მკვდრის წერილები
მკვდრის წერილები (20.10.16) და ალბათ გავგიჟდი... (31.10.16) ჯდები ფანჯრის რაფაზე, კალთაში კატით, და გრძნობ სიცივეს. ოთახში გამეფებულა და აუტანელ სიჩუმესთან ერთად დაუმძიმებია ჰაერი. ლონდონში ისევ წვიმს. მარტოობა ჩამეხუტა და აღარ მშორდება... (20.11.16) ექიმმა ანორექსია გაქო.... ნეტა იმის ბრალია რომ აღარ მშივდება? მენატრები. შენი ჩახუტება მენატრება... (31.12.16) ღვინის ჭიქით ხელში, ჩახუტებული კატასთან ,ვზივარ ფანჯრის წინ და გავყურებ ახალი წლის ღამეს. ამდენი სინათლე თვალებს მტკენს. ნეტა როდის მობეზრდება ხალხს ეს ყალბი ბედნიერება? მაქ ზემოთ როგორია ახალი წელი ნეტავ. მიყვარხარ... (15.01.17) აქ თოვს..... ის მახსენდება ერთად რომ ვგუნდაობდით და პირველი კოცნა რომ მომპარე. გაბრაზებული ვიყავი მაგრამ ძალიან მიხაროდა. რამდენი თოვლი გაჭამე გახსოვს? ნეტავ აქ იყო. (25.02.17) სიგარეტს მივეჩვიე.... დავჯდები კატასთან ერთად ფანჯრის წინ , გვერდზე დავიდებ ღვინის ჭიქას, გავაბოლებ სიგარეტს და ვცდილობ შენი ყველა ნაკვთი გავიხსენო. მიყვარხარ.... (3. 03. 17) ექიმმა ანორექსიას ვეღარ ვაჩერებთო. მოვკვდები... შენთან მოვდივარ _____________________________________________________ და ზუსტად მის დაბადების დღეზე აუსრულდა სურვილი, რომელსაც აგერ უკვე 2 წელია იფიქრებდა. თავის საყვარელ მამაკაცთან ჩახუტებული გადაყურებდა ზემოდან სამყაროს და სულაც აღარ ღელავდა მომავალზე. რადგან უკვე ისისნი იყვნენ უსასრულობა. ბავშვებო, ეს ჩემი სულ სულ პირველი ისტორიაა და მინდა შემოფასოთ. იმედია ძალიან ცუდი არ იქნება. აუცილებლად დააკომენტარეთ მოგეწონათ თუ არა. წინასწარ მადლობა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.