შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზე.შეხვედრა.


6-08-2017, 13:35
ავტორი on lee wan
ნანახია 1 278

თავიდან გგონია რომ გაგიჟდები, უბრალოდ ვერ გადაიტან, ჭკუიდან შეიშლები, ას, ათას, მილიონ ნაწილად დაიშლები და მაინც ვერ გადაიტან იმ ტკივილს, რომელსაც სულში გრძნობ. გულს იხოკავ ბასრი დანებით, ხელებს მოუსვენრად დააფათურებ შიგნით, ყველგან, ყველაფერში. მას ეძებ. გინდა იპოვნო, ხელში დაიჭირო, გულიდან ამოიყვანო და იგრძნო სიმსუბუქე, რომელიც ძალიან გაკლია, მაგრამ ვერ პოულობ და შენი ხელებიც გიჟივით აგრძელებენ დაკრუნჩხულ მოძრაობებს დაკრუნჩხული გულის რომელიღაც მიგდებულ კუთხეში, რათა აშალონ თაროებზე დალაგებული მოგონებები, მიტოვებულ კასეტის ფირებს რომ დამსგავსებიან. ზოგი დაზიანებულიც კია, თითქმის ბოლომდე მივიწყებული, მაგრამ საიდანღაც მაინც შემოიტოვა გულმა, ზოგი კი ისეთი ცხადია, ფირზე შეხებისთანავე გრძნობ მის სიმძიმეს მთელი სხეულით. სული გეყინება, ისე ცხადად იხსენებ მის ხმას, რომელზე კარგი მუსიკა არასდროს მოგისმენია, თვალებს, რომლებსაც გამუდმებით დაატარებს შენს სახეზე, მხრებზე, გულ-მკერდზე, ფეხებზე, გარშემო ყველგან, თითების მოძრაობას,რომლებიც სულ შენკენ მოიწევენ და გიჟდები ! გრძნობ რომ ამჩატდი, მიწას ასცდი, დედამიწამ სიჩქარეს მოუმატა და გიჟივით ტრიალებს. სიმწრისგან თვალებს მთელი ძალით ხუჭავ, მაგრამ კადრები ახლა უკვე შიგნით განაგრძობენ მოძრაობას, რაღაც დადგმული სპექტაკლივით, მთელი სხეული გეწვის, თითქოს გავარვარებული მზის წინაშე დგახარ და მზე გიახლოვდება, რაც უფრო ახლოს მოდის, უფრო ცუდად ხდები, უფრო უჩქარებს დედამიწა ტემპს, უფრო მეტი კადრი ტრიალებს შენში, შიგნით, გული კივილს იწყებს, ყელიდან ამოვარდნა უნდა, ვეღარ იმორჩილებ გიჟი გულის საცოდავ ხავილს, მზე კი თანდათან გიახლოვდება და გრძნობ რომ უკვე ცეცხლი გიკიდია, იწვები. თვალებს კიდევ ერთხელ ხუჭავ იმის იმედით, რომ კადრები გაქრება,მუშტებს კრავ მთელი ძალით, თითქოს მთელ შეგრძნებათა კონას მასში უყრი თავს, მზე კი გიახლოვდება, უკვე იმდენად ახლოსაა, რომ ვეღარ ხედავ ვერაფერს, მისი დამაბრმავებელი სხივების გარდა, ხვდები რომ ეს დასასრულია. მეტს ვეღარ გაუძლებ, მზე ძალიან ძლიერია და ადვილად შეუძლია გაგანადგუროს. თვალებს ისევ ხუჭავ ,ოღონდ ახლა იმიტომ რომ ზღვა შეაჩერო, ზღვა,რომელსაც შიგნით იგროვებდი იმ წამიდან, როცა მზე შეამჩნიე და სული აგტკივდა. მზე კი უკვე შენ წინაა, იმდენად ახლოს, რომ შეგიძლია შეეხო, ხელი მოკიდო, მაგრამ სხეული არ გემორჩილება, არ შეუძლია შენს თითებს კვლავ დატკბეს მისი სხივების სინატიფით, სიმსუბუქით, ზღვა კი ბობოქრობს შენი თვალის საზღვართან და ერთი სული აქვს გადმოხეთქოს ჩანჩქერივით და წალეკოს ეს დაუნდობელი, გიგანტური სხეული, რომელიც ასე გწვავს და თან გაატანოს ყველა ის გრძნობა, რომელიც სულში გიტრიალებს. მზე შენკენ იხრება და ხვდები რომ, ეს მეტისმეტია, არ გინდა კვლავ მის მწველ მკლავებში მოექცე, კვლავ მისი მარწუხები იგრძნო მთელ სხეულზე და გაიბრძოლებ მის წინაშე, თუნდაც უაზროდ, თუნდაც უმიზნოდ, თუნდაც უშედეგობის მოლოდინით. ცდილობ გაიქცე, გათავისუფლდე, მაგრამ სად დაემალები გიგანტურ მზეს?! ვერსად წაუხვალ მის მწველ, ცეცხლისმფრქვეველ თვალებს, შიგნიდან რო გჭამენ, რაღაცას გართმევენ, რაღაცას გპარავენ, ჰაერი არ გყოფნის, ტემოერატურა ყოველგვარ ნიშნულს სცდება, გაქცევა გინდა, გინდა თავს უშველო, მაგრამ სხეულს რომ ვერ იმორჩილებ? ფეხები არ მოგყვებიან, ადგილზე შეშდები, მზე კი გიყურებს, კვლავ ცეცხლისმფრქვეველი თვალებით და უნდა გადაგყლაპოს , მიგითვისოს, შეგინაწილოს.. თვალებს ძალიან ხუჭავ და კვლავ კადრებს ხედავ, ტრიალებს ათი, ასი და ათასი კადრი შენში, შიგნით და თითქოს შენც ტრიალებ მათთან ერთად.მერე კი, ჩრდილს გრძნობ შენ წინაშე, ტემპერატურა ეცემა, ნელ-ნელა ეშვები მიწაზე, საკუთარ სხეულს უბრუნდები, თვალებს ახელ, ჯერ მცირედად, შემდეგ კი უფრო თამამდები. მზე შენ წინაშე აღარაა, არც იმდენად ახლოსაა რომ დაგწვას, ახლა მსუბუქ წვას ზურგში გრძნობ, და ტკივილისკენ ბრუბდები, მზე შენგან მიდის და ქუჩის ბოლოში, ჩიხში უჩინარდება.

და ასე, ყოველი შეხვედრა.






სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent