შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ როგორც მკვლელები...


28-07-2017, 03:42
ავტორი chex
ნანახია 1 319

რამდენიმე დღე გავიდა, მას შემდეგ რაც გადაბმულად სახლში ვარ. გარეთ გასვლა არ მინდა. ვხვდები რომ ეს სამყარო ჩემთვის არ არის. ვხვდები რომ რაღაც სხვა მინდა ამ ცხოვრებისგან. ვებრძვი საკუთარ გონებას და ვარწმუნებ საკუთარ თავს, იმაში რაც არ არსებობს. ვეუბნები რომ წამოდგეს და გაიხედოს რა მშვენიერია სამყარო. სამყარო მშვენიერი სულაც არ არის. გავდივარ რომ სუფთა ჰაერი ვისუნთქო და მაინც, მე ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ ჩახუთული ჰაერის გარდა. მგონია რომ ვგიჟდები. ღერს ღერზე ვუკიდებ მთელი დღის განმავლობაში. უკვე იმდენს ვეწევი ალბათ ჩემს ფილტვებს უკვე თამბაქოს ფორმა აქვს. გიჟი არვარ მაგრამ არც დალაგებულის მეტყობა რამე. მივსტირი 5 დღის ისტორიას რომელიც წესით ჩემთვის არაფერს უნდა წარმოადგენდეს. ვინ იყო ის? ან ვინ ვარ ახლა მე? რად ვიქეცი. აზრზე არვარ არაფრის. რატომ შეცვალა ადამიანმა ჩემი ცხოვრება ასე რადიკალურად. მიმიყვანა ეკლესიამდე დღეს. ეკლესიამდე რომლის რწმენაც არ გამაჩნდა. ბოლოს კი გამიჩნდა სურვილი სულიერი მოძღვარიც კი მყოლოდა. ის უბრალოდ ადამიანი სასწაულია. მოძღვარი რომელსაც დროც კი არ გააჩნია. არვიცი მე დრო საერთოდ რატომ დამითმო. ალბათ ტელეფონში განწირული ადამიანის ხმა გაიგო და შეეცოდა.
ახლა მახსენდება ერთი ფაქტი. როცა მე და ის ერთ ადგილას ვიწექით ერთდროულად ვფიქრობდით არეულ ცხოვრებაზე. ის ჩემი სუსტი წერტილი იყო. ბიჭი რომელიც ვერ დამავიწყა დრომ. განუმეორებელი კოცნით და შეხებით. მას ახლა ოჯახი აქვს მე კიდევ, მე ისევ გაუბედურებულ პერსონად ვრჩები სხვა არაფერი.ხელები მიკანკალებს ნარკომანივით. ახლაც მოწევა მინდა ან სულაც დალევა და კვალის არევა ნორმალური ცხოვრებისთვის. მან იცოდა რომ ჩვენი ერთად ასე ტკბილად ყოფნა არ გასტანდა დიდხანს, მაგრამ მაინც მომიყვა საკუთარი ცხოვრების ლაქის შესახებ. მისი გონება თითქოს არეულიყო არიცოდა რა ელოდა წინ. არარის მარტივი 2 ადამიანის მოკვლა და ეს ყველაფერი უკვალოდ. მაგრამ მე მესმის მისი რაც არ უნდა ვთქვა და რაც არ უნდა გავაკეთო. მას ჩემი სწამდა და იცოდა ერთ ლამაზ დღეს წარმატებული ქალი ვიქნებოდი და არა პატარა ბავშვი რომელიც მის ხელზე იწვა ნახევრად შიშველი. მან თითქოს იცოდა ხვალ ზეგ რა დამემართებოდა. იგივე მიზეზით გამოასალმა სიცოცხლეს ორი ადამიანი. ქალზე ძალადობისთვის ნებისმიერი უნდა გაიწიროს სხვა არაფერი. იცით როგორ მინდა რომ ახლა ჩამეხუტოს?! არა მისი ჩახუტება არმინდა ახლა მასთან მხოლოდ საუბარი დამამშვიდებდა. არ მეგონა იგივეს სხვასთან თუ განვიცდიდი ოდესმე და მისნაირი კიდევ ერთი გამომეცხადა. ადამიანი რომელმაც ხელი ჩამჭიდა და მომატარა ქუჩები, თითქოს მისთვის ძვირფასი ვყოფილიყავი.
ახლა წასვლას ვაპირებ გავა დრო და მასაც დავავიწყდები. მკითხა თუ რას ვიზამდი მისი დაკარგვის შემდეგ. მე კიდევ როგორც ყოველთვის გაღიმებული სახით ვუპასუხე:
-წავალ...
-სად წახვალ?!
-ალბათ იმ ქალაქში სადაც ჩემი ცხოვრების ლაქები ისევ ერტყმის სამყაროს გარს.
-იცი რატომ დავინტერესდი შენით?
-რატომ?
-შენი წარსული, ის ხომ არავისას გავს. შენი ღიმილი ის ხომ ყველას ნამდვილი ჰგონია და მე შევძელი მისი აღმოჩენა ისე როგორც გულწრფელის. და ბოლოს იცი რატომ მინდა შენს გვერდით ყოფნა?
ამის შემდეგ გავაწყვეტინე. ზოგადად არ მიყვარს როცა ჩემზე საუბრობენ.
მივეჩვიე ღამე გარეთ გასვლას. გაპარვას ჩემი მეზობლებისგან. ახლაც გავიპარე, ოღონდ მხოლოდ მოსაწევად. ვიცი რომ ის ახლოს აღარ არის. არც სახლთან მელოდება და მაინც მენატრება. მენატრება მისი ხელების მოხვევა, მისი ხელში ატაცება, კოცნა და ალერსი. ვცდილობ განვიწმინდო და ისიც ისე გავუშვა ჩემი ცხოვრებიდან როგორც სხვა დანარჩენი ყველა მამაკაცი რომ არ ვისწავლო გრძნობების გამო საკუთარი თავის დაკარგვა. უბრალოდ სულელი ვარ მეცინება საკუთარ თავზე. რამდენიმე დღეა მეგობრები მოდიან და მათ ისევ საწოლში ვხვდები. არ შემიძლია ავდგე. მენატრება?! ეს არის ნეტავ მიზეზი?! ... ეს უბრალოდ დიდი სიგიჟის ნაწილია სხვა არაფერი. სიგიჟის რომელსაც ბოლო არ უჩანს.
მკვლელი ურთიერთობაში ყოველთვის არსებობს. ყველა ადამიანი მკვლელია რომელიც ლამაზ ურთიერთობას ასრულებს. ამ შემთხვევაში მე აღმოვჩნდი მკვლელი. ჩვენ ადამიანები ყველა მკვლელები ვართ. ვკლავთ და ვერ ვხვდებით, ვანადგურებთ და გვიხარია... გადის დრო და ვწუხვართ მაგრამ თავად ეს წუხილიც კი აღარ არის მარადიული. მარადიული მხოლოდ მოგონებებია რომელიც ერთ ლამაზ დღეს თავს აუცილებლად შეგვახსენებს. აი მაშინ კი მივხვდებით თუ როგორ გვჭირდებოდა და შევეკითხებით საკუთარ თავს რის გამო დავკარგე?!
მე მაქვს ამაზე პასუხი...
-მან დამკარგა თავად... მე კი უბრალოდ გავუშვი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent