„ერთი შეხედვით ადამიანობა“
უბრალოდ ვუყურებდი, ვუყურებდი რადგან მისმა ქმედებებმა, ჩემი დაინტერესება სულ მარტივად შეძლო - მის თვალებში საოცარი ადამიანობა ჩანდა, ის ადამიანობა, რომელიც ახლა იშვიათობაა, მაგრამ იყო სევდაც - ვერ მივხვდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მოწყენის მიზეზი, მას ხომ ის ჰქონდა რაც ხალხის მასას მცირედითაც კი არ გააჩნდა - „ერთი შეხედვით ადამიანობა“, - რამდენიმე წამიც და თავი უხერხულად ვიგრძენი, ჩვენ ხომ ერთმანეთს არც კი ვიცნობდით, ამ მზერის უკან ერთმანეთის ფიქრები არც კი ვიცოდით - უბრალოდ თავი დავხარე და გზა გავაგრძელე - რამდენიმე ნაბიჯი და მის გვერდით აღმოვჩნდი, მაგრამ უსიტყვოდ განვაგრძე გზა და აი აქაც ნაგლი გამოვჩნდი - „ხურდები არ გაქვს?“ - ეს რა კითხვა იყო? ნუთუ მომესმა? უკან მივბრუნდი, ერთ ადგილას გავშეშდი და თითქოს მოძრაობის უნარი დავკარგე - კვლავ სევდიანი თვალებით შეჰყურებდა ჩემს უკან მდგომ ახალგაზრდას და მისგან საოცარი „იმედით“ მოელოდა დადებით პასუხს - ბიჭუნამ ჯიბები მოისინჯა, სევდანარევი ხმით უარყოფითი პასუხი, თავდახრით, რამდენჯერმე გაიმეორა და გზა გააგრძელა - კვლავ ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული, ვერ აგიღწერთ რას ვგრძნობდი იმ მომენტში, მინდოდა მივსულიყავი დამემშვიდებინა, ძალა მიმეცა და გამემხნევებინა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი, წამსვე შევამწომე ჩემი ჯიბეები, მაგრამ იმ მომენტში ფული არ აღმომაჩნდა - ჩემს გვერდით ერთი ქალბატონი დავინახე, მასთან მივედი და ასევე სევდიანი გამომეტყველებით, მორიდებით ვითხოვე მისგან დახმარება- ჩანთიდან ხურდები ამოიღო და კვლავ ვიგრძენი „გახარება“, მადლობა გადავუხადე და იქვე მჯდომი ბიჭისკენ წავედი - მინდოდა მეთქვა, მეთქვა თუ რა გავიფიქრე, როდესაც ის პირველად დავინახე, თუ რა ადამიანობას ვხედავდი მასში, თუ რა საოცარი პიროვნება იყო, როგორი ძლიერი, რომ ასეთ ასაკში მარტოდმარტო უმკლავდებოდა „ბინძურ“ სამყაროში ცხოვრებას, მინდოდა, კი მინდოდა საოცრად მინდოდა, რომ დავხმარებოდი, მინდოდა მეგრძნობინებინა, რომ მარტო არ იყო, მაგრამ ჯანდაბა მივუახლოვდი და უბრალოდ ხმის ამოღება ვერ შევძელი - ცისფერი საოცრად ლამაზი, მაგრამ ამავე დროს სევდანარევი თვალებით მიყურებდა- თავდახრილმა გავუწოდე ხურდები, რადგან რამდენიმე წამიც და ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდებოდა - საოცარმა სურვილმა შემიპყრო რომ მქონდა „ძალიან ძალიან ბევრი“ რადგან დავხმარებოდი ასეთ ადამიანებს, მიმეცა მათთვის ის რაც მათ ყველაზე მეტად აკლდათ და თავ ეგრძნოთ ყველაზე კარგად, აი ეს მინდოდა, სასწაულად მინდოდა - რამედნიმე წამით გავბედე და თვალებში შევხედე - „რომ შემეძლოს,რომ შემეძლოს ყველაფერს გავაკეთებდი, რათა შენ და შენნაირი ადამიანები ასეთ სიტუაციაში არასდროს მოხვედრილიყავით“ - რამდენჯერმე გავიმეორე, მაგრამ ვერ შევძელი ეს ყველაფერი ხმამღლა მეთქვა, შემეშინდა, რადგან საკუთარი თავი სრულ არარაობად ჩავათვალე. უსიტყვოდ ჩავუყარე ხელში ხურდები და სწრაფად დავტოვე ის ადგილი, რადგანნ მისთვის ცრემლი არ დამენახებინა, მას ხომ ღიმილი და გამხნევება სჭირდებოდა, მე სულელმა კი ცრემლების დამავლა ვერ შევძელი, მივდიოდი, მაგრამ ჩემი სული, გონება,ფიქრები და გული მასთან რჩებოდა - და აი ახლაც ვერ აგიღწერთ რას ვგრძნობ, მკაცრად ვგმობ სიღატაკეს, ქუჩაში სიარულს, შიმშილს - როგორ მინდა, რომ არ არსებობდეს ადამიანი დედამიწაზე, რომელსაც ასეთი ტკივილით ეტკიება, როგორ მინდა, რომ მათ სახეზე ვხედავდე ღიმილს, როგორ მინდა, რომ ვეხმარებოდე ყოველდღიურად ერთს, ორს, სამს კიარა ერთბაშად ყველას - სწორედ ეს არის ჩემი ნატრვა და ის, ის რაც მე ყველაზე მეტად მინდა. სწორედ დღეს მქონდა ეს "მომენტი" და უბრალოდ არ შემეძლო, რომ არ დამეწერა ( ნებისმიერი ხელოვანის "ავადმყოფობა" ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.