხომ იცი, რომ ცაში საზღვარი არ არის, მეც შენთან წამოვალ – მარტო ვერ გაგიშვებ. დღეს შენ ხარ ჯონათან დიადი თოლია, მოსწავლე სიკვდილის ანგელოზს “აწიწკნე”, ეშმაკად შეგრაცხეს, მაგრამ არ დავარდი არც მიკვირს ფრენა ხომ სიხარულს განიჭებს. წამოდი ჯონათან, პირობა მომეცი, პირობა რომ მე ხელს არასდროს გამიშვებ. ფრენის დროს სადმე თუ საზღვრები შეგვხვდება, გავრღვიოთ, როგორც ის აქამდე გარღვიე. წავიდეთ ჯონათან, მიწაზე მოგვკლავენ, ჰაერში ამ ფილტვებს გრძნობებით ავივსებთ. ვიფრინოთ მანამდე სანამდეც უფალი, ჩვენ მასთან შეხვედრის ლამაზ დღეს დაგვიდგენს… ჩუმი ‘პოეტესა’ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.