შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი გოგონა


18-08-2017, 00:14
ავტორი GodeMarr
ნანახია 1 355

ის ყოველ დღე გაივლიდა ნაცნობ ადგილს, ფეხით, სრულიად მარტო. მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს იყო გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი, ტრადიციას არასდროს არღვევდა. ქუჩის შესახვევში პატარა, მყუდრო კაფესთან გაჩერდებოდა, ცოტა ხნით დაფიქრდებოდა, შემდეგ კი შეაღებდა კარს, აქეთ-იქით მიმოიხედავდა და როდესაც იმას იპოვიდა, ვისაც ეძებდა, მშვიდად დაიკავებდა თავის ტრადიციულ ადგილს ბუხართან. ის იყო 23 წლის გოგონა, სახელად ედისონი, ძალიან ლამაზი, მაღალი, თხელი, თაფლისფერ თვალება, ღია ფერის თმითა და აპრეხილი ცხვირით. გადაშლიდა წიგნს, დაიწყებდა კითხვას და რამოდენიმე წუთით ან საათით, მის გარშემო ყველაფერი ქრებოდა, გარდა წიგნისა, წიგნში აღწერილი ამბისა და პერსონაჟებისა, ხანდახან გაიცინებდა, ან რაიმე შემზარავის წაკითხვისას წარბებს შეჭმუხნიდა, რამოდენიმე წუთში ერთხელ თვალს გააპარებდა მწვანეთვალება ბიჭისაკენ, რომელიც ყოველთვის თავის საქმეში იყო გართული, მაგრამ ყველას თბილი და გულწრფელი ღიმილით ეგებებოდა. ედისონი ამ კაფეში მის ხშირ სტუმრობას ნამცხვრის სიყვარულით ხსნიდა, რომელიც მხოლოდ აქ ცხვებოდა, თუმცა რეალური მიზეზი სულ სხვა იყო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ წარმოიდგენდა და ვერც ვერავინ იფიქრებდა. გოგონა დაუძახებდა მწვანე თვალება ბიჭს და თავის საყვარელ ნამცხვარს შეუკვეთავდა, ბიჭიც მომხიბვლელი ღიმილით ეგებებოდა გოგონას, რომლის არც სახელი იცოდა, არც გვარი და არც სხვა რამ მის შესახებ, მხოლოდ ის, რომ გოგონას კითხვა უყვარდა და ამ კაფის ხშირი სტუმარი იყო. ედისონი მიირთმევდა თავის საყვარელ ნამცხვარს, გადაიხდიდა ფულს, დახურავდა წიგნს და ფრთხილად წამოდგებოდა სკამიდან, მწვანე თვალება ბიჭს შეხედავდა და როდესაც მის მზერას ვერ იგრძნობდა, ნაღვლიანად გაიღიმებდა, დატოვებდა საყვარელ კაფეს და გზას გაუდებოდა, რომელსაც სახლში მიჰყავდა. ქუჩებში სიარულისას ფიქრობდა, ფიქრობდა ყველაფერზე, ფიქრობდა ცხოვრებაზე, ბედნიერებაზე, მწუხარებაზე, გრძნობებზე, ადამიანებზე და სიკვდილზე... სიკვდილი იყო მისი ფიქრების განუყოფელი ნაწილი. დაღლილი ჩამოჯდებოდა რომელიმე სკვერის, რომელიმე სკამზე, დაასვენებდა თავის დასუსტებულ ორგანიზმს. უყურებდა ბავშვებს, რომლებიც ცხოვრებით ტკბებოდნენ და ბედნიერები იყვნენ. ხშირად ისევ ფიქრებში წავიდოდა, შეიძლება ცოტა ხნით თვალებიც კი დაეხუჭა, ეს იყო ყველაზე ბედნიერი წამები მის ცხოვრებაში, თვალწინ წარმოუდგებოდა ბიჭი, მწვანე თვალებით, მომხიბვლელი ღიმილითა და ღიმილის დროს ლოყაზე გაჩენილი ჩაღრმავებებით, მან არ იცოდა რა ერქვა ბიჭს, არ იცოდა სად ცხოვრობდა ის, არაფერი იცოდა ბიჭზე, რომელიც ცხოვრობდა მის გულში. ნაღვლიანად წამოდგებოდა სკამიდან და დასვენებული განაგრძობდა გზას, ცოტა ხანში სახლს მიუახლოვდებოდა, საკმაოდ პატარას, თუმცა სიყვარულით სავსეს, დააკაკუნებდა კარზე და ელოდა წკრიალა ხმას, როდესაც ამ ხმას გაიგონებდა, კარიც გაიღებოდა. საკმაოდ ლამაზი ქალი ღიმილით შეეგებებოდა გოგონას, ნაღვლიანი, თუმცა გულწრფელი ღიმილით, გოგონაც ღიმილითვე უპასუხებდა, შემდეგ შევიდოდა სახლში, მიესალმებოდა მამას და მის პატარა დას, ბევრს არაფერს ამბობდა, მას არ უყვარდა ბევრი საუბარი, თვლიდა, რომ არც იყო საჭირო, ოჯახის წევრების გულებს სიყვარულით აავსებდა, ხოლო შემდეგ წავიდოდა თავისი ოთახისკენ, შეაღებდა კარს, ჩაკეტავდა, შუქს აანთებდა, პატარა ჩანთას საწოლზე დადებდა და სარკესთან დადებულ სკამზე ჩამოჯდებოდა, ჯერ საკუთარ თავს უყურებდა, შემდეგ თვალები ცრემლებით აევსებოდა, თუმცა ყოველთვის ახერხებდა მათ შეკავებას. პარიკს ფრთხილად მოიხსნიდა და იქვე დადებდა, შემდეგ უჩვეულო გარეგნობის გოგონას ანარეკლს დაინახავდა სარკეში, რომელთან შეუგუებაც ჯერ კიდევ უჭირდა, სტკიოდა, მაგრამ უმკლავდებოდა. მალევე ტანსაცმელს გაიხდიდა, იქვე სკამზე დადებდა და მოთავსდებოდა საწოლში, სხეულს დაასვენებდა და მიეცემოდა სიზმრებს, სიზმრები მის ფიქრებს გავდა, თუმცა ბევრად უკეთესი იყო. ხანდახან გოგონას ტკივილები გააღვიძებდა, ცრემლებით დაასველებდა ბალიშს, თუმცა უძლებდა, ამასაც უძლებდა, ისე, რომ სხვები ვერაფერს გებულობდნენ. ტკივილისგან დაღლილს კვლავ ჩაეძინებოდა, ასე ხდებოდა თითქმის ყოველ დღე. გადიოდა დღეები, კვირები, გოგონას ტკივილები იზრდებოდა, იზრდებოდა მის ტანზე არსებული ჩალურჯებებიც და მის გულში არსებული სიყვარულიც. ახლა უფრო მეტ დროს ატარებდა კაფეში, უკვე ოცნებობდა, ოცნებობდა ბიჭის გამოხედვაზე, ოცნებობდა, რომ ბიჭი მოსულიყო და მისთვის სიტყვა მაინც ეთქვა, თუმცა ის ვერც კი ამჩნევდა გოგონას და ამით საშინელ ტკივილს აყენებდა მას. ერთ დღესაც გაბედა, გოგონამ გაბედა, მივიდა ბიჭთან, გაიგო მისი სახელი მათ ბევრი ისაუბრეს, ისაუბრეს მწერლებზე, საყვარელ წიგნებზე, მოთხრობებზე, აღმოაჩნდათ საერთო ინტერესები, აღმოაჩინეს, რომ გავდნენ ერთმანეთს, მათი საუბარი რამოდენიმე საათს გაგრძელდა, ისე რომ ვერც კი მიხვდნენ, შემდეგ გოგონამ დატოვა კაფე და ბიჭს დაუტოვა ფიქრები. ახლა ბიჭმა უფრო მეტი იცოდა ედისონის შესახებ, იცოდა მისი სახელი, იცოდა მისი საყვარელი წიგნი, საყვარელი მწერალი, ნანობდა, ნანობდა, რომ აქამდე არ იცნობდა მას. მწვანე თვალებამ კაფე დატოვა და წავიდა სახლისკენ, სახლში მისვლისას მალევე დაიძინა, იმ იმედით, რომ მალე გათენდებოდა, კაფეში შემოვიდოდა ლამაზი, მაღალი თხელი გოგონა, სახელად ედისონი, მივიდოდა მასთან და ისინი კვლავ ისაუბრებდნენ წიგნებზე, ისაუბრებდნენ მთხრობელებზე, პერსონაჟებზე, იმაზე, რაც ორივეს აინტერესებდათ, ტუმცა სულ ტყუილად, იმ დღის მერე კაფეში აღარასდროს გამოჩენილა გოგონა, რომელიც არაფერს ამბობდა, თუმცა კაფეს სითბოთი ავსებდა, გოგონა, რომელის გულიც სავსე იყო ტკივილით, თუმცა ბედნიერი ჩანდა. ბიჭი ფიქრობდა, ყოველ დღე ფიქრობდა მასზე, უკვირდა, ნაწყენიც იყო, ცოტა გაბრაზებულიც, ბრაზობდა გოგონაზე, რომელიც დაპირდა, რომ ისევ მოვიდოდა. ყოველ დღე ელოდა მას, ყოველი სტუმრის შემოსვლისას გული უჩქარდებოდა, თუმცა უშედეგოდ. დღეები გადიოდა, გოგონა ისევ არ ჩანდა, ბიჭი ტყდებოდა, სტკიოდა, დანაღვლიანებული იყო, მას ხომ შეუყვარდა? საბოლოოდ შეუყვარდა, მხოლოდ ერთი გასაუბრებით სამუდამოდ შეუყვარდა, თუმცა ახლა მას მხოლოდ მოგონებები გააჩნდა, გონებაში ატრიალებდა კადრებს, ყოველ კადრში ერთი და იგივე ადამიანი იყო, ერთი და იგივე გოგონა. ბიჭს შეუყვარდა გოგონა, გოგონა რომელიც გარდაიცვალა..



№1  offline მოდერი ენემი

ეს ბოლოში რა ქენი უფ joy ისე კარგი ჩანახატი იყო

 


№2  offline მოდერი GodeMarr

ენემი
ეს ბოლოში რა ქენი უფ joy ისე კარგი ჩანახატი იყო

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent