უსასრულობა
რამოდენიმე წამით დაფიქრდები ცხოვრებაზე და ისიც თავის მორევში გითრევს.ამ დროს კი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება.რა არის სიცოცხლე? სიკვდილი? როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე თითქოს არაფერი.არ ვიცით რამდენი დაგვრჩა:წელი,თვე თუ დღეები,შეიძლება წამებიც კი.ამას კი ისე ვიღებთ როგორც კარგა ხნის ნაცნობს.არაფერი ვიცით და არც გაგებას ვცდილობთ.. ჩვენ რას ვაკეთებთ აქ? ნეტა შესაძლებელია ჩემ სხეულში სხვისი სული ყოფილიყო ან მე სხვა სხეულში?ნამდვილად ჩვენია ის რაც გვაქვს? ვამბობთ რომ ცხოვრები ხანმოკლეა, ამიტომ უნდა გვიყვარდეს,ვაპატიოთ,ვაკეთოთ სიკეთე და ა.შ , თუმცა თითოეულის ცხოვრება სხვისას ემსგავსება და ჩნდება მასა რომლის ერთმანეთისგან ხანსხვავება ხშირად შეუძლებელია.თუნდაც ჩვენი დაბადება,ბაღი,სკოლა განათლება თუ ოჯახი, ვინ დააწესა ეს ყველაფერი? რატომ არ ვცდილობთ ადამიანები ცხოვრების არსს ჩავწვდეთ? რატომ ვხარჯავთ არ არსებულ დროს უაზრო ნივთების ყიდვასა და გამოყენებაში?დრო როდის ამოიწურება არავინ იცის.გვესმის,ვეცნობით სიახლეებს,ვხედავთ მთელი დღის განმავლობაში რამდენ კარგ ადამიანს შეუწყდა დრო უეცრად , თუმცა მაინც თითქოს არაფერი. საერთოდ ვინ შექმნა ეს უიღბლოთა სქემა? ზოგს ბევრი აქვს დრო,ზოგს ნაკლები,ზოგი კი მას იმ დრომდე კარგავს სანამ გაეცნობოდეს.საკმარისია ადამიანმა 1წუთით დაფიქრდეს ცხოვრებაზე და უსასრულობაში გაუჩინარდება ,1წთ კი თურმე საათებად ქცეულა და რეალობას მოსწყვეტია.საინტერესოა არა ცხოვრება არამედ მისი არსის გარკვევა! მოდი სიკვდილს დავუბრუნდეთ.სიკვდილი ხომ სიცოცხლის გაგრძელებაა.ეს ერთგვარ თამაშს გავს სადაცჯერ ერთი ეტაპია,შემდეგ მეორე და ასე გრძელდება ფინალამდე.ცხოვრება რთული თამაშია,ყველა საკუთარი წესებით თამაშობს და ჩვენ არ შეგვიძლია სხისი ფინალის ნახვა.საინტერესოა ადამიანის მიერ შექმნილი ''ჯოჯოხეთი'' იქნებ არსებობენ სხვები ჩვენგან განსხვავებულნი დამათი ჯოჯოხეთი ჩვენ ვართ? იქნებ რაც სამოთხე გვგონია ისაა ჯოჯოხეთი?მე ამის გამოგონებასაც საჭიროდ არ მივიჩნევდი, ჩვენთვს ადამიანებისთვის, უცოდინარობა და უუნარობა არის ჯოჯოხეთი .როცა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩერდეს ჩვენი დრო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.