შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი


8-08-2017, 01:01
ავტორი bluelea
ნანახია 1 444

ჩემს ოთახს, მდუმარების სამოსით შემოსილს, აწუხებს ქარის უმისამართო შრიალი,ამოუცნობი
სიო.თითქოს კედლებიც უფერული გახდა.მე კი მარტოობის შეგრძნება უფრო და უფრო მავსებს სევდით და მიწამლავს სულს.
„ყველაზე საშინელი გრძნობა მარტოობაა, როდესაც არაკომფორტულად გრძნობ თავს საკუთარ პიროვნებასთან“...მარკ ტვენის ეს გენიალური სიტყვები სრულიად ასახავს ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას.
ჩემო ფურცელო, ისევ დაგიბრუნდი და დავიწყე წერა.შენთან უმიზეზოდ არასდროს მოვდივარ,რადგან მე მიგებ მხოლოდ შენ...დღეს მე და შენ ისევ მარტო დავრჩით პირისპირ, ისე როგორც მე და ჩემი ოთახი.
სული ისევ მარტოობისკენ მიილტვის და არ ჩერდება. არც ვცდილობ გაჩერებას, რავუთხრა? მოვატყუო რომ აქ კარგად იქნება? ამ გარდაცვლილ სამყაროში? იქ სადაც ფერების აღქმა არავის შეუძლია,იქ სადაც წითელი შავად გადააქციეს და სადაც არცერთ ხელოვანს არსურს დარჩენა, რადგან მიუღებელია ეს სამყარო ჩვენთვის,სადაც ვერ მიღებენ ისეთს როგორიც ვარ, ცდილობენ შემცვალონ და თავს მომახვიონ მათი არასრულყოფილი, რეალობას მოკლებული აზრები. სამყაროში ,სადაც სიბრძნე წიგნის გადაშლაში ეშლებატ და ვერ ხვდებიან თუ რამდენად დიდი სიბრძნეა მათში. არ აღიარებენ რომ განათლებული გაუნათლებელია, ხოლო გაუნათლებელი „ბრძენი“,სადაც თკივილი მათთვის ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებისგან გამოწვეულ სევდაში ეშლებათ,იქ სადაც ფიქრობენ რომ ტკივილს დრო კურნავს. მე კი ვფიქრობ რომ დრო მხოლოდ ფარულს ხდის შენს ტკივილს, რომ სხვამ ვერ შეამჩნიოს.
ეს ის სამყაროა სადაც ცრემლებიც კი ყალბია უკვე.მიკვირს რატომ უნდა იყენებდე ამ ძვირფას ემოციას, „ცრემლებს“ სიყალბისთვის. აქ მხოლოდ ოცნებობენ, თუმცა ვერ ვხვდებიან თუ რამდენად ტკბილია იმაზე ოცნება, რისი ასრულებაც შეგიძლია. 1 წლის წინ კატა დავიხატე, „სიამის კატა“, ჩემი ოცნების კატა, მაგრამ ამ ოცნების ასრულება არ მინდა იმის მიუხედავად რომ შემიძლია, რადგან ვფიქრობ რომ ეს ნახატი რომელიც მავსებს, გაუფასურდება და აღარ დამრჩება ოცნება სასიამოვნო.
მე არმინდა აქ, რადგან ეს ეპოქა „რემარკის და კოელიოს“ გამონათქვამების „copy-paste“ ეპოქა გახდა. იცით? მეცინება, ვერ ვხვდები რას ხედავენ მათ გამონათქვამებში ისეთს, რასაც თვითონ ვერ დაწერენ და ვერ შექმნიან შედევრად. გაუფასურდით ხალხო გაუფასურდით ჩემთვის ისევე როგორც მე ვიქნები ვიღაცისთვის გაუფასურებული.
სწორედ ამიტომ გამოვიგონე ჩემი სამყარო სადაც არც ტკივილია, არც შური, არც ცრემლები,არც სიყალბე და რაცმთავარია არარსებობს სიბნელე.მე სკოტოფობი ვარ და გამუდმებით ვეძებ სინათლეს, იქ სადაც სიბნელეა.
მე ვარ ის, ვინც დუმილში ხედავს სიმშვიდეს და მრავალ ფეროვნებას.
„იყავ პირველი, როცა უნდა უსმინო და უკანასკნელი როცა უნდა ილაპარაკო“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent