შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცარიელე სულში


22-07-2017, 21:40
ავტორი Anka ))
ნანახია 2 041

აღმოჩნდა , რომ ყველაფერი რისიც გვწამს ადრე თუ გვიან სრულდება . ყოველივე ეს იწვევს უდიდეს ტკივილს . სინამდვილეში ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერნი , რადგან ეს ყველაფერი იყო , ეს ყველაფერი განვიცადეთ.
ჩვენ ვიცით , რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება , თუმცა ჯერ კიდევ ვერ ვეგუებით ყოველივე ამას . სწორედ ესაა უდიდესი ტკივილის გამომწვევი მიზეზი.
სისულელეა , როცა გპირდებიან სამუდამოდ შენს გვერდით ყოფნას.
სისულელეა , როცა მარადისობის გვჯერა .
მარადიული არაფერიაა !!!! არც სიყვარული .
სიყვარული ... ამ სიტყვის გაგონებისას უდიდეს ტკივილს ვგრძნობ. ტკივილი გამოწვეულია იმედგაცრუებით, მარტოობითა და სიცარიელით. ხო, სიცარიელიით !!! იმხელა სიცარიელემ დაისადგურა სულში , რომ ვერც კი ვავსეებ . ძალიან ბევრჯერ ვეცადე ამომევსო ყვავილებით , ცისარტყელებით , პეპლებით , მაგრამ ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა .
ყველა ამბობს , განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვაო , მაგრამ მე უკვე ამის იმედიც დავკარგე . იმედებიც პეპლებივით მომიკლეს , ჩქარა , ჩუმად და აუღელვებლად . მომიკლეს პეპლები , რომელსაც სულში ვინახავდი . პეპლები , რომლებიც დაფრინავდნეენ ჩემს მუცელში ნიშნად ბედნიერებისა !! შემდეგ დამტოვეს მარტო ... ხო , ამისთვისაც გამიმეტეს ...
ახლა წვიმს .
მე ხომ ძალიან მიყვარს წვიმა. ყველა საუკეთესო მოგონება წვიმასთან ერთად დამიტოვეს .
მე ვეღარ ვუძლებ ამდენს . ჯანდაბა !!!
მძულს ყველა გზა , რომელიც შენამდე არ მოდის .. მძულს ყველა ქუჩა სადაც ბედნიერად მივაბიჯებდით ერთმანეთზე გაგიჟებით შეყვარებულები .. მძულს ყველა სკამი სადაც ვისხედით და სიყვარულით სავსე თვალებით ვუცქერდით ერთმანეთს.. მძულს საკუთარი თავი , რადგან ვერ შეძლო შენი შეძულება .. ოდნავადაც ვერ შეძლო ..
ალბათ ყველაფერი ტყუილი იყო და მართლაც ჩემნაირი გოგოები არ უყვარდებათ.
ჩემნაირ გოგოებზე ფიქრში, არავინ ათენებს ღამეს.
მომაბეზრებელი ხდება გვერდით ჩემნაირი გოგოს ყოლა, ჩემნაირი ხასიათებით, ჩემნაირი სიტყვებითა და ჩემნაირი გრძნობებით.
და, უბრალოდ მიდიან.
უთქმელად, უსიტყვოდ, უკან მოხედვის გარეშე.
მიდიან და მათ ცხოვრებაში ჩემნაირი გოგო კი არა, ცარიელი ფურცელი რჩება, რომელზეც ახალი ამბის გადაწერა ისე შეიძლება, ძველის კვალიც რომ არ დაემჩნეს საშლელით გაუხეშებულ ფურცელს.
შემდეგ, ახსნა მხოლოდ ისაა, რომ ასეთი ხარ.
რომ თავიდანვე გაგაფრთხილეს.
რომ არ უნდა ნდობოდი ზედმეტად.
რომ არ უნდა გქონოდა იმედები, რადგან შენნაირი გოგოები ბოლოს ყოველთვის მარტო რჩებიან.
იმიტომ, რომ შენნაირები არიან.
ჩემნაირი გოგოები ბევრს იცინიან და ბედნიერებიც არიან. მარტივად ბედნიერები. ჩიტივით აფართხალებული გულით და აკანკალებული მუხლებით.
ბედნიერები არიან შენნაირებთან ყოფნით და ცდილობენ გახდნენ შენნაირები.
ბოლოს, იშლებიან.
საკუთარ თავსაც კარგავენ, იმასაც, ვისაც ემსგავსებოდნენ და გაგრძელების სურვილსაც.
ხვდებიან, რომ ვერასდროს მოიშორებენ იარლიყს. ვერასდროს გახდებიან სხვანაირები.
არასდროს შეიყვარებენ ისე, როგორც ამას მათნაირ გოგოებზე დაწერილ წიგნებში ყვებიან.
არასდროს მოექცევიან ისე, როგორც ამას მათნაირ გოგოებზე გადაღებულ ფილმებში აჩვენებენ.
და ნებდებიან.
შემდეგ წვანან ჩემნაირი გოგოები, ჩემნაირად გულაღმა და ჩემნაირ ფიქრებს ახრჩობინებენ თავს.
და იმ მომენტში, ვერც კი წარმოიდგენენ, სხვაც თუ შეიძლება იმავეს გრძნობდეს.
თუმცა, როგორი ჩემნაირი, შენნაირი, ან მისნაირიც არ უნდა იყო, ვერასდროს იქნება გრძნობა იგივე. შეიძლება იყოს იგივე ცრემლები , მიზეზები , ემოციები. გრძნობები, არა.
არც გამოგონილი პრობლემები სჭირდებათ ჩემნაირ გოგოებს და არც ხელოვნურად შექმნილი ისტორიები.
ჩემნაირად ყოფნაც საკმარისია.
ისეთად, როგორიც უნდა ვყოფილიყავი, ალბათ, ყველაფერი რომ გამეგო.
ყველაფერი მეგრძნო.
და ბოლოს, მაინც გამეღიმა.
რადგან, ასე მოხდა და მე, ასეთი ვიქნები სულ.
მაშინაც, ჩემნაირი გოგოებიც რომ შეწყვეტენ ჩემნაირ ამბებზე წერას...
საბოლოოდ ვრჩები უკიდეგანო სიბნელესთან მარტო და ჩემი ოპერატიული ფიქრებიც მაშინვე ჩემს ირგვლივ იწყებენ ფრენას. ხდება ხოლმე , მთელი არსებით ცდილობ საყვარელი ადამიანის შენარჩუნებას , თუმცა არაფერი არ გამოგდის. აუცილებელი არ არის ყველა გიგებდეს , მაგრამ ხანდახან პატარა სითბო , ყურადღება და დაფასებაც სასიამოვნოა ხოლმე . ყველა გულღია , უბრალო და გამგები ადამიანი მეგონა . ხო , ამას ისევ ჩემს გულუბრყვილობას დავაბრალებ . ნელ-ნელა ვეჩვევი იმედგაცრუების სასტიკ და დაუნდობელ გრძნობას ... გრძნობას , რომელიც შიგნიდან განგრევს , განადგურებს და საბოლოოდ გტოვებს მოსიარულე გვამს . გვამს , რადგან სიცოცხლის ყველა ნაპერწკალი ჩაგიქრეს , რადგან სული მოგპარეს , რადგან არაადამიანური ტკივილისთვის გაგიმეტეს და მიგაგდეს მტვერშერჩენილი ძველი წიგნივით , რომლის წაკითხვის სურვილი მისი ფერადი ყდის გამო გაუჩნდათ მხოლოდ.
ცუდია როცა დიდ გრძნობებსაც გაუდის ვადა და იძულებით ვეგუები შენს არყოფნას . იცი ძვირფასო ყველაფერს ვისურვებდი სიცოცხლის გარდა , რადგან იმდენად გაუსაძლისია ტკივილი , რომ კოჭებიდან კისრამდე მახრჩობს.
შემომხედავენ და ფიქრობენ რა ბედნიერიაო , მაგრამ რა იცის მეგობარმა რა ტკივილს ვინახავ სულში. გულსა და გონებაში ყველაფერი თავდაყირა დგას . შევინახე შენი ყველა სიტყვა , ჩემი მისამართით ნათქვამი და ვხვდები , რომ ყოველ გახსენებაზე თავიდან ვკვდები ...
ყველაზე საშინელი მომენტი მაინც ის ყოფილა , როცა უმწეობას გრძნობ , როცა დგახარ სარკის წინ და ვერ გაგიგია ვინ ხარ . დგახარ რეალობის წინაშე და იცი , რომ შენ ვერ შეცვლი მას . მხოლოდ ერთს ვფიქრობ : უნდა გავიქცე , უნდა ვიბრძოლო , უნდა გადავრჩე ... ვეძებ ძალებს , მაგრამ ვხვდები , რომ სულთან ერთად ისიც ამომაცალე . სწორედ ამიტომ ვერ გადავრჩები. დადგა მომენტი , როცა უკვე აღარაფერი აღარ მიკვირს. დილაობით იმდენად ცარიელი ვარ , რომ სარკეში ვერ ვიხედები , მეშინია. დღესაც ცარიელი ვიყავი . სიცოცხლის სურვილს ვკარგავ.
საბოლოოდ მაინც ერთ აზრზე ვრჩები . ნამდვილი მამაკაცი თავის მზეს იაფასიან განათებაში არ გაცვლის . შენ კი არ ყოფილხარ ნამდვილი მამაკაცი !!
იცი ძვირფასო , მე ვერ გავუძლებ ამდენს და გადაგიყვარებ . ერთ ამოსუნთქვას ამოვაყოლებ ყველა გრძნობას . მერე ჩემს ფიქრებსაც გავატან წვიმას და ბოლოს აუცილებლად გამოჩნდება სახელი , რომელიც შენსას გადააქცევა მტვრად !!


პ.ს ძალიან გთხოვთ , ვინც წაიკითხავთ , ყველამ გამოხატეთ თქვენი აზრი . ეს არის ერთი ამოსუნთქვით დაწერილი ჩანახატი და დიდი იმედი მაქვს იგრძნობთ იმ ყველაფერს რაც მასში დევს ... იმედი მაქვს მოგეწონებათ



№1 სტუმარი სტუმარი მარი

მთელი სხეულით ვიგრძენი ეს სუტყვები,გული მტკივა რადგან ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი რომელმაც სიცოცხლის აზრი მიზანი მიზეზი დაკარგაა მათ რიგებში მეც ვდგავარ სამწუხაროდ...ძალიან მომეწონა ის რაც წავიკითხე მარლიბა ამისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent