მარიამი, ანგელოზი იყო...
ქალის კივილის ხმა ისმის, ხმაში საოცარი ტკივილი და ბედნიერება გამოკრთის. ქალი მშობიარობს... დაიბადა... გოგოა... დაიბადა ულამაზესი ბავშვი, პატარა გოგონა, მარიამი. დედას გულზე დააწვინეს, ეს ორი არსება ერთმანეთს უკვე იცნობდნენ, 9თვის ნაცნობები იყვნენ. დედამ შეხედა პატარას და იმ წამიდან გადაუყვარებლად შეიყვარა. ბავშვს დიდი თაფლისფერი თვალები, გრძელი წამწამები, პატარა აპრეხილი ცხვირი და ბუთქუნა, წითელი ტუჩები ქონდა. თოვლივით ქათქათა იყო. თითქოს ღმერთის რჩეული დაბადებულიყო... იზრდებოდა მარიამი, კვლავ ულამაზესი იყო. დედას კვლავ უზომოდ უყვარდა, მისთვის მთელი სამყარო იყო. იცავდა ყველასგან და ყველაფრისგან. ბავშვი ყველას უყვარდა, ყველასთვის საყვარელი იყო. იდეალური ბავშვობა ქონდა. არ აკლდა არაფერი ამ ქვეყანაზე. ბაღში შეიყვანეს. პირველივე დღიდან, მასწავლებლების საყვარელ ბავშვად იქცა, დანარჩენებისთვის კი საუკეთესო მეგობრად. ულამაზესი იყო... სულიც კი ლამაზი ქონდა. სკოლაში შეიყვანეს. მარიამი კვლავ მასწავლებლების საყვარელ მოსწავლედ იქცა, თანაკლასელებისთვის კი საუკეთესო მეგობრად და რჩეულად. ის კვლავ ულამაზესი და ძალიან კეთილი იყო. მის ლუკმას სხვას უყოფდა. ფარველობდა ყველას, იცავდა დაჩაგრულებს... კლასში ყველას შეუყვარდა, უფროს კლასელებსაც უყვარდათ მარიამი. დედა კვლავ იცავდა, როცა ეს სჭირდებოდა. იცავდა და არაფერს აკლებდა. საუკეთესო დედა იყო, მარიამი კი საუკეთესო შვილი. პრანჭია იყო, ტკბილეულიც ძალიან უყვარდა. სახლში მოყავდა მისი ღარიბი მეგობრები, აჭმევდა, ტანსაცმელებს, წიგნებს, რვეულებს ჩუქნიდა და ისე უშვებდა შინ. როცა ფული არქონდა, რომ სხვისთვისაც ეყიდა საჭმელი, მის ლუკმას უყოფდა, მეგობარი ძალიან მშიერი თუ იყო, მაშინ მთლიანად აძლევდა. მარიამი ბედნიერი იყო, სულ ღიმილი გადაკრავდა სახეზე. მისი სიცილიც კი ისეთი წმინდა და სპეტაკი იყო. ძალიან უყვარდა სიცილი. მარიამი გაიზარდა, უკვე დიდი გოგოა, ის თითქმის ყველას უყვარს, ვისაც არ უყვარს მისი შურს. მარიამს არასდროს ნდომებია სხვა ყოფილიყო. მარიამს ყველა უყვარდა. არავის ამცირებდა, ზემოდან არ უყურებდა. კეთილი და ულამაზესი იყო. თბილი და მოსიყვარულე. ზრდილობიანი და მხიარული პრანჭია და ბუტია. მარიამი საუკეთესო გოგო იყო. დედასაც უზომოდ უყვარდა. მარიამი ანგელოზი იყო. მარიამი გარდაიცვალა... დედაც მასთან ერთად დაიღუპა, მაგრამ სხეული ცოცხალი აქვს, აქ დედამიწაზე. მიწაზე დააბიჯებს მაგრამ მკვდარია, მისი გული მიწაში, მარიამს ჩააყოლა. მისი ღიმილიც მარიამთან ერთად დამარხა. მეგობრებმაც ჩააყოლეს მარიამს საფლავში თავიანთი ნაწილი, ზოგმა ღიმილი, ზოგმა ბედნიერების ნაწილი, ზოგმა სიცოცხლის სურვილი, ზოგმა ცხოვრების... მარიამის მეგობრები სრულყოფილად ბედნიერები ვეღარასდროს იქნებიან. მარიამი გარდაიცვალა და მთელმა ქალაქმა გამოიგლოვა. მარიამი ყველაზე ლამაზი იყო... მარიამი კუბოში წევს... მარიამი ახლაც ყველაზე ლამაზია, მის ანგელოზისებრ სახეს წმინდა ელფერი აქვს. მარიამმა დაიძინა. თოვლივით ქათქათა იყო და ახლა, კუბოში, თოვლივით ცივი წევს. მარიამის გული, მარიამის გული ყოველთვის მხურვალე იყო, ყველასთვის ღია იყო. ცრემლები არ შეშრომიათ მარიამის მეგობრებს, მარიამის ნათესავებს, ნაცნობებს. ყველას ვისაც თუნდაც ერთხელ ენახა. ის ანგელოზია, ანგელოზია და ზეცაში გაფრინდა. მარიამს ყვავილები უყვარდა და ახლა, სავსეა მისი სარეცელი ყვავილებით, სავსეა ოთახი, მთელი სახლი, მთელი ეზო. მთელმა ქალაქმა გამოიგლოვა მარიამი, ანგელოზი... ანგელოზი, რომელმაც დატოვა მიწა და ზეცაში გაფრინდა. ყველაზე საზარელი მომენტი... მარიამი გამოასვენეს, და.... მიწაში უნდა ჩადონ პატარა ანგელოზი. მარიამი, წმინდა სულით. ყველაზე ლამაზი გოგო, ყველაზე ლამაზი სულით. მიწა უნდა მიაყარონ... მიწაში ჩადეს, სათითაოდ, ყველამ მიაყარა მიწა მარიამს, ყველამ დამარხა საიდუმლოდ მარიამთან რაღაც, რაღაც თავიანთი ნაწილი. მარიამი უკვე მიწაში წევს. მისი საფლავი ცრემლებით არის მორწყული.... დედამ ტირილი შეწყვიტა. სახე გაეყინდა. მის სახეზე არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ აღიბეჭდებოდა. მარიამი დამარხეს... დედამაც დამარხა მისი სიცოცხლე მარიამთან, მან ხომ მისი გული ჩაატანა მის ანგელოზს. მეგობრები ტიროდნენ, ტიროდნენ მარიამს. საუკეთესო ადამიანს, ულამაზეს არსებას... მარიამი მიწაში წევს, დედა კი მიწის ზემოთ. მათი გულები კი ისევ ერთადაა, როგორც მაშინ, 9თვე. მარიამი გარდაიცვალა... ის რჩეული იყო... ის... მარიამი... ყველაზე ლამაზი გოგო იყო. შეხედავდი და თვალებს მოგჭრიდა, ლამაზი სხეულის შიგნით, ულამაზესი სული და წმინდა გული ქონდა. გარეგანი და შინაგანი სილამაზე ერთმანეთს ერწყმოდა და ერთმანეთს აძლიერებდა. მას ყველა უყვარდა და ისიც ყველას უყვარდა. მარიამი უფლის რჩეული იყო... დიდხანს ვერ გაძლო მის გარეშე და უკან დაიბრუნა, ვერ შეელია. მარიამმა ბევრი ადამიანი შეცვალა, გზა გაუნათა, ცხოვრება შეაყვარა. ის ანგელოზი იყო მიწაზე, ახლაც ანგელოზია, თუმცა ზეცაში. მარიამის საფლავი ცარიელი არასოდეს მინახავს, ყოველთვის არის იქ ვინმე სულიერი, ყოველთვის არის ახალი ყვავილი. მოდიან მარიამთან და ახალ ამბებს უყვებიან, დახმარებას თხოვენ, დაცვას თხოვენ, სიყვარულს, ნუგეშს თხოვენ, როგორც ადრე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.