შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის ტრამვა.


16-08-2017, 16:26
ავტორი Makuna25
ნანახია 1 758

მე ხატია ვარ და რვა ან ცხრა წლის ვიქნებოდი როდესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა.
მანამდე უდარდელი ბავშვობა მქონდა. როგორც ყველა ბავშვი დავრბოდი, დავხტოდი, ვხალისობდი და ყველაფრით ვტკბებოდი. ჩვეულებრივ, არაფრისგან გამორჩეულ ოჯახში ვიზრდებოდი. მშობლებთან და და-ძმასთან ერთად. გულრწფელად და ბავშვურად მიყვარდა თითოეული მათგანი. ჩემი ძმა გიორგი ჩემზე 2 წლით უფროსი იყო ხოლო ჩემი და ნუცა 5 წლით. ალბათ ასაკის გამო ხშირად ვერ ვუგებდით ერთმანეთს და ხაირად ვჩუბობდით მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მიყვარდა ისინი და მათ გარეშე ვერ ვძლებდი. ამიტომ ყოველთვის ერთად ვიყავით. ტყოველთვის ერთად ვატარებდით დროს, მშობლები და სამი სულელი ბავშვი.
მხოლოდ საზაფხულო არდადეგებზე გვტოვებდნენ მშობლები გურიაში ბებია-ბაბუასთან.
ყველაფერიც ზუსტად აქედან დაიწყო.
ერთ ზაფხულს მშობლებმა გურიაში გაგვამგზავრეს. თვითონ კი თბილისში დარჩნენ სამსახურის გამო. იმ ზაფხულს მხოლოდ მე და და-ძმა არ ვისვენებდით ბებია ბაბუსასთან. ჩვენთან ერთად ჩვენი ბიძაშვილი-თემოც ისვენებდა, რომელიც ჩვენზე ბევრად უფროსი იყო, თითქმის ნუცას ტოლი მაგრამ მაინც ერთად ვთამაშობდით ომობანას, ქოხობანას, ექიმობანას, ვწუწაობდით და ეზოს ვიკლებდით. მე ყველაზე პატარა ვიყავი ამიტომ მარტივად მჩაგრავდნენ და მამარცხებდნენ. ხშირად ვიბუტებოდი და თამაშიდან გავდიოდი ხოლმე.
ერთ-ერთი თამაშის დროს ჩვეულებრივ გავიბუტე და გულმოსული ბებიასთან წავედი გულის გადასაყოლებლად. ერთად ვამზადებდით წვნიანს და ცოტახანში ჩემი ბიძაშვილიც შემოგვიერთდა. ყველაფერი რომ ჩავამთავრეთ თემომ თქვა: -მე და ხატია ზედა სართულზე ავალთ. შუადღეა ის კი პატარაა მეც მეძინება და დავიძინებთო.
გამიკვირდა და თემოს გავხედე კითხვის ნიშნიანი თვალებით, მან კი პასუხად საინტერესო ღიმილით მანიშნა რაღაც. ვერ მივხვდი მაგრამ ჩავთვალე ჩემს და-ძმას რაღაც კარგს გაამოვაპარებდით და სიამოვნებით დავთანხმდი.
ზედა სართულზე ავედით. იქ არავინ იყო. მართლაც უამრავი რამ ვითამაშეთ. წიგნებიც წავიკითხეთ და ძველი ფოტოებით სავსე ალბომიც დავათვალიერეთ, ვიცინეთ და ბოლოს თემომ თქვა რომ უნდა დაგვეძინა. გავჯიუტდი და უარის მიუხედავად თემომ ხელი მსტაცა. ბეჭზე გადამიდო და ოთახისკენ წავედით. გზაში შევამჩნიე გაურკვეველი ხელის შეხებები რომლის არსს ვერ ვხვდებოდი. მივყავდი ოთახისკენ და ვხვდებოდი რომ რაღაც ისე არ იყო. ბავშვურად ვჭირვეულობდი მაგრამ თემო ბავშვურად აღარ მექცეოდა.
დიახ. მე გამაუპატიურეს.
როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას. რა საზარელი სიტყვაა არა? პირდაპირ ტანში რომ დაგივლის და მსხვერპლის ტანჯვას წარმოგადგენინებს. მაგრამ მსხვერპლის ადგილზე ყოფნა სულ სხვანაირი იყო: გაურკვევლობაში ყოფნა. როცა არ იცი რა მოხდა. რა მოქმედება იყო ეს? ან რას მოგიტანდა სამომავლოდ? კარგი იყო თუ ცუდი? ალბათ კარგია რომ დეტალურად არ მახსოვს.
მხოლოდ ის მახსოვს რომ თემომ სერიოზული ხმით და სახის გამომეტყველებით მითხრა რომ ეს არავისთვის უნდა მეთქვა.
ასე გამიჩნდა პირველი დიდი საიდუმლო. პირველი საშინელი და საზარელი საიდუმლო რომლის არსს და მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდი. რომელიც მეორდებოდა თითქმის ყოველდღე და ყველაზე უარესი და გულის ამრევი ის არის რომ მე ეს მომწონდა. თავს ვერ მოვიტყუებ. ეს საშინელებაა, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. შეიძლება ახლანდელმა თანამედროვე ბავშვებმა ყველაფერი იციან მაგრამ მე მაშინ არ ვიცოდი. არაფერი ვიცოდი.
ამაზე უარესიც წინ არის...
ზაფხული დამთავრდა. სკოლაში დავდიოდი და ჩემი საიდუმლოთი შებყრობილი ვიყავი. ვეძებდი წიგნებს და ვიყენებდი ინტერნეტს რომ გამერკვია და გამეგო ჩემს საიდუმლოზე უფრო მეტი. არ მახსოვს ყველაფერი როგორ გავიგე მაგრამ მახსოვს ისტორიის მასწავლებლის სიტყვები: „ნათესავებთან კავშირი საშინელი ცოდვაა“. რათქმაუნდა ის ჩემზე არ საუბრობდა რომელიღაც გაკვეთილს ხსნიდა, მაგრამ ჩემს ირგვლივ ყველაფერი გაშავდა. ამ წინადადებამ უფრო მეტი თქვა ვიდრე ჩემს მიერ მოიძიებულმა სხვადასხვა ინფორმაციებმა.
ყველაფერი შეიცვალა. საკუთარ თავში ჩავიკეტე და უფრო მეტ ინფორმაციას ვეცნობოდი. ვცდილობდი გავმკლავებოდი სურვილებს რომელიც უცხო იყო ჩემთვის, რომელიც არასდროს მქონია აქამდე. ვერ ვესაუბრებოდი ვერავის მათ შორის მშობლებსაც. ვერ ვაცნობიერებდი რომ 8 წლის ასაკში ქალი ვიყავი. ეს საშინელება იყო. ასმაგად ვცდილობდი ბავშვურად მოვქცეულიყავი რომ რამე შემეცვალა მაგრამ შინაგანადაც და ფიზიკურადაც ვერაფერს ვახერხებდი. მეგობრები სულელური საქციელების გამო ჩემთან მეგობრრობას გაურბოდნენ და ასე ავღმოჩნდი საკუთარ თავთან და სიტყებთან „არავის უთხრა“ მარტო.
მეზიზღებოდნენ მშობლები რომ სოფელში დამტოვეს, ვერაფერი შეამჩნიეს და ჩემთან დალაპარაკებას არ ცდილობდნენ. მეზიზღებოდნენ ჩემი მეგობრები და კლასელები რომლებსაც წარმოდგენა არ ქონდათ უფროსების ურთიერთობების შესახებ და ჩვეულებრივი, ლამაზი ბავშვობით იზრდებოდნენ, ხოლო ჩემი ზედმეტად ბავშვური ქცევების გამო სულელად მთვლიდნენ. მეზიზღებოდა ჩემი და-ძმა რომლებმაც არაფერი იცოდნენ და მარტივად იზრდებოდნენ.
ყველა მეზიზღებოდა რადგან თავზე მეყარა პრობლემები და ვერავინ მშველიდა.
მეორე ზაფხულს თემომ ისევ სცადა ყველაფრის გამეორება მაგრამ ჩემგან უარი რომ დაინახა გაუკვირდა.
მისი ბოლო სიტყვებიც მახსოვს: რა მოგივიდა? შენ ხომ მოგწონდა?
ამის შწმდეგ თემო აღარ შემხებია. გული მერეოდა მასზე, მაგრამ ოჯახის წევრებთან არ ვიმჩნევდი. მეზიზღებოდნენ ადამიანები რომლებიც თემოს აქებდნენ. თუ როგორი ზრდილობიანი და კარგი ბიჭი იყო. მხოლოდ მე ვიცოდი რა გულის ამრევი და ამაზრზენი იყო.
ჩემი ცხოვრება შეიცვალა.
ჩენი ცხოვრება თავდაყირა დადგა.
ძალიან მარტო ვიყავი.ვფიქრობდი თვითმკვლელობაზეც თუმცა გამბედაობა არასდროს მყოფნიდა. ჩანთით ჩუმდად ყოვეელთვის დავატარებდი „ბრიტვას“ ან მინის ნატეხს რომ გამბედაობის არსებობის შემთხვევაში შვება მენახა.
არ მყავდა მეგობრები. მშობლებს არ ვესაუბრებოდი. ხელი ჩავიქნიე ჩემს ცხოვრებაზე და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი იყო ის, თუ როგორ მომენანიებინა. დავიწყე ეკლესიაში სიარული მაგრამ მამაოსთვის თქმას ვერ ვბედავდი. 4 წელი და ალბათ მეტიც საკუთარი თავის დადანაშაულებასა, ღამით ტირილსა და თვითმკვლელობაზე ფიქრში გავატარე.
მერე იყო მონანიება. გათავისუფლება მძიმეზე მძიმე საიდუმლოსგან და თვითმკვლელობაზე ფიქრისგან.
მას შემდეგ 12 წელი გავიდა.
ამაზე თითქმის აღარ ვფიქრობ. თემოს ვაპატიე. დიახ, გაგიკვირდებათ და ვაპატიე, მაგრამ მისგან არასდროს მომისმენია პატიების თხოვნა ან მობოდიშება, ამაზე არც კი გვისაუბრია არასდროს. მას თითქმის 4 წელიწადში ერთხელ ვნახულობ და ალბათ ეს არის მისი ბოდიში ან სულაც არ ანაღვლებს. არ ვიცი რატომ მაგრამ ვაპატიე , დანარჩენს ღმერთი გადაწყვეტს. მხოლოდ ჩემს მშობლებს და დედმამიშვილებს ვერ ვპატიობ. მათ დღემდე არ იციან და იმედია ვერასდროს გაიგებენ. ისინი ვერაფერს მიხვდნენ. მათ შვილსა და დას მათ ცხვირწინ დაენგრა ცხოვრება და მათ არაფერი იციან.
სულ იმაზე ვფიქრობ რა იქნებოდა? რა მოხდებოდა ეს რომ არ მომხდარიყო? ალბათ ყველასავით უდარდელი ცხოვრება მექნებოდა, ბევრი სიცილით ცხოვრებაში და არ მეცოდინებოდა რა არის ტკივილი. ალბათ ყველასავით ქარაფშუტა და თავდაჯერებული გავიზრდებოდი. მე კი ამ შემთხვევის გამო დაკომპლექსებული, მორცხვი, მარტოხელა და შეშინებული ვიყავი. და რა გავდხდი?
მიმტევებელი, კეთილი, შემბრალებელი. ყველა მომენტს ვაკვირდები და ვწონი რომ შეცდომა არ დავუშვა. ვცდილობ არავის ვატკინო გული. ყველას ვეხმარები და ყველა ადამიანის ტკივილი გულთან მიმაქვს. ყოველთვის ბოლოს ვაყენებ საკუთარ თავს. მართალია ხშირად უსარგებლიათ და გული უტკენიათ ჩემთვის ისევ და ისევ მაგრამ არაფერია. რაღაც მხრივ ამ ყველაფერმა ძლიერ ადამიანად მაქცია. არ არსებიბს რაიმე რასაც ვერ ვუმკლავდები. მე აღარაფრის მეშინია. ყველაფერი ცუდის მიუხედავად რაც დღეს ვარ თემოს დამსახურებაა.
ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ხალხი რომლებიც მოდიან და მიდიან. რომლებიც გვიყენებენ და შემდეგ გვივიწყებენ. მთავარია ჩვენ არ დავემსგავსოთ მათ, ყველა ტკივილისა და წყენის მიუხედავად. ნურავის გადაუხდით სამაგიეროს. მიუტევეთ და ეს გაგაძლიერებთ. დანარჩენს ღმერთი გააკეთებს.



№1  offline მოდერი LurjTvala demoni

სიტყვები არ მყოფნის, ნამდვილად ვერ გადმოვცემ ეხლა იმას რაასაც ვგრძნობ. შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ, ამ ისტორიამ ჩემი წარსული გამახსენა, სამეგრელოში ბიცოლაჩემის მშობლებთან ვიყავი ჩასული დასასვენებლად, ის ერთი მეზობელი ბიჭი სულ სხვანაირად მეპრყობოდა რამოდენიმეჯერ შევამჩნიე თამაშის დროს რომ წავიქცეოდი ქონდა მცდელობები ძალა ეხმარა თუმცა, მე ჩემი სისხრტით მალევე გავრბოდი. მადლობა ღმერთს იქ არაფერი მომხდარა. ხატია შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ ❤

 


№2 სტუმარი Drogons

სულელი ხარ რომ არ თქვი.
ძალიან დიდი სულელი და სუსტი ადამიანი ხარ რომ არ გაამხილე.
შენ რა იცი ეგ თემო რამდენ შენნაირ ბავშვს მოექცა იგივენაირად?
შენ რა იცი შვილს რას უზავს კაცი რომელიც მსგავსი მოძალადე და ავადმყოფია?
რა იცი შენნაირი რამდენი გააუბედურა და ცხოვრება დაუნგრია...
ქალი ხარ და ალბათ შვილები გყავს, როგორ გაჩუმდი და როგორ არ გააგებინე ყველას რა არაკაცია.
შენი არ მესმის და ვერასდროს გაგიგენ ასეთი სუსტი როგორ აღმოჩნდი.
თვითმკვლელობა და ვენების გადაჭრა კი არ იყო გამოსავალი, როცა გაანალიზე რას შვებოდა ეგ ყ ლე უნდა მივარდნოდი სახლში და აგეწიოკებინა ყველა:))))
არ მესმის.

 


№3  offline წევრი Makuna25

Drogons
სულელი ხარ რომ არ თქვი.
ძალიან დიდი სულელი და სუსტი ადამიანი ხარ რომ არ გაამხილე.
შენ რა იცი ეგ თემო რამდენ შენნაირ ბავშვს მოექცა იგივენაირად?
შენ რა იცი შვილს რას უზავს კაცი რომელიც მსგავსი მოძალადე და ავადმყოფია?
რა იცი შენნაირი რამდენი გააუბედურა და ცხოვრება დაუნგრია...
ქალი ხარ და ალბათ შვილები გყავს, როგორ გაჩუმდი და როგორ არ გააგებინე ყველას რა არაკაცია.
შენი არ მესმის და ვერასდროს გაგიგენ ასეთი სუსტი როგორ აღმოჩნდი.
თვითმკვლელობა და ვენების გადაჭრა კი არ იყო გამოსავალი, როცა გაანალიზე რას შვებოდა ეგ ყ ლე უნდა მივარდნოდი სახლში და აგეწიოკებინა ყველა:))))
არ მესმის.

8 წლის ასაკში და გარდატეხის ასაკში ყველა ადამიანი სხვანაირია. ყველას სხვადასხვანაირად უჭირს გადალახვა.
და სიმართლეც რომ გარკვეულიყო არავინ დაიჯერებდა. ან თუნდაც დაეჯერებინათ რა მომავალი ექნებოდა ხატიას ამის შემდეგ? მთელი ცხოვრება ლაქად დაამჩდებოდა. ყველას არ ყოფნის გამბედაობა.

 


№4 სტუმარი ნებულა

სწორია ტრავმა და არა ტრამვა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent